შპს „ტელერადიოკომპანია ნოსტალგიის“ კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის შპს ”ვი ეს”-ისთვის გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 07, 2014
მიღების თარიღი მარტი 06, 2014
შპს „ტელერადიოკომპანია ნოსტალგიის“ კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის შპს ”ვი ეს”-ისთვის გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 11 თებერვალს კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/52-14) მიმართა შპს ”ტელერადიოკომპანია ნოსტალგიამ” (საიდენტიფიკაციო კოდი: N212702592) და შპს „ვი ეს“-მა (საიდენტიფიკაციო კოდი: N405003419) შპს ”ტელერადიოკომპანია ნოსტალგიის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის შპს „ვი ეს“-ისთვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. 2014 წლის 12 თებერვალს შპს „ვი ეს“-მა კომისიაში დამატებით წარმოადგინა საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია და სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კომისიაში რეგისტრაციის №6/730-14).
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება;
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს:
ა) ადმინისტრაციული ორგანო;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;
დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;
ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელერადიოკომპანია ნოსტალგია” კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №838/6 გადაწყვეტილების შესაბამისად ფლობს კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე;
დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 105.0 მგჰც სიხშირეზე 100 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ქუთაისი და მიმდებარე სოფლები;
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელერადიოკომპანია ნოსტალგიის” მიერ კომისიაში, წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ შპს ”ტელერადიოკომპანია ნოსტალგიის” დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი არის საქართველოს მოქალაქე რუსუდან ხეცურიანი-კეთილაძე (პირადი ნომერი: 62005015703), ხოლო 50%-იანი წილის მფლობელია საქართველოს მოქალაქე დავით კეთილაძე (პირადი ნომერი: 60001021846). კომისიაში შპს ”ვი ეს”-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის (შესაბამისობის დეკლარაცია; ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან) შესაბამისად ირკვევა, რომ კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის საქართველოს მოქალაქე დავით კორახაშვილი (პირადი ნომერი: 01010009092).
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ იქნა შპს ”ტელერადიოკომპანია ნოსტალგიის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის შპს ”ვი ეს”-ისთვის გადაცემასთან დაკავშირებით მხარეების განზრახვის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად (10/297-14, 24.02.14წ.) შპს ”ვი ეს”-ი, ისევე როგორც მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს, რომელსაც ეკრძალება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ფლობა;
ამავე დროს, კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების შესაბამისად დგინდება, რომ შპს ”ვი ეს”-ი ისევე როგორც მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს მოქალაქე დავით კორახაშვილი (პირადი ნომერი: 01010009092) არ ფლობენ ლიცენზიას მაუწყებლობის სფეროში. ასევე არ დგინდება დავით კორახაშვილის აფილირებულობა კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა იურიდიულ პირებთან. შესაბამისად, შპს „ტელერადიოკომპანია ნოსტალგიის“ მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის შპს ”ვი ეს“-ისთვის გადაცემის შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „ტელერადიოკომპანია ნოსტალგიის“ მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის შპს ”ვი ეს“-ისთვის გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2014 წლის 6 მარტის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ტელერადიოკომპანია ნოსტალგიის“ დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი რუსუდან ხეცურიანი-კეთილაძე, 50%-იანი წილის მფლობელი დავით კეთილაძე, ასევე შპს ”ვი ეს“-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი დავით კორახაშვილი. კომისიის სხდომაზე დავით კორახაშვილს განემარტა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე, 371-ე და მე-60 მუხლების მოთხოვნები. დავით კორახაშვილმა დაადასტურა, რომ შპს ”ვი ეს“ და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენენ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, მან ასევე დაადასტურა რომ შპს ”ვი ეს“-ს და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლიდან გამომდინარე არ გააჩნია ურთიერთდამოიდებულება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ რომელიმე მაუწყებელთან. კომისიის სხდომაზე ვებ-გვერდის (www.declaration.gov.ge) მეშვეობით ასევე გადამოწმდა ხომ არ წარმოადგენს დავით კორახაშვილი (პირადი ნომერი: 01010009092) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს ან სხვა საჯარო მოხელეს, რომელზეც ვრცელდება ”საჯარო სამსახურის შესახებ” და ”საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონები. გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული არ დადასტურდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს „ტელერადიოკომპანია ნოსტალგიის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის შპს ”ვი ეს“-ისთვის გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია კომისიამ შპს „ტელერადიოკომპანია ნოსტალგიას“ მისცეს წინასწარი თანხმობა, მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის გადაცემაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, 481-ე და მე-60 მუხლებიდან გამომდინარე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიეცეს თანხმობა შპს „ტელერადიოკომპანია ნოსტალგიას“ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის შპს ”ვი ეს“-ისთვის გადაცემაზე;
2. უზრუნველყოს შპს ”ვი ეს“-მა კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის საკუთრებაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ლიცენზიის საკუთრებაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის მიწოდება;
3. განემარტოს შპს ”ვი ეს”-ს, რომ შპს „ტელერადიოკომპანია ნოსტალგიის“ მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის შპს ”ვი ეს“-ისთვის გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტებს შპს ”ვი ეს“-ის მიერ კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის საკუთრებაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტების ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის გადაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) შესაბამისობის დეკლარაციის კომისიის ვებ–გვერდზე ატვირთვის უზრუნველყოფა (ი. მახარაძე);
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ვი ეს“-ისთვის და შპს „ტელერადიოკომპანია ნოსტალგიისთვის“ გაგზავნა (მ. ნინუა);
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი კახი ბექაური