გადაწყვეტილება N 32 გაეროს დამკვირვებელთა მისიისათვის საქართველოში ( UNOMIG ) მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 22, 2002
მიღების თარიღი იანვარი 22, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში (UNOMIG) შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N COM-RV 00394 31.12.01.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. აღირიცხოს მაღალსიხშირული მოწყობილობები შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ა. აბაშიძე
