წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 493 შ . პ . ს . “ საკომუნიკაციო კომპანია სუ ფ სა ტექნოკომი ”- სათვის ადგილობრივი სატელე ფ ონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 493 / 1

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 09, 2001

მიღების თარიღი ნოემბერი 09, 2001

შ.პ.ს. „საკომუნიკაციო კომპანია სუფსა ტექნოკომი”-სათვის ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე  ლიცენზიის გაცემის  შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტისა  და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ.ა. ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ლიცენზია შ.პ.ს. „საკომუნიკაციო კომპანია სუფსა ტექნოკომს” ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის საგანი: ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება ლანჩხუთის რ-ნის სოფ. გრიგოლეთში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

  • შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში.
  • 3.      დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება.

  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ  ტექნიკურ                /მ. გოთოშია/ და იურიდიულ /გ. კვერენჩხილაძე/ სამსახურებს.
  •       კომისიის თავმჯდომარე:                                                ვ.აბაშიძე

               

    Calendar
    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები