შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ წილის მფლობელის ცვლილებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-23-11 / 429

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 05, 2023 16:31

მიღების თარიღი აგვისტო 31, 2023

შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ წილის მფლობელის ცვლილებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიაში (შემდგომში “კომისია“)  შემოვიდა  შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ (238732207) დირექტორის მარინა თელიას მიმართვა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-6/1676  16.08.2023), სადაც კომპანიის დირექტორი ითხოვს დამფუძნებლის ცვლილებაზე     წინასწარი თანხმობის მიცემას. როგორც მიმართვაში აღნიშნულია, კომპანიის ერთერთი დამფუძნებლის, ოთარ თევზაძის (37001000261) გარდაცვალების (გარდაცვალების მოწმობა N68227014455) შემდგომ 2023 წლის 11 აგვისტოს  გაფორმებულია    სამემკვიდრეო    დოკუმენტი (ნოტარიულად დამოწმებული  თან  ერთვის)  მის  მეუღლე  (ქორწინების  მოწმობა   I-TN N446246) მარინა თელიაზე  (37001007739), შესაბამისად   სამემკვიდერეო   პროცესის დასრულების შემდეგ შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარში“ ოთარ თევზაძეს კუთვნილი წილის მფლობელი გახდება მისი მეუღლე მარინა თელია.

შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარი“ (238732207) ასევე წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში  ავტორიზებულ  პირს,  შესაბამისად მასზე სრულად ვრცელდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციები.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის   26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ  პირს,  რომელიც  მონაწილეობს  შერწყმაში  ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  25-ე  მუხლის პირველი პუნქტის „გ“ პუნქტის თანახმად კომისია ამ კანონის  26-ე და  27-ე მუხლებით დადგენილი წესით შეისწავლის იმ ოპერაციას , რომლითაც ხდება ავტორიზებული პირის წილის ან  აქციების  შეძენა  , რის  შედეგადაც შემძენი პირის მფლობელობაში ან /და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი აღმოჩნდება.

კანონი არ ასხვავებს შეძენის ფორმებს. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული ნებისმიერი პირის წილის/აქციების ერთი პირიდან მეორეში გადასვლა იქნება ეს ნასყიდობის, ჩუქების, მემკვიდრეობის თუ სხვა გზით, საჭიროებს კომისიის წინასწარ თანხმობას, თუ შემძენი პირის მფლობელობაში ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი აღმოჩნდება. აქედან გამომდინარე, ავტორიზებული პირის წილის მემკვიდრეობის გზით მიღებაც საჭიროებს კომისიის წინასწარ თანხმობას.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისიის ავტორიზირებული პირთა უწყებრივი რეესტრის შესაბამისად  შპს „ტელე- რადიო პრესკომპანია ზარი“   2011 წლის 29 სექტემბრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.T.1   ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა

B.T.1   ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი

ასევე, კომპანიას ავტორიზაცია გავლილი აქვს მაუწყებლობის სფეროში და წარმოადგენს კერძო მაუწყებელს.

* მაუწყებლობის სახე:          ტელემაუწყებლობა 

მაუწყებლობის სახეობა:    კერძო მაუწყებლობა

მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა

ავტორიზაციის ნომერი:    BR-82

მეწარმეთა    და  არასამეწარმეო  იურიდიული  პირების  რეესტრიდან  ამონაწერის თანახმად, კომპანიის წილები გადანაწილებულია შემდეგი სახით:

 

სახელი

 

გვარი

პირადი ნომერი

 

წილი(%)

მარინა

თელია

37001007739

20

 

ოთარ

 

თევზაძე

 

37001000261

 

50

 

ნიკოლოზი

 

თევზაძე

 

37401061395

 

15

 

საბა

 

თევზაძე

 

37001059588

 

15


ზემოთ აღნიშნული სამემკვიდერეო პროცესის დასრულების შემდეგ კომპანიის ერთერთი დამფუძნებელი და კომპანიის დირექტორი მარინა თელია გახდება კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელი. კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარი“, მისი პარტნიორები და დირექტორი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.

კომპანია  ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში  საქმიანობას  ახორციელებს მხოლოდ  ქსელის ელემენტებთან   დაშვების/იჯარის(ანძების   იჯარა)   მომსახურების სეგმენტზე და მისი შემოსავალი სეგმენტის მთლიანი შემოსავლის მცირე წილს 0.8% შეადგენს.  კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „ტელე- რადიო პრესკომპანია ზარის“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებიდან და მაუწყებლობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2022 წლის იანვრიდან   2023 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში შეადგინა შესაბამისად:

 

2022

2023 (6 თვე)

 

შემოსავალი

ლარი (დღგ-ს გარეშე)

ლარი (დღგ-ს გარეშე)

 

განცხადებები

 

6,523

 

3,064

რეკლამა

4,000

 

ტელეშოფინგი

2,000

 

ფასიანი სოციალური რეკლამა / საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება

 

 

 

 

 

 

31,400

 

 

 

 

 

 

22,700

ქსელის ელემენტებთან დაშვება/იჯარა - ანძების იჯარა

 

 

 

30,721

 

 

 

14,587

 

სულ

 

74,644

 

40,351


ყოველივე  ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  აღნიშნული  ტრანზაქცია  ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

კომისია აღნიშნავს, რომ არ არსებობს შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ წილის 50%-ის ერთ-ერთი დამფუძნებელზე გასხვისებაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.  მიეცეს   თანხმობა   შპს   „ტელე-რადიო   პრესკომპანია   ზარს“,   შპს   „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ დამფუძნებლის ოთარ თევზაძეს 50%-იანი წილის ფიზიკურ პირ მარინა თელიაზე გასხვისებაზე;

2.   განემარტოს  შპს  „ტელე-რადიო  პრესკომპანია  ზარს“,  რომ  ამ  გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3.  ამ  გადაწყვეტილებით  კომისიის  მიერ  გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4.  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარისთვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);

5.   გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6.  გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს ქ.  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.   კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები