წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 29 რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურის VLADIKAVKAZ – 103 . 5 Mhz ( Mod ¹ 084039356 ) წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 29 / 14

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 22, 2002

მიღების თარიღი იანვარი 22, 2002

რუსეთის რადიოსამაუწყებლო  სადგურის  VLADIKAVKAZ  – 103.5 Mhz (Mod N084039356)  წარმოდგენილი  ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე  თანხმობის გაცემის შესახებ  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი  (30.08.01.       № UMS- 50/1663)  რუსეთის  რადიოსამაუწყებლო სადგურისათვის VLADIKAVKAZ  – 103.5 Mhz  (Mod N084039356)  მინიჭებული სიხშირის გამოყენების  შესახებ და

  გადაწყვიტა  :

     

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურის VLADIKAVKAZ  – 103.5 Mhz (Mod N084039356) გამოყენებაზე (30.08.01. № UMS-50/1663  წერილის   დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო

სამსახურს (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე    
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები