წვდომის მენიუ

შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B66 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე

ნომერი: გ-23-6 / 475

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 16, 2023 14:41

მიღების თარიღი ოქტომბერი 12, 2023

შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B66 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის№შ-23-7/3000,  20.09.2023წ.) მიმართა შპს „რადიო ჰოლდინგმა ფორტუნამ“ კერძო რადიომაუწყებლობის №B66 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ ფლობს:

ა)კერძო რადიომაუწყებლობის №B66 ლიცენზიას 2023 წლის 1 ნოემბრამდე, კომისიის 2013 წლის 28 ოქტომბრის №640/22 და 2018 წლის 5 ივლისის №384/2 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ)ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ)კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა;

დ)მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური;

ე)მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 12 საათი; ვ)მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურებს განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ  რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

ვ)მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 34-ე პუნქტის შესაბამისად იმ ლიცენზიის მოქმედება,  რომელსაც  ამ  კანონის  39-ე  მუხლის  შესაბამისად  გაგრძელებული  მოქმედების  ვადა  2025  წლის 31 დეკემბრამდე ეწურება,  გაგრძელდეს  უსასყიდლოდ,  2026  წლის  31  დეკემბრამდე,  კომისიის მიერ  მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელმა ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს„რადიო ჰოლდინგმა ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B66 ლიცენზიას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად ერთხელ უკვე გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2023 წლის პირველ ნოემბრამდე, კომისიის 2013 წლის 28 ოქტომბრის №640/22 გადაწყვეტილებით. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „რადიო ჰოლდინგმა ფორტუნამ“ განაცხადი ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით კომისიაში შემოიტანა 2023 წლის 20 სექტემბერს, შესაბამისად კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის 34-ე პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ (ს/ნ 204892535) კერძო რადიომაუწყებლობის №B66 ლიცენზიას 2023 წლის პირველი ნოემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ)ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ)კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა;

დ)მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური;

ე)მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 12 საათი; ვ)მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

 

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურებს განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

ზ)მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

2.შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ ვალდებულია:

ა)უზრუნველყოს ძირითადად ერთი თემატიკის (ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა) პროგრამებით მაუწყებლობა;

ბ)თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გ)ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ)წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე)გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ვ)დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ)უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

თ)მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

ი)შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

კ)მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

ლ)ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

მ)წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

ნ)არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

ო)კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

პ)იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

ჟ)მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;

რ)დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომერციული კომუნიკაციების (რეკლამა, სპონსორობა, პროდუქტის განთავსება, ტელეშოპინგი) განთავსების წესები;

ს)დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის წესები;

3.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე).

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა; ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ)ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა)აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“  გაგზავნა;

ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ვ) და ზ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის (ა. ქარუმიძე).

8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ), გ), დ) და ე) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

9.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე ერთობლივად დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე), სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე), იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი) და ადმინისტრაციას (ნ. დევდარიანი);

10.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებისა და მე-4 პუნქტისა) დაევალოს იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე                     თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე                წევრი

ნათია კუკულაძე                   წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები