გადაწყვეტილება N 28 ფ ოთის საზღვაო ნავსადგურისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 22, 2002
მიღების თარიღი იანვარი 22, 2002
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა ფოთის საზღვაო ნავსადგურს შემოიტანოს საქართველოში ხელშეკრულების (N R-0602/01-1) დანართში მითითებული ჩამონათვალის მიხედვით მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს ფოთის საზღვაო ნავსადგურმა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
