შპს „ეკლეკტიკისთვის” საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის განკუთვნილი ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-22-15 / 188

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 27, 2022 15:48

მიღების თარიღი აპრილი 21, 2022

შპს „ეკლეკტიკისთვის” საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის განკუთვნილი ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით  მიმართა შპს  „ეკლეკტიკმა”  (კომისიაში  რეგისტრაციის  №შ-22-7/1518, 15.04.2022) საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის, 110XXX ფორმატის ნუმერაციის რესურსის მინიჭების თაობაზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირებს საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის, უფასოდ ენიჭებათ კომისიის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებების მომსახურების მიწოდებაზე- ავტორიზაციის ვადით.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებულ ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” №3 დანართის მე-5 პუნქტით  ელექტრონული კომუნიკაციების საოპერატორო კომპანიების სპეციალური სამსახურების ნუმერაციაა:

სამსახურების დასახელება

მოკლე ნომრები

საავარიო და საინფორმაციო-საცნობარო სამსახური

110 X XX

სადაც XXX – საოპერატორო კომპანიების განმსაზღვრელია.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ეკლეკტიკი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე: B.M.1   მოძრავი   საკომუნიკაციო   სისტემების   აბონენტების   სატელეფონო   (ხმოვანი)   კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული კავშირით  მომსახურება.

B.M.2  მოძრავი  საკომუნიკაციო  სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა:

ტექსტური შეტყობინების მომსახურება; მულტიმედიური მომსახურება;

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ); მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;

მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.

კომისია აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსი შპს ”ეკლეკტიკს” ესაჭიროება აბონენტების   საინფორმაციო-საცნობარო  მომსახურებისათვის.  შესაბამისად,  კომისიას  მიაჩნია, რომ ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან”  გამომდინარე  შპს  „ეკლეკტიკს“  უნდა  მიენიჭოს  ნუმერაციის  რესურსი  -  110

010  საკუთარი    აბონენტებისთვის    საავარიო    და    საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების მისაწოდებლად” ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და საქართველოს   მთავრობის   2010   წლის   18   ნოემბრის   №355   დადგენილებით   დამტკიცებული

„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №3 დანართის მე-5 პუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების  წესების”  მე-5  მუხლის მეორე  პუნქტის  ა) ქვეპუნქტის  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „ეკლეკტიკს“ ნუმერაციის რესურსი - 1-1-0-0-1-0 (ერთი-ერთი-ნული-ნული-ერთი- ნული) შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე,  საკუთარი აბონენტებისთვის საავარიო და საინფორმაციო- საცნობარო მომსახურების მისაწოდებლად;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2022 წლის 21 აპრილიდან;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „ეკლეკტიკისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი №64)  შპს „ეკლეკტიკისთვის“ გადაწყვეტილების  ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

5.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები