გადაწყვეტილება N 36 შ.პ.ს. “სანეტი”-ს მიერ ტელეცენტრის სატელევიზიო ანძაზე რადიომოდემის განთავსების ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 36 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2001

მიღების თარიღი თებერვალი 16, 2001

შ.პ.ს. „სანეტი”-ს მიერ ტელეცენტრის სატელევიზიო

ანძაზე რადიომოდემის განთავსების

ნებართვის გაცემის შესახებ

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2  პუნქტის შესაბამისად

გადაწყვიტა:

 

1.      მიეცეს ნებართვა შ.პ.ს.„სანეტი”-ს,შ.პ.ს.”საქართველოს ტელერადიოცენტრი”-თან შეთანხმებით,განათავსოს სატელევიზიო ანძაზე მის მიერ ადრე განთავსებული რადიომოდემის ანალოგიური მეორე რადიომოდემი 2,4 გგჰც დიაპაზონში გამოყოფილი სიხშირის გამოყენებით.

2.      ეთხოვოს შ.პ.ს. ”სანეტი”-ს აცნობოს კომისიას შ.პ.ს. „საქართველოს   ტელერადიოცენცენტრი”-ს ადმინისტრაციასთან შეთანხმებული წერილის ფორმით, ახალი მოდემის ანძაზე განთავსების შესახებ.

        

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს      სამაუწყებლო სამსახურის უფროსს  თ.ძაგნიძეს.

     

 

          კომისიის თავმჯდომარე                       ვ.აბაშიძე                                                                                                                                                                               

                                                                                                                       

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები