შპს „რაგბი ტვ“-ს მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 169 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 29, 2018 17:01

მიღების თარიღი მარტი 27, 2018

შპს „რაგბი ტვ“-ს  მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „რაგბი ტვ“-მ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/1543-18, 23/03/2018) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5020, 25.08.2016) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს გავრცელდეს შპს „სტერეო +“-ს  მულტიპლექსის მეშვეობით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რაგბი ტვ“ მაუწყებლობაზე ავტორიზებულია (BR-5020, 25.08.2016), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (სპორტული) ტელემაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა: ქართული, რუსული, ინგლისური, ფრანგული;

ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 14 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);         

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);         

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;

ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო;

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისიის 2018 წლის 27 მარტის სხდომას  არ ესწრებოდა შპს „რაგბი ტვ“-ს  წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „რაგბი ტვ“-ს მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5020, 25.08.2016) მოდიფიცირება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.მოდიფიცირდეს შპს „რაგბი ტვ“-ს მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-5020, 25.08.2016) და:

ა)მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიად და აღნიშნულის შესაბამისად სავარაუდო გეოგრაფიულ არეალად დამატებით განისაზღვროს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - შპს „სტერეო +“-ს მულტიპლექსი;

ბ)შპს „სტერეო +“-ს მულტიპლექსით მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2018 წლის 27 მარტი;

2.შპს „რაგბი ტვ“-ს ავტორიზაციის მოდიფიცირების თარიღია: 27.03.18, 15:27 სთ.

3.შპს „რაგბი ტვ“ ვალდებულია:

ა)დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ)დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ)თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ)ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე)გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ)კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ)იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

4.დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს  (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

5.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა)აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რაგბი ტვ“-ისთვის გაგზავნა;

ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ   კოლეგიაში   (ქ. თბილისი,   დავით   აღმაშენებლის   ხეივანი მე-12 კმ.; N6)   შპს „რაგბი ტვ“-ისთვის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს  კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი  და მე–3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

9.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს  (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები