შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 850

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 24, 2020 20:36

მიღების თარიღი ნოემბერი 19, 2020

შპს სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (16.11.2020. N20-10-2276) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ს ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 237.70 ლარის ოდენობით.

შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 19 ნოემბერი. აღნიშნულის თაობაზე შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ს ეცნობა კომისიის შეტყობინებით (Nგ-20-03/3829;17.11.2020)   კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: skytelecom.ge@gmail.com და  geoairnet@gmail.com.  მას ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2020 წლის 19 ნოემბრის დისტანციურად გამართულ სხდომას არ ესწრებოდა შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ის წარმომადგენელი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ავტორიზებულ პირს კომისიის შეტყობინებით (Nგ-20-03/3829;17.11.2020) ეცნობა შპს„სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის დღისა და დროის თაობაზე, კომისიის მიერ შესრულებული იყო ავტორიზებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის  ვალდებულება  საქართველოს ზოგადი

ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად. ამასთანავე, კომისიაში არ შემოსულა შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ის    წერილობითი შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე. აქედან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ უფლებამოსილი იყო განეხილა საკითხი ავტორიზებული პირის წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II.  შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის  ადმინისტრაციის  საფინანსო-საბიუჯეტო  ჯგუფის  სამსახურებრივი ბარათი (16.11.2020. N20-10-2276) თანდართული დოკუმენტით (ექსელის ცხრილი - ინფორმაცია ავტორიზებული პირების შესახებ)

2.  კომისიის   შეტყობინება   (Nგ-20-03/3829;17.11.2020)   და   მისი   შპს  „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

3. შპს„სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/167 გადაწყვეტილება და მისი შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-სთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

4.  ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და   მონაცემები კომისიის   უწყებრივი   რეესტრიდან   შპს „სქაიტელეკომი- Skytelecom LTD“-ს შესახებ;

5. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-2285; 17.11.2020);

6. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის 2020 წლის 17 ნოემბერს ელექტრონული ფოსტით წარმოდგენილი ინფორმაცია;

7.  კომისიის   ადმინისტრაციის   საფინანსო-საბიუჯეტო   ჯგუფის   მიერ  2020 წლის  19 ნოემბერს ელექტრონული ფოსტით წარმოდგენილი ინფორმაცია.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“ (ს/კ 404984610) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  ავტორიზებულ პირს;

2. შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom  LTD“,  როგორც  ავტორიზებული  პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის,    საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე   კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3. შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom  LTD“-ს,  კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების  შესაბამისად, ერიცხებოდა    რეგულირების საფასურის დავალიანება 237.70 ლარი. შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-მა ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე დაფარა აღნიშნული დავალიანება;

4.   კომისიის   2020   წლის   6   თებერვლის       Nგ-20-18/167  გადაწყვეტილებით   შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ს მიეცა წერილობითი გაფრთხილება ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“     საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის      მე-2  პუნქტის  ბ)  და  ლ) ქვეპუნქტების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“  კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის დარღვევის გამო.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.

3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში   ავტორიზებული   პირები და   მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით   (დანართი   №1) ელექტრონულად,   კომისიის   საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების   სფეროში  საქართველოს  კანონმდებლობის,   მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ რეგულირების საფასურის დავალიანების კანონით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობით, შპს „სქაიტელეკომი- Skytelecom LTD“-ის მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის  მე-4  პუნქტის, მე-19  მუხლის  მე-2   პუნქტის   ბ) და     ლ)   ქვეპუნქტების, რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას. კომისიის 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/167 გადაწყვეტილებით შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ს მიეცა წერილობითი გაფრთხილება ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის   მე-2    პუნქტის  ბ)    და    ლ)    ქვეპუნქტების, ,,რეგულირების  საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“   კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის დარღვევის გამო. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/იდენტური სამართალდარღვევის ჩადენა წარმოადგენს ავტორიზებული პირისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების საფუძველს.

კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-2285; 17.11.2020) თანახმად, შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის მინიმალურ ზღვარზე ნაკლებია. შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მას დააკისროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-მა ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე სრულად გადაიხადა რეგულირების საფასურის დავალიანება. ამასთანავე, კომისია აღნიშნავს, რომ ავტორიზებული პირის მიერ შევსებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მიხედვით, შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“- ს 2020 წლის სექტემბრის მდგომარეობით ჰყავს 76 აბონენტი, ხოლო მისი შემოსავალი 2000 ლარზე ნაკლებია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ავტორიზებული პირისთვის ჯარიმის დაკისრება მნიშვნელოვან ქონებრივ ზიანს მიაყენებს კომპანიას, რაც შეუძლებელს გახდის მის ფუნქციონირებას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა   კოდექსის    33-ე  მუხლის შესაბამისად, სახდელის  დადებისას  მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი. ამავე კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად,   ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-მის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შემთხვევაში დაცული იქნება კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწევა ის მიზანი, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

V.   სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების,      45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე,     98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე და 34-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შპს   „სქაიტელეკომი-Skytelecom      LTD“      (ს/კ      404984610)      ცნობილ    იქნას სამართალდამრღვევად ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის      მე-2   პუნქტის   ბ)   და  ლ)   ქვეპუნქტების, ,,რეგულირების   საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“   კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის დარღვევის გამო;

2. შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom  LTD“   გათავისუფლდეს  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. შოვნაძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom     LTD“-სთვის      გაგზავნა      და      კომისიის   ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4.   დაევალოს   კომისიის   აპარატის   სამართლებრივ   დეპარტამენტს   (ე.  ჭახრაკია)   შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ს სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის   მისი   დამოწმებული   ასლის   შპს „სქაიტელეკომი- Skytelecom LTD“-ისთვის ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

კახი ბექაური          თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე      წევრი

ელისო ასანიძე        წევრი

მერაბ ქათამაძე        წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები