შპს „იმპერიისთვის” რადიოსიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 559 / 13

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 25, 2007

მიღების თარიღი ოქტომბერი 05, 2007

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „იმპერიამ” კომისიას მიმართა განცხადებით № 07/012; 23.07.07, ქ.ახალციხეში სტუდიიდან სატელევიზიო ანძამდე ტელესამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად, რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის სიხშირის მინიჭების შესახებ

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იმპერია”  №B33 ლიცენზიის (მოქმედების ვადა 31.12.2011) პირობების შესაბამისად, მაუწყებლობს  ქ.ახალციხეში  მე-9 სატელევიზიო არხზე, 100 ვატი სიმძლავრის სატელევიზიო გადამცემის გამოყენებით.

კომისია  აღნიშნავს, რომ  შპს „იმპერიას”  გამოეყო   28მჰც სიგანის  (1441 მჰც±14 მჰც) სიხშირული ზოლი.

რადიოსიხშირე 1441მჰც  ზოლის სიგანით  ±14 მჰც,  გათვალისწინებულია, ქ.ახალციხეში სტუდიიდან (თამარმეფის ქ. №6)   გადამცემ სადგურამდე (ახალციხის სატელევიზიო ანძა) ტელესამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად.  სიხშირე გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2  პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „იმპერიას” სიხშირე 1441 მჰც ±14მჰც, ქ.ახალციხეში სტუდიიდან   სატელევიზიო გადამცემ სადგურამდე ტელესამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 31.12.2011);

2. აღირიცხოს შპს „იმპერიისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის  უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „იმპერიისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე).                                        

კომისიის თავმჯდომარე                                                          ზ.ნონიკაშვილი

კომისიის   წევრი                                                                              დ.პატარაია

კომისიის     წევრი                                                                             გ.ფრუიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები