გადაწყვეტილება N 27 შპს “ მზე ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 22, 2002
მიღების თარიღი იანვარი 22, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შ.პ.ს. ”მზე”-ს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით N 08211 (20.01.2002) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. აღირიცხოს შპს „მზე”-ს შემოტანისათვის განკუთვნილი მაღალსიხშირული მოწყობილობები შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს /თ.ძაგნიძე/.
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე.
