გადაწყვეტილება N 495 შპს “ საქართველოს ტელეკომსა ” და შპს “ ახალ ქსელებს ”, შპს “ საქართველოს ტელეკომსა ” და შპს “ საქართველოს ელექტროკავშირს ”, შპს “ საქართველოს ტელეკომსა ” და შპს “ ახტელს ” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გა ფ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 09, 2001
მიღების თარიღი ნოემბერი 09, 2001
შპს „საქართველოს ტელეკომსა”და შპს „ახალ ქსელებს”, შპს „საქართველოს ტელეკომსა” და შპს „საქართველოს ელექტროკავშირს”, შპს „საქართველოს ტელეკომსა”და შპს „ახტელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ტელეკომსა” და შპს „ახალ ქსელებს”, შპს „საქართველოს ტელეკომსა” და შპს „საქართველოს ელექტროკავშირს”, შპს „საქართველოს ტელეკომსა” და შპს „ახტელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკების პროცესში მხარეები ვერ თანხმდებიან ურთიერთჩართვის ტარიფის ოდენობასთან დაკავშირებით. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ტელეკომი” კომისიას სთხოვს ჩაერთოს მხარეთა შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების პროცესში „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების მოთხოვნათა შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების 11-ე თავის 53-ე და 54-ე მუხლების საფუძველზე კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაინიშნოს შპს „საქართველოს ტელეკომსა” და შპს „ახალ ქსელებს”, შპს „საქართველოს ტელეკომსა” და შპს „საქართველოს ელექტროკავშირს”, შპს „საქართველოს ტელეკომსა” და შპს „ახტელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვა 2001 წლის 28 ნოემბერს 1200 საათზე.
2. უზრუნველყონ შპს „საქართველოს ტელეკომმა”, შპს „ახალმა ქსელებმა”, შპს „საქართველოს ელექტროკავშირმა” და შპს „ახტელმა” 2001 წლის 20 ნოემბრამდე კომისიისათვის „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა და ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტის ან „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების მე-6 მუხლით დადგენილი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების საკუთარი ვარიანტის წარდმოდგენა.
3. დაეგზავნოს წინამდებარე გადაწყვეტილების ასლი შპს „საქართველოს ტელეკომს”, შპს „ახალ ქსელებს”, შპს „საქართველოს ელექტროკავშირს” და შპს „ახტელს”.
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ ტექნიკურ (მ.გოთოშია), ეკონომიკურ (გ.ბუთბაია) და იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) სამსახურებს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
