სს ”გლობალ ერთი” - სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ

ნომერი: 472 / 1

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 22, 2007

მიღების თარიღი აგვისტო 17, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 13 ივლისის №386/8 გადაწყვეტილებით რადიოსარელეო კავშირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად და ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონებში გამარჯვებულად გამოვლინდა სს ”გლობალ ერთი”. ამავე გადაწყვეტილებით სს ”გლობალ ერთს”-ს „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი თითოეული ლიცენზიისთვის.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სს ”გლობალ ერთი”-ს მიერ ერთი თვის ვადაში რადიოსარელეო კავშირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიისთვის გადახდილია - 1,275.66 (ერთი ათას ორას სამოცდათხუთმეტი ლარი და სამოცდაექვსი თეთრი) ლარი, ხოლო ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიისთვის - 2062,08 (ორი ათას სამოცდაორი ლარი და რვა თეთრი) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს სს ”გლობალ ერთ”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F56 ლიცენზია რადიოსარელეო კავშირებისათვის  და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 4955.0მჰც ± 10მჰც, (ზოლი სიგანით 20მჰც, გადამცემის სიმძლავრე არაუმეტეს 1.0 ვატისა);

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 17 აგვისტომდე;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (6,229.8 - ექვსი ათას ორას ოცდაცხრა ლარი და ოთხმოცი თეთრი) დარჩენილი 70%-ის (4360.86 - ოთხი ათას სამას სამოცი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773021;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (4360.86 - ოთხი ათას სამას სამოცი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

363.40 ლარი    -   2007 წლის 17 სექტემბრამდე;

363.40 ლარი    -   2007 წლის 17 ოქტომბრამდე;

363.40 ლარი    -   2007 წლის 17 ნოემბრამდე;

363.40 ლარი    -   2007 წლის 17 დეკემბრამდე;

363.40 ლარი    -   2008 წლის 17 იანვრამდე;

363.40 ლარი    -   2008 წლის 17 თებერვლამდე;

363.40 ლარი    -   2008 წლის 17 მარტამდე;

363.40 ლარი    -   2008 წლის 17 აპრილამდე;

363.40 ლარი    -   2008 წლის 17 მაისამდე;

363.40 ლარი    -   2008 წლის 17 ივნისამდე;

363.40 ლარი    -   2008 წლის 17 ივლისამდე;

363.40 ლარი    -   2008 წლის 17 აგვისტომდე;

4. მიეცეს სს ”გლობალ ერთ”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F57 ლიცენზია ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად  და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 10260.0მჰც ÷ 10288.0მჰც   და   10610.0მჰც ÷ 10638.0 მჰც  წყვილი სიხშირული ზოლი  (თითოეული ზოლის სიგანე 28მჰც, გადამცემის სიმძლავრე არაუმეტეს 1.0 ვატისა);

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 17 აგვისტომდე;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

5. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (10,070.40 - ათი ათას სამოცდაათი ლარი და ორმოცი თეთრი)  დარჩენილი 70%-ის (7049.29 - შვიდი ათას ორმოცდაცხრა ლარი და ოცდაცხრა თეთრი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773021;

6. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (7049.29 - შვიდი ათას ორმოცდაცხრა ლარი და ოცდაცხრა თეთრი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

587.44 ლარი    -   2007 წლის 17 სექტემბრამდე;

587.44 ლარი    -   2007 წლის 17 ოქტომბრამდე;

587.44 ლარი    -   2007 წლის 17 ნოემბრამდე;

587.44 ლარი    -   2007 წლის 17 დეკემბრამდე;

587.44 ლარი    -   2008 წლის 17 იანვრამდე;

587.44 ლარი    -   2008 წლის 17 თებერვლამდე;

587.44 ლარი    -   2008 წლის 17 მარტამდე;

587.44 ლარი    -   2008 წლის 17 აპრილამდე;

587.44 ლარი    -   2008 წლის 17 მაისამდე;

587.44 ლარი    -   2008 წლის 17 ივნისამდე;

587.44 ლარი    -   2008 წლის 17 ივლისამდე;

587.44 ლარი    -   2008 წლის 17 აგვისტომდე;

7.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო  რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ი.ხარებავა).

         კომისიის თავმჯდომარე                                             ზ.ნონიკაშვილი

         კომისიის წევრები                                                        დ.პატარაია

                                                                                                გ.ფრუიძე      

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები