წვდომის მენიუ

შპს „ქართული რადიოს“კერძო მაუწყებლობის №B140 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 მაისის №329/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

ნომერი: 511 / 4

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 11, 2018 16:01

მიღების თარიღი სექტემბერი 06, 2018

შპსქართული რადიოს“კერძო მაუწყებლობის №B140 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 მაისის №329/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ქართულმა რადიომ“ (№შ-7/3524-17, 25.07.2018), მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B140 ლიცენზიის  გაუქმების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ქართული რადიო“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის B140 ლიცენზიას  კომისიის 2013 წლის 15 მაისის №329/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. ოზურგეთი

105.2

FM

V

წრიული

300

41°54'49"N

41°59'33"E

30

5

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5).

ვ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;”

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს №456/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპსქართული რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B140 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 მაისის №329/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 6 სექტემბრის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისიის 2018 წლის 6 სექტემბრის სხდომას ესწრებოდა შპსქართული რადიოს“ წარმომადგენელი ილია კიკაბიძე. ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ იმსჯელა კერძო რადიომაუწყებლობის №B140 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე და მიიჩნია, რომ შპს „ქართული რადიოს“ მოთხოვნა შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან, კერძოდ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის გაუქმება. შესაბამისად კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომის დასრულებისთანავე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გაუქმდეს კერძო რადიომაუწყებლობის №B140 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2013 წლის 15 მაისის №329/1 გადაწყვეტილება;

2.დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ქართული რადიოსთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ქართული რადიოსთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) შპს „ქართული რადიოსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-5 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი

 

 

მერაბ  ქათამაძე

 

 

 

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

 

 

 

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები