წვდომის მენიუ

შპს “სტარკომსა” და შპს “ტექნო-მედია”-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 404 / 22

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2006

მიღების თარიღი სექტემბერი 15, 2006

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს “სტარკომმა” (წერილი №01/11.09 11.09.2006წ.) და წარმოუდგინა შპს ”ტექნო-მედია”-სთან  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ 2006 წლის 8 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს 12.317-12.906 გჰც სიხშირულ დიაპაზონში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების პირდაპირი გადაპირების წესით შპს ”ტექნო-მედია”-ზე გადაცემას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სტარკომი” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F26 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 12.317-12.906 გჰც სიხშირულ დიაპაზონში ფიქსირებული, უსადენო დაშვების ქსელის ფუნქციონირებისათვის ქ. თბილისში და გარდაბნის, მცხეთის, მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის რაიონებში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 28 ივლისამდე;

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ პირდაპირი გადაპირების საფუძველზე № F26 ლიცენზიის მფლობელად უნდა განისაზღვროს შპს ”ტექნო-მედია” და შესაბამისად,  განხორციელდეს სალიცენზიო მოწმობის გაცემა შპს ”ტექნო-მედია”-ზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. № F26 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”ტექნო-მედია”;

2. № F26 ლიცენზიით შპს ”სტარკომი”-სთვის განსაზღვრული სალიცენზიო ვალდებულებები უცვლელი სახით გადავიდეს შპს “ტექნო-მედია”-ზე;

3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ქადეიშვილი; ნ.ნიჟარაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

                                          კომისიის წევრი                                         დ. პატარაია

                                           კომისიის წევრი                                          გ. ფრუიძე

                                           კომისიის წევრი                                          ზ. ნონიკაშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები