შპს „ვიონი საქართველოს“ ქსელში შპს „მაგთიკომის“ და სს „სილქნეტის“ არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების შეზღუდვის თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-20-16 / 587

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 30, 2020 16:50

მიღების თარიღი ივლისი 23, 2020

 შპს „ვიონი საქართველოს“  ქსელში შპს „მაგთიკომის“ და  სს„სილქნეტის“  არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების შეზღუდვის თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ

I.   საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში (შემდგომი „კომისია“) შემოსულია შპს,,ვიონი საქართველოს“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6-/3146 17.06.2020). განმცხადებელი ითხოვს კომისიამ გასცეს თანხმობა, რომ შპს „ვიონი საქართველომ“ შეზღუდოს შპს„მაგთიკომის“ და სს„სილქნეტის“ ქსელიდან შპს „ვიონი საქართველოს“ ქსელში ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის SMS- ის დასრულება. შპს „ვიონი საქართველოს“ პოზიციით, მის მიერ დაგზავნილ განახლებულ ურთიერთჩართვის ოფერტაზე აქცეპტი  განაცხადა   ყველა ოპერატორმა  გარდა შპს„მაგთიკომისა“ და სს „სილქნეტისა“.

შპს „ვიონი საქართველო“ მიიჩნევს, რომ ავტორიზებული პირები, რომლებმაც გამოხატეს თანხმობა შპს„ვიონი საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ოფერტაზე და ტარიფებზე, შპს„მაგთიკომისა“ და სს„სილქნეტის“   მიერ   შპს„ვიონი საქართველოს“ ოფერტასა და ტარიფებზე თანხმობის გამოუცხადებლობის გამო, 1 ივლისიდან აღმოჩნდებიან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, ვინაიდან მათგან განსხვავებით, შპს„მაგთიკომსა“ და სს„სილქნეტს“ საშუალება ექნებათ უფასოდ განახორციელონ შპს„ვიონი საქართველოს“ ქსელში ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის SMS-ის დასრულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს„ვიონი საქართველო“ ითხოვს, კომისიამ გასცეს თანხმობა, რაც შპს„ვიონი საქართველოს“ მისცემს საშუალებას შეზღუდოს შპს„მაგთიკომის“ და სს„სილქნეტის“ ქსელიდან შპს„ვიონი საქართველოს“ ქსელში ლოკალური ან/და საერთაშორისო   არასტანდარტული   სახის   SMS-ის  დასრულება. აღნიშნული საშუალებას მისცემს შპს„ვიონი საქართველოს“, ისარგებლოს მისი კანონიერი უფლებით და შემოსავალი მიიღოს მის ქსელში ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის SMS-ის დასრულების მომსახურებიდან.

„შპს„ვიონი საქართველოს“ ქსელში შპს „მაგთიკომის“ და სს „სილქნეტის“ არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების შეზღუდვის თაობაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ“ კომისიის №გ-20-16/ 568, 16.07.2020) გადაწყვეტილებით შპს „ვიონი საქართველოს“ განცხადება მიღებულ იქნა განსახილველად.

შპს„ვიონი საქართველოს“ ქსელში შპს„მაგთიკომის“ და სს „სილქნეტის“ არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების შეზღუდვის თაობაზე შპს „ვიონი საქართველოს“  (Nშ-20-6-/3146 17.06.2020) განცხადების განხილვის სხდომა გაიმართა 2020 წლის 23 ივლისს.

სხდომაში მონაწილეობას იღებდნენ შპს„ვიონი საქართველოს“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ესართია, სს„სილქნეტის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნინო ნიჟარაძე, შპს „მაგთიკომის“ კონსულტანტი ლევან გიორგაძე, სს„სილქნეტის“ კომპანიის განვითარების პროექტების დეპარტამენტის უფროსი თიკო ტყეშელაშვილი, შპს „გლობალ სელის“ დირექტორი გიორგი მადუაშვილი.

სხდომაზე მოისმინეს სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ეკატერინე იმედაძის ინფორმაცია.

სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა, ე.იმედაძემ აღნიშნა, რომ შპს„ვიონი საქართველომ“ მომართა კომისიას განცხადებით და მოითხოვა მის ქსელში არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების  დასრულების შეზღუდვა შპს „მაგთიკომისა“  და  სს „სილქნეტისთვის“.  საფუძვლად სახელდებოდა  ის გარემოება, რომ შპს „ვიონი საქართველომ“ გამოაქვეყნა ოფერტა და შემდეგ მიმართა ოპერატორებს გაეფორმებინათ ხელშეკრულებები განახლებული პირობებით. ოპერატორების ნაწილთან გაფორმდა კომერციული ხელშეკრულებები. შპს „ვიონი საქართველოს“ სურვილი იყო, რომ 2020 წლის 1 ივლისიდან ახალი სატარიფო განაკვეთებით განეხორციელებინა დაშვება საკუთარ ქსელში,  მაგრამ არ ჰქონდა თანხმობები მიღებული სს „სილქნეტისაგან“ და შპს „მაგთიკომისაგან“.  მოგვიანებით მოხდა შეთანხმება სს „სილქნეტთან“, რომელმაც ქსელში დაშვების ოფერტა გამოაქვეყნა 7 ივლისს, თანხმობა განაცხადა შპს „ვიონი საქართველოს“ ოფერტის პირობებზე და ამავე დროს  თვითონაც  მოითხოვა  აქცეპტი  ოფერტაზე  და ხელშეკრულების  გაფორმება.  სს„სილქნეტი“ აღნიშნული პირობებით, კომერციული ურთიერთობის ამოქმედებას ითხოვდა 1 აგვისტოდან, ხოლო შპს „ვიონი საქართველო“ 1 ივლისიდან. თუმცა მოლაპარაკებებში არის პროგრესი, და ჩვენი ინფორმაციით მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას.   ე. იმედაძემ ასევე აღნიშნა, რომ შპს „მაგთიკომმაც“ გამოაქვეყნა დაშვების ოფერტა.

შპს„ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელმა ი. ესართიამ აღნიშნა, რომ სს „სილქნეტთან“ მიღწეულია შეთანხმება და ხელშეკრულებაც გაფორმებულია აღნიშნულ მომსახურებაზე. შესაბამისად, მოითხოვა სს „სილქნეტის“ ნაწილში წარმოების შეწყვეტა. ამასთან ერთად დაამატა, რომ შპს„მაგთიკომთანაც“ მიმდინარეობს  მოლაპარაკება,  ხელშეკრულების ამოქმედების ვადად განისაზღვროს 1 აგვისტო, ხოლო ხელშეკრულების პირობებზე და პოზიციების შეჯერებაზე პროცესი მიმდინარეობს. შესაბამისად დააყენა შუამდგომლობა, რომ სხდომა გადაიდოს შემდგომი სხდომისათვის, ანუ 30 ივლისისთვის და თუ ამ პერიოდისათვის არ იქნება შეთანხმება მიღწეული, შპს „ვიონი საქართველო“ მოითხოვს შეიზღუდოს არასტანდარტული SMS-ების დასრულება მის ქსელში შპს „მაგთიკომის“ მხრიდან, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ამის საჭიროება არ იქნება და მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას და გააფორმებენ ხელშეკრულებას.

სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა ნ. ნიჟარაძემ განაცხადა, რომ ვინაიდან სადაო ნაწილი მხარეებს შორის ამ ეტაპზე არ არსებობს და სს „სილქნეტსა“ და შპს „ვიონი საქართველოს“ შორის ხელშეკრულება გაფორმების პროცესშია, მოითხოვს სს „სილქნეტის“ ნაწილში წარმოების შეწყვეტას.

II.  კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1. ამონაწერი  კომისიის  უწყებრივი  რეესტრიდან  შპს  „ვიონი  საქართველოს“,  შპს„მაგთიკომის“ და სს „სილქნეტის“ შესახებ;

2. შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადება   (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6-/3146 17.06.2020).

3.   მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები კომისიის სხდომაზე;

III.  კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. კომისია განიხილავს შპს „მაგთიკომის“ და სს „სილქნეტის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ განცხადებას (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6-/3146 17.06.2020) ურთიერთჩართვის შეზღუდვაზე თანხმობის მიცემის თაობაზე.

2. შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელმა 2020 წლის 23 ივლისის სხდომაზე იშუამდგომლა სს „სილქნეტის“ მიმართ განცხადებაზე უარის თქმის და წარმოების შეწყვეტის შესახებ.

3. შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელმა 2020 წლის 23 ივლისის სხდომაზე იშუამდგომლა შპს „მაგთიკომის“ მიმართ განცხადების განხილვის გადადების თაობაზე.

IV.   სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილი დავების გადასაწყვეტად  იყენებს  ამ  კანონის  ამოქმედებისთანავე  ძალადაკარგულ  ნორმატიულ აქტებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარეებს სურთ ურთიერთობა ამ კანონით მოაწესრიგონ“.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დავა არსებითად წყდება კომისიის გადაწყვეტილებით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

4.  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  76-ე  მუხლის  პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება.

5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.

6.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, კომისიას კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, შეუძლია მიიღოს საოქმო გადაწყვეტილება კომისიის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის რიგითობის შეცვლასთან, ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული საკითხების გაერთიანებასთან, საკითხის განხილვის გადადებასთან, სხდომაზე შესვენების გამოცხადებასთან, მხარესთან შეთანხმებით კომისიის სხდომის სამუშაო დროის გაგრძელებასთან, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისიის აპარატში დასაქმებულებზე დავალების გაცემასთან, დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

7.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დავის განხილვის დაწყებისას კომისია ეკითხება მხარეებს, ხომ არ სურთ დავის მორიგებით დამთავრება. მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ დავის მორიგებით დამთავრება. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით დაამტკიცოს მორიგება ან არ დაეთანხმოს მორიგებას და მიიღოს სხვა გადაწყვეტილება, თუ მხარეთა მორიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. განმცხადებელი/საჩივრის ავტორი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე. მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის/საჩივრის ავტორის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

როგორც აღინიშნა, შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელმა 2020 წლის 23 ივლისის სხდომაზე უარი თქვა განცხადებაზე სს „სილქნეტის“ მიმართ მისი მოთხოვნის ნაწილში.

განცხადებაზე უარის თქმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე იწვევს დავის წარმოების შეწყვეტას. შესაბამისად, შპს„ვიონი საქართველოს“ განცხადებაზე (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6-/3146 17.06.2020) სს „სილქნეტის“ მიმართ უნდა შეწყდეს დავის წარმოება.

შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელმა ასევე იშუამდგომლა შპს „მაგთიკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ განცხადების  (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6-/3146 17.06.2020) განხილვის გადადების თაობაზე. კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე შპს „მაგთიკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6-/314617.06.2020) განხილვა უნდა გამოეყოს ცალკე ადმინისტრაციულ წარმოებად და გაგრძელდეს 2020 წლის 30 ივლისს 15:00 საათზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავის, 76-ე მუხლის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121   მუხლის მე-12 პუნქტის, 451 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს „ვიონი საქართველოს“ განცხადებაზე (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6-/3146 17.06.2020) სს „სილქნეტის“ მიმართ შეწყდეს დავის საქმის წარმოება.

2. შპს „მაგთიკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6-/3146 17.06.2020) გამოეყოს ცალკე ადმინისტრაციულ წარმოებად. შპს „მაგთიკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6-/3146 17.06.2020) განხილვა გაგრძელდეს 2020 წლის 30 ივლისს, 15:00 საათზე.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„ვიონი საქართველოსთვის“,  შპს„მაგთიკომისთვის“ და სს„სილქნეტისთვის“ დაუყონებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს„ვიონი საქართველოსთვის“, შპს„მაგთიკომისთვის“ და სს„სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შპს„ვიონი საქართველოს“ განცხადებაზე (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6-/3146 17.06.2020) სს „სილქნეტის“ მიმართ დავის საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი  №64), მხარეებისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

6. გადაწყვეტილება  შპს„მაგთიკომის“  მიმართ  შპს„ვიონი საქართველოს“ განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6-/3146 17.06.2020) ცალკე ადმინისტრაციულ წარმოებად გამოყოფის და დავის განხილვის დღის დანიშვნის ნაწილში ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

7.  კონტროლი     აღნიშნული     გადაწყვეტილების     შესრულებაზე     (გარდა    მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ელისო ასანიძე          წევრი

მერაბ ქათამაძე         წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები