შპს „სმარტ სიგნალისთვის“ ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-20-15 / 939

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 29, 2020 14:57

მიღების თარიღი დეკემბერი 24, 2020

შპს „სმარტ სიგნალისთვის“ ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „სმარტ სიგნალმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №(შ-20-7/6356, 17.12.2020)    კომისიის    2012    წლის    21    თებერვლის    N2    დადგენილებით    დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის  უზრუნველყოფისთვის პორტირებული  სააბონენტო  ნომრის მარშრუტის იდენტიფიცირებისთვის დამისამართების პრეფიქსის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სმარტ სიგნალი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

პაკეტური    საკომუტაციო    საშუალებების    ფუნქციური    რესურსებითა    და    სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.7    ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ტექსტური შეტყობინების მომსახურება;

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება:

თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებით” გათვალისწინებული პორტირების ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და სატელეფონო მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში, პორტირებული ნომრების მარშრუტიზაციისა და იდენტიფიკაციისთვის ესაჭიროებათ დამისამართების პრეფიქსები, რომლის სრული ფორმატი საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” №2 დანართის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ფიქსირებულ ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელში 4 ციფრიანია. „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების” პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ე) ქვეპუნქტის და 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის   შესაბამისად, კომისია სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის უზრუნველყოფის ვალდებულების მქონე ავტორიზებულ პირებს, ნუმერაციის თავისუფალი რესურსიდან ანიჭებს პორტირებული სააბონენტო ნომრის მარშრუტის იდენტიფიცირებისთვის მისთვის განკუთვნილ დამისამართების პრეფიქსებს შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით, პორტაბელობის ვალდებულების გაუქმებამდე.

გამომდინარე იქედან, რომ შპს „სმარტ სიგნალი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს კომისიაში ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურებაზე და კომისიის 2020 წლის 24 დეკემბრის  №გ-20-15/936 გადაწყვეტილებით ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N564 უფლებას ფიქსირებული ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის, შპს „სმარტ სიგნალის“ დამისამართების პრეფიქსი ესაჭიროება სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია მიანიჭოს შპს „სმარტ სიგნალს“ დამისამართების პრეფიქსი 7-5-7-5 (შვიდი-ხუთი-შვიდი-ხუთი), ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით, პორტაბელობის ვალდებულების გაუქმებამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ნ) ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” №2 დანართის მე-9 პუნქტის, კომისიის

2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების” პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ე) ქვეპუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „სმარტ სიგნალს“ ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-5-7-5 (შვიდი-ხუთი-შვიდი-ხუთი) შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის  ვადით,  პორტაბელობის  ვალდებულების  გაუქმებამდე,  ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ორგანიზებისთვის ტერმინალური მოწყობილობებიდან სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ    ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისთვის;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სმარტ სიგნალისთვის“ ჩაბარებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტი) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სმარტ  სიგნალისთვის“  გაგზავნა  და  კომისიის  ოფიციალურ  ვებ გვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4.   გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს  ქ.თბილისის საქალაქო   სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „სმარტ სიგნალისთვის“ ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ელისო ასანიძე წევრი

მერაბ ქათამაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები