შპს „სილქ ლტისა“ (ყოფილი შპს „ვაიმაქს ჯორჯია“) და სს „სილქნეტს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F64, F66, F68 ლიცენზიების დროებითი გადაპირების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2015 17:18
მიღების თარიღი დეკემბერი 25, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/6750-14, 18.11.14) მიმართეს შპს „ვაიმაქს ჯორჯიამ“ და სს „სილქნეტმა“. განცხადების შესაბამისად, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შპს „ვაიმაქს ჯორჯია“ სს „სილქნეტს“ გადასცემს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F64, F66, F68 ლიცენზიებით განსაზღვრული სიხშირეებს, დროებითი სარგებლობის უფლებით, ერთი წლის ვადით. კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას თანდართული აქვს მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება №F64, F66, F68 ლიცენზიების დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სილქ ლტის“ 2014 წლის 5 დეკემბრის (კომისიაში რეგისტრაციის N6/7090-14) წერილის შესაბამისად დასტურდება, რომ 2014 წლის 4 დეკემბერს შპს „ვაიმაქს ჯორჯიამ“ შეიცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს „სილქ ლტი“(ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რეგისტრაციის N B14125139).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 13 ივნისის N334/5, 2008 წლის 14 ივლისის N407/2, 2008 წლის 13 ივნისის N343/5 გადაწყვეტილებებით შპს „სილქ ლტი“ ფლობს:
1) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F64 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2350 მჰც-დან - 2400 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;
გ) უზრუნველყოს შპს ”სილქ ლტიმ” ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული ზოლის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად”.
2) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F66 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2350 მჰც ÷ 2382 მჰც სიხშირული დიაპაზონში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის ქ.თბილისში;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 05.05.2016-მდე;
გ) უზრუნველყოს შპს „სილქ ლტიმ“ 2350 მჰც ÷ 2382 მჰც რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენულებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად”.
3) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F68 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2350მჰც-დან 2382 მჰც-მდე სიხშირულ ზოლში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა);
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2007 წლის 18 იანვრიდან 2017 წლის 18 იანვრამდე;
გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
დ) უზრუნველყოს შპს „სილქ ლტიმ“ 2350 მჰც-დან 2382 მჰც-მდე რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულია სს „სილქნეტის“ და შპს „სილქ ლტის“ 2014 წლის 5 დეკემბრის (კომისიაში რეგისტრაციის N6/7091-14) ერთობლივი განცხადება, სადაც დაზუსტებულია, რომ შპს „სილქ ლტი“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F64, F66, F68 ლიცენზიებით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრით იყენებს ერთიდაიგივე დანიშნულებით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა).
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების შესახებ დებს ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 20 ნოემბრის N640/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სილქ ლტისა“ და სს „სილქნეტს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F64, F66, F68 ლიცენზიების დროებითი გადაპირების მიზნით. საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2014 წლის 18 დეკემბერს 16:00 საათზე.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება, თუ:
ა) გადაპირების მსურველ პირს კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება;
ბ) პირდაპირი გადაპირების წესით ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემისას პირი დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობის გადაპირებასთან დაკავშირებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი;
გ) ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით ბოლო მომხმარებელს მიეწოდება სატელეკომუნიკაციო მომსახურება და ლიცენზიის მიმღების მიერ არ არის დადასტურებული მისთვის მომსახურების გაწევის ვალდებულება, ბოლო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2014 წლის 2 დეკემბრის N10/2000-14 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე კომისიამ გამოარკვია, რომ შპს „სილქ ლტის“ კომისიის ან/და საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არ ერიცხება რეგულირების საფასურისა ან/და ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება. ამდენად სახეზე არ არის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის საფუძველი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2014 წლის 16 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათის N10/2084-14 თანახმად, გამოარკვია, რომ შპს „ვაიმაქს ჯორჯიას“ კუთვნილი №F64, №F66 და №F68 ლიცენზიების პირობებით განსაზღვრული სიხშირული ზოლების სიგანე შეადგენს:
ა) № F64 - (2350მჰც ÷ 2400მჰც) - სიგანე 50მჰც;
ბ) № F66 - (2350მჰც ÷ 2382მჰც) - სიგანე 32მჰც;
გ) № F68 - (2350მჰც ÷ 2400მჰც) - სიგანე 50მჰც.
თითოეული სიხშირული ზოლი იმ დიაპაზონის (2200მჰც ÷ 2400მჰც, ზოლის სიგანე 200მჰც) ფარგლებში მდებარეობს, რაც კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით განსაზღვრულია, წერტილი - მრავალწერტილი სტრუქტურის (არქიტექტურის) მქონე, უსადენო რადიოდაშვების (წვდომის) ქსელების ფუნქციონირებისთვის.
ანალოგიური, წერტილი - მრავალწერტილი სტრუქტურის (არქიტექტურის) მქონე ქსელების ფუნქციონირებისთვის, რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით განსაზღვრულია და გამოიყენება სიხშირული დიაპაზონები:
1. (2200მჰც ÷ 2400მჰც) - ზოლის სიგანე 200მჰც;
2. (2500მჰც ÷ 2700მჰც) - ზოლის სიგანე 200მჰც;
3. (3410მჰც ÷ 3605მჰც) - ზოლის სიგანე 195მჰც;
4. (5250მჰც ÷ 5350მჰც) - ზოლის სიგანე 100მჰც.
რადიოსიხშირული მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „სილქ ლტისა“ და სს „სილქნეტს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F64, № F66 და № F68 ლიცენზიების დროებით გადაპირების შემთხვევაში, პირდაპირი გადაპირების წესით ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემისას, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვის პირობების შესაძლებელი არსებობის გამოვლენის მიზნით, შეფასებულ იქნა №F64, №F66 და №F68 ლიცენზიებით განსაზღვრული ცალკეული ზოლებისგან შემდგარი, ჯამური სიხშირული ზოლის ტევადუნარიანობის თანაფარდობა, კონკრეტული სიხშირული ზოლის გამოყენების მსგავსი (წერტილი - მრავალწერტილი) მახასიათებლის მქონე სიხშირული დიაპაზონების ფარგლებში არსებული სიხშირული რესურსის მაქსიმალური ოდენობის ტევადუნარიანობასთან.
ამ დიაპაზონების ფარგლებში სიხშირული რესურსის მაქსიმალური ტევადუნარიანობა (მაქსიმალური ოდენობა) არის 695მჰც.
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F64, № F66 და № F68 ლიცენზიების პირობებით განსაზღვრული, პირველ დიაპაზონში მდებარე სიხშირული ზოლების (კონკრეტული მონაკვეთის მაქსიმალური სიგანე 50მჰც) ტევადუნარიანობა, ამავე დიაპაზონში, წერტილი - მრავალწერტილი მახასიათებლის მქონე მომსახურებისთვის ეროვნული გეგმით გათვალისწინებული აღნიშნული დიაპაზონის რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალური ოდენობით განსაზღვრული (ზოლის სიგანე 200მჰც) ტევადუნარიანობის მხოლოდ მეოთხედ ნაწილს შეადგენს და გაცილებით მცირეა, მსგავსი (წერტილი - მრავალწერტილი) მახასიათებლის მქონე სიხშირული დიაპაზონების ფარგლებში არსებული სიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობის (ზოლის სიგანე- 695მჰც) ტევადუნარიანობასთან შედარებით.
შპს „სილქ ლტისა“ და სს „სილქნეტს“ შორის 2200მჰც ÷ 2400მჰც სიხშირული დიაპაზონის ფარგლებში, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F64, № F66 და №F68 ლიცენზიების გადაპირების შესაძლებლობის საკითხთან დაკავშირებით, კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის 27 ივნისს, ელექტრონული კომუნიკაციების კომიტეტის (ECC)- ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ECC/DEC/(14)02 განსაზღვრულ იქნა, მობილური/ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებისთვის (MFCN), 2.3გჰც ÷ 2.4გჰც დიაპაზონის გამოყენების ჰარმონიზებული ტექნიკური და მარეგულირებელი პირობები. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობები ნაციონალურ დონეზე ჯერ არ არის იმპლიმენტირებული, საყურადღებოა ამ გადაწყვეტილების დანართი N1-ით, 2.3გჰც ÷ 2.4გჰც ზოლში, სიხშირეების ჰარმონიზებული კლასიფიკაციის განსაზღვრული წესი, რომლის თანახმადაც 2.3გჰც ÷ 2.4გჰც სიხშირული ზოლი დაყოფილია 5 მჰც სიგანის 20 სიხშირულ ბლოკად (მონაკვეთებად) და სრული ზოლი (100მჰც) გათვალისწინებულია MFCN ქსელის TDD ფორმატში ფუნციონირებისთვის. ამ შემთხვევაში, 2.3გჰც ÷ 2.4გჰც ფარგლებში რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალური ოდენობის (100მჰც) კონკრეტული ტევადუნარიანობა 20 x 5მჰც -ია და რაოდენობრივად 20 სიხშირული ბლოკით არის განსაზღვრული.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სილქ ლტის“ და სს „სილქნეტს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F64, № F66 და № F68 ლიცენზიების გადაპირების შემთხვევაში, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ლიცენზიებით განსაზღვრული სიხშირული ზოლების ფარგლებში არსებული სიხშირული რესურსის (მაქსიმალური სიგანე 50მჰც) ოდენობის ტევადუნარიანობა 10 x 5მჰც-ია, რაოდენობრივად 10 სიხშირული ბლოკით განისაზღვრება და ტევადუნარიანობის გათვლისწინებით, არ აჭარბებს რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობას 100მჰც, ( 20 x 5მჰც).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F64, №F66 და №F68 ლიცენზიების პირობებით განსაზღვრულ ფარგლებში მდებარე სიხშირული ზოლების (კონკრეტული მონაკვეთის მაქიმალური სიგანე 50მჰც) ტევადუნარიანობა, ამავე დიაპაზონში, წერტილი - მრავალწერტილი მახასიათებლის ეროვნული გეგმით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალური ოდენობის (ზოლის სიგანე 200მჰც) ტევადუნარიანობის მხოლოდ მეოთხედ ნაწილს შეადგენს და გაცილებით მცირეა, მსგავსი (წერტილი-მრავალწერტილი) მახასიათებლის მქონე სიხშირული დიაპაზონების ფარგლებში არსებული სიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობის (ზოლის სიგანე- 695მჰც) ტევადუნარიანობასთან შედარებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სილქ ლტისა“ (ყოფილი შპს „ვაიმაქს ჯორჯია“) და სს „სილქნეტს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F64, №F66 და №F68 ლიცენზიების დროებითი გადაპირების შემთხვევაში არ იკვეთება ლიცენზიის გადაპირების შეზღუდვასთან დაკავშირებული გარემოება, რაც გათვალისწინებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ინფორმაციულ - ანალიტიკური დეპარტამენტის 2014 წლის 11 დეკემბრის N10/2055-14 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე გამოარკვია, რომ კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზაში არსებული მონაცემების შესაბამისად, შპს „სილქ ლტის“ მიერ, ფიქსირებული უსადენო ქსელის გამოყენებით გაწეული მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2014 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, შეადგინა 384 ლარი და კომპანიას 2014 წლის ოქტომბრის მონაცემებით კომპანიას ჰყავს 3 აბონენტი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტის“ წერილის (კომისიაში რეგისტრაციის N 6/7091-14; 05.12.14) თანახმად, კომპანია ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნული ლიცენზიების დროებითი გადაპირების შემთხვევაში, სს „სილქნეტი“ თანახმაა შპს „სილქ ლტის“ აბონენტები (სულ სამი ინტერნეტ აბონენტი) უზრუნველყოს ინტერნეტ-მომსახურებით მათსა და შპს „სილქ ლტის“ შორის გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სახეზე არ არის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2014 წლის 18 დეკემბერს 16:00 საათზე. კომისიის სხდომას ესწრებოდნენ სს „სილქნეტის“ და შპს „სილქ ლტის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები მაია გონაშვილი და მარი ქოქიაშვილი. ზეპირი მოსმენის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა 2014 წლის 25 დეკემბერი 16:00 საათი.
იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა შპს „სილქ ლტისა“ (ყოფილი შპს „ვაიმაქს ჯორჯია“) და სს „სილქნეტს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F64, F66, F68 ლიცენზიების დროებითი გადაპირების დამაბრკოლებელი გარემოება, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „სილქ ლტისა“ (ყოფილი შპს „ვაიმაქს ჯორჯია“) და სს „სილქნეტს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F64, F66, F68 ლიცენზიების დროებითი გადაპირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F64 ლიცენზიის (ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე) დროებით მფლობელად, ერთი წლის ვადით, განისაზღვროს სს „სილქნეტი“ და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2350 მჰც-დან - 2400 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე;
ბ) უზრუნველყოს შპს „სილქნეტმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული ზოლის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად”.
2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F66 ლიცენზიის (ლიცენზიის მოქმედების ვადა: 05.05.2016-მდე) დროებით მფლობელად, ერთი წლის ვადით, განისაზღვროს სს „სილქნეტი“ და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2350 მჰც ÷ 2382 მჰც სიხშირული დიაპაზონში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის ქ.თბილისში;
ბ) უზრუნველყოს სს „სილქნეტმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნტით განსაზღვრული 2350 მჰც ÷ 2382 მჰც რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენულებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად”.
3. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F68 ლიცენზიის (ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 18 იანვრამდე) დროებით მფლობელად, ერთი წლის ვადით, განისაზღვროს სს „სილქნეტი“ და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2350მჰც-დან 2382 მჰც-მდე სიხშირულ ზოლში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა);
ბ) უზრუნველყოს სს „სილქნეტმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული 2350 მჰც-დან 2382 მჰც-მდე რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;
4. უზრუნველყოს სს „სილქნეტმა“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F64, №F66, №F68 ლიცენზიებით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების გაწევა შპს „სილქ ლტის“ აბონენტებისთვის, აბონენტებსა და შპს „სილქ ლტის“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ.ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიების გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ.შოვნაძე);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს შპს „სილქ ლტისთვის“ (ყოფილი „ვაიმაქს ჯორჯია“) და სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების ასლების მხარეებისთვის ჩაბარებისთანავე;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (პირველი, მე-2 და მე-3 პუნტების) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-2 და მე-3 პუნტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი