წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 31 შპს “ რუსთავი 2 ონლაინი ”- სათვის საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელე ფ ონო კავშირებით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ  

ნომერი: 31 / 7

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 22, 2002

მიღების თარიღი იანვარი 22, 2002

შპს „რუსთავი 2 ონლაინი”-სათვის  საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე  ლიცენზიის გაცემის  შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტის, 36-ე მუხლის 2 პუნქტის ბ.ბ) ქვეპუნქტის, 36 მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ა/წლის 15 იანვრის N4 საკონკურსო სხდომის N19/10 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ლიცენზია შ.პ.ს. „რუსთავი 2 ონლაინს” საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     

ლიცენზიის სახეობა: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება;

ნუმერაციის რესურსი: გამოეყოს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირების დასამყარებლად კოდი 8-65 (რვა-ექვსი-ხუთი);

  • ლიცენზია ძალაში შევიდეს სალიცენზიო გადასახდელის გადახდის შემდეგ;
  • 3.      შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;

    4.      დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება;

  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ ტექნიკურ    (მ. გოთოშია) და იურიდიულ (გ. კვერენჩხილაძე) სამსახურებს.
  • კომისიის თავმჯდომარე                                                 ვ. აბაშიძე

    Calendar
    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები