შპს ”მშენპროექტკომპანიასა” და ი/მ ”დავით არაბიძეს” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F32 ლიცენზიის გადაპირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 06, 2010
მიღების თარიღი მარტი 26, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“), აღნიშნავს, რომ კომისიას 2010 წლის 1 მარტს განცხადებით მიმართა შპს “მშენპროექტკომპანიამ” (01.03.2010 №6/748-10). განმცხადებელმა კომისიას წარმოუდგინა შპს “მშენპროექტკომპანიასა” და ი/მ ”დავით არაბიძეს” შორის 2010 წლის 24 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება, პირდაპირი გადაპირების წესით, შპს ”მშენპროექტკომპანიის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F32 ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების ი/მ ”დავით არაბიძისათვის” სრულად გადაცემის შესახებ და მოითხოვა ცვლილებების შეტანა კომისიის უწყებრივ რეესტრში.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 22 სექტემბრის №409/1 გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს “მშენპროექტკომპანია” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F32 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირეები ზოლის სიგანით: 10168 ±14მგჰც; 10518 ±14მგჰც; 10196 ±14მგჰც და 10546 ±14მგჰც თერჯოლა - ბაღდათის საკომუნიკაციო მაგისტრალზე რადიოსარელეო კავშირებისათვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 22 სექტემბრამდე;
გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
დ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (2,611.00 - ორი ათას ექვსას თერთმეტი ლარი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (თერჯოლა) - N200122900;
- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300203018;
ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (2,611.00 - ორი ათას ექვსას თერთმეტი ლარი) გადახდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
217,58 ლარი - 2006 წლის 22 ოქტომბრამდე;
217,58 ლარი - 2006 წლის 22 ნოემბრამდე;
217,58 ლარი - 2006 წლის 22 დეკემბრამდე;
217,58 ლარი - 2007 წლის 22 იანვრამდე;
217,58 ლარი - 2007 წლის 22 თებერვლამდე;
217,58 ლარი - 2007 წლის 22 მარტამდე;
217,58 ლარი - 2007 წლის 22 აპრილამდე;
217,58 ლარი - 2007 წლის 22 მაისამდე;
217,58 ლარი - 2007 წლის 22 ივნისამდე;
217,58 ლარი - 2007 წლის 22 ივლისამდე;
217,58 ლარი - 2007 წლის 22 აგვისტომდე;
217,58 ლარი - 2007 წლის 22 სექტემბრამდე;
კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის 2010 წლის 5 მარტის №10/341-10 სამსახურებრივ ბარათზე დაყრდნობით გამოარკვია, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F32 ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2010 წლის 5 მარტის №10/340-10 სამსახურებრივი ბარათის თანახმად შპს ”მშენპროექტკომპანიას” 2010 წლის 4 მარტის მდგომარეობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან მიღებული ამონაწერის მიხედვით არ გააჩნია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის დავალიანება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს “მშენპროექტკომპანიასა” და ი/მ ”დავით არაბიძეს” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F32 ლიცენზიის გადაპირება და ი/მ ”დავით არაბიძე”-სათვის ახალი სალიცენზიო მოწმობის გაცემა, გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”მშენპროექტკომპანიიას” შესრულებული აქვს ყველა სალიცენზიო ვალდებულება.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად კომისიამ, კეჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დამტკიცდეს შპს ”მშენპროექტკომპანიასა” და ი/მ ”დავით არაბიძეს” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F32 ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F32 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს ი/მ ”დავით არაბიძე” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირეები ზოლის სიგანით: 10168 ±14მგჰც; 10518 ±14მგჰც; 10196 ±14მგჰც და 10546 ±14მგჰც თერჯოლა - ბაღდათის საკომუნიკაციო მაგისტრალზე რადიოსარელეო კავშირებისათვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 22 სექტემბრამდე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „მშენპროექტკომპანიასა“ და ი/მ ”დავით არაბიძე”-სთვის ჩაბარების დღიდან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესრულებაზე, დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპატამენტს (ს.შავგულიძე).
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე გარდა პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე