შპს ტელეკომპანია ”I სტერეოსთვის” დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 426 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2012

მიღების თარიღი ივნისი 22, 2012

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს ტელეკომპანის ”I სტერეომ”  კომისიას  მიმართა  განცხადებით №23/412,07.05.2012 (რეგისტრირებული №7/300-12, 07.05.12), ქ.თბილისში მდებარე  სატელევიზიო სტუდიიდან (ალექსიძის ქ. №1) სატელევიზიო გადამცემამდე (მთაწმინდის ანძა), რადიოსარელეო ხაზის მეშვეობით მაუწყებლობის სიგნალის მიწოდებისთვის, 2გჰც სიხშირულ დიაპაზონში  სიხშირის მინიჭების მოთხოვნით. 

      კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანის  ”I სტერეო”  ფლობს კერძო მაუწყებლობის №B19 ლიცენზიას  (მოქმედების ვადა 31.12.2021)  სპეციალიზირებულ (გასართობ) ტელემაუწყებლობაზე და  სალიცენზიო პირობების შესაბამისად   ახორციელებს ტელემაუწყებლობას  ქ. თბილისში  მე-40 სატელევიზიო არხზე,  10 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

     კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია  ”I სტერეოს” რადიოსარელეო ხაზი ესაჭიროება, კერძო მაუწყებლობის № B19 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ქ.თბილისში,  ალექსიძის  ქ. №1-ში  მდებარე სატელევიზიო სტუდიიდან, ქ. თბილისში, მთაწმინდის  ანძაზე განლაგებულ სატელევიზიო გადამცემამდე  მაუწყებლობის სიგნალის მიწოდებისთვის.

    კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  კომისია, საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის  ლიცენზიის მფლობელებს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ლიცენზიების მოქმედების ვადით.

     კომისიის მიერ, შპს ტელეკომპანია  ”I სტერეოსთვის” სატელევიზიო სტუდიიდან (ქ.თბილისი,  ალექსიძის ქ. №1 ),  სატელევიზიო გადამცემამდე  (ქ.თბილისი, მთაწმინდის ანძა) მაუწყებლობის სიგნალის  მისაწოდებლად, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის  მოთხოვნილ (2გჰც)  სიხშირულ დიაპაზონში, შერჩეულ იქნა სიხშირე 2090მჰც ± 10მჰც (ზოლის სიგანით 20მჰც).

        კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირე გათვალისწინებულია,  სტუდიიდან (ქ.თბილისი,  ალექსიძის ქ. №1 ),  სატელევიზიო გადამცემამდე  (ქ.თბილისი, მთაწმინდის ანძა)  მაუწყებლობის სიგნალის  მისაწოდებლად, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო  ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის.

 ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2  პუნქტის შესაბამისად, კომისიამ,  კენჭისყრის  შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ტელეკომპანია  ”I სტერეოს”  რადიოსიხშირე  2090მჰც ± 10მჰც (ზოლის სიგანით 20მჰც) სატელევიზიო სტუდიიდან (ქ.თბილისი,  ალექსიძის ქ. №1 ),  სატელევიზიო გადამცემამდე  (ქ.თბილისი, მთაწმინდის ანძა) მაუწყებლობის სიგნალის  მისაწოდებლად, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, სალიცენზიო    პირობების  შესრულების  უზრუნველყოფის მიზნით, კერძო მაუწყებლობის № B19 ლიცენზიის მოქმედების ვადით;

2.  აღირიცხოს შპს ტელეკომპანია  ”I სტერეოსთვის”  მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3.  საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს ტელეკომპანია  ”I სტერეოსთვის”   სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას  მოყვანილი  საქართველოს კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტს   (ს. შავგულიძე);

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ტელეკომპანია  ”I სტერეოსთვის”  ჩაბარებისთანავე.

კომისიის   თავმჯდომარე                                                                                       ი.ჩიქოვანი                                                  

კომისიის     წევრი                                                                                                            ს.ბრიტანჩუკი

კომისიის    წევრი                                                                                                             კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                                                            ა.სიხარულიძე

კომისიის    წევრი                                                                                                            ი.მოსეშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები