„შპს ”სტარვიზიის“ კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 6 ნოემბრის №682/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს “სტარვიზიის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 15, 2016 17:31
მიღების თარიღი აგვისტო 11, 2016
„შპს ”სტარვიზიის“ კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 6 ნოემბრის №682/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს “სტარვიზიის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №№7/5236-16, 6/5258-16, 07.06.2016წ.) მიმართა შპს “სტარვიზიამ“ მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B11 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, კომპანიას სურს ტელემაუწყებლობის ენად დამატებით რუსული ენის განსაზღვრა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ეს საშუალებას მისცემს კომპანიას დიასპორებს და რუსულენოვან მოსახლეობას მათთვის გასაგებ ენაზე მიაწოდოს ანალიტიკოსების, პოლიტიკოსების, ექსპერტების, კულტურისა და სხვა სფეროების წარმომადგენელთა მოსაზრებები და ინფორმაცია უახლესი საერთაშორისო ამბების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სტარვიზია” ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B11 ლიცენზიას 2025 წლის 25 ნოემბრამდე, კომისიის 2015 წლის 6 ნოემბრის №682/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა: ქართული;
ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარიზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები
|
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
ქ. თბილისი |
93.9 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
N 41°41'45" E 44°47'06" |
100 |
8 |
შენიშვნა: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ±5მ).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 14 ივლისის №476/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “სტარვიზიის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 6 ნოემბრის №682/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით; ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 11 აგვისტოს 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №შ-10/6415-16, 04/07/2016) თანახმად, კომპანიის მიერ წარმოდგენილი განცხადება შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. შესაბამისად კომისიას მიაჩნია, რომ კომპანიის მოთხოვნა დასაბუთებულია და შესაძლებელია ლიცენზიის მოდიფიცირება განხორციელდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
2016 წლის 11 აგვისტოს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს “სტარვიზიის” მარკეტინგის მენეჯერი გიორგი ლოლუა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს ”სტარვიზიის” კერძო მაუწყებლობის №B11 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2015 წლის 6 ნოემბრის №682/2 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მაუწყებლობის ენა: ქართული, რუსული;“
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
ვ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”სტარვიზიისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს ”სტარვიზიისთვის” ჩაბარებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე