საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 5 მარტის № გ-20-7/276 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-20-19 / 712

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 23, 2020 11:13

მიღების თარიღი სექტემბერი 17, 2020

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 5 მარტის გ-20-7/276 გადაწყვეტილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიამ“ (რეგისტრირებული ვაკე- საბურთალოს  რ/ნის  სასამართლოს მიერ 1997 წლის 10 სექტემბერს, რეგ. №5ა/4-1333; ს.კ. №211346514) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-20-7/4447,  01.09.20) ქ. თბილისში 421.475 მჰც  და 427.775 მჰც  (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) მინიჭებული სიხშირეების   მოქმედების გეოგრაფიული ზონის გაზრდის  თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2020   წლის 5 მარტის № გ-20-7/276 გადაწყვეტილებით შპს„ინტერსექიურითი-ჯორჯიას“ მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 2276  უფლება და მიენიჭა სიხშირეები - 421.475  მჰც და 427.775  მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, ერთი წლის ვადით.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და შესაძლებლად  მიაჩნია  შპს  „ინტერსექიურითი-ჯორჯიასთვის“  421.475  მჰც  და 427.775 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში მინიჭებული სიხშირეებით სარგებლობა დამატებით გავრცელდეს ქ. ბათუმში (სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი დასკვნა № 20-10-1829, 09.09.20).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე    მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    შევიდეს    ცვლილება    კომისიის    2020    წლის    5    მარტის    №    გ-20-7/276 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„1. მიენიჭოს შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლება № F 2276 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 421.475  მჰც და 427.775 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისსა და ქ. ბათუმში, ერთი წლის ვადით - 2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 5 მარტამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის,    არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;“

2. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიასთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

3. დაევალოს შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიას“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული     წესით     ასახვა    (ვებ     მისამართი:     http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული    მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების   ცვლილება რეესტრში ასახულ       იქნას       ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა) და სამართლებრივი      დეპარტამენტის      ავტორიზაციის    და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიასთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი№64) შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს  (ლ.ლაშქარავა)    და სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები