უცხოური საწარმოს ფილიალი „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-24-7 / 147

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2024 13:28

მიღების თარიღი მარტი 28, 2024

უცხოური საწარმოს ფილიალი „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ

განმცხადებელი: უცხოური საწარმოს ფილიალი „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანია (საქართველო)“

კომისიის სხდომის თარიღი: 28.03.2024

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ უცხოური საწარმოს ფილიალმა „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიამ (საქართველო)“ (რეგისტრირებული ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რ-ის სასამართლოს მიერ 2002 წლის 27 სექტემბერს, რეგისტრაციის № 5ა/8-138, ს.კ. № 204992785) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-24-7/1266, 07.03.24) 2023 წლის 23 მარტის № გ-23-7/142 გადაწყვეტილების შესაბამისი (გარდაბნის (ხუთი), თეთრიწყაროს (ხუთი) და ბორჯომის (ხუთი) მუნიციპალიტეტებში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში თხუთმეტი სიხშირე) სიხშირული რესურსის მინიჭების მოთხოვნით.

2. სიხშირეები გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ უცხოური საწარმოს ფილიალის „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიის (საქართველო)“ მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

II. სამოტივაციო ნაწილი

3. კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.

4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად  არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან საქართველოს ტერიტორიაზე   არსებული უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული დაწესებულებები/წარმომადგენლობები თავიანთი ოფიციალური მიზნებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისას.

6. კომისია აღნიშნავს, რომ უცხოური საწარმოს ფილიალს „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიას (საქართველო)“ წარმოდგენილი აქვს საქართველოს მთავრობასა და ბაქო- თბილისი- ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის მონაწილეთა შორის ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის მთავრობასთან 2000 წლის 18 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის 7.3 მუხლის შესაბამისად, უცხოური საწარმოს ფილიალი   „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანია (საქართველო)“, როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილე განთავისუფლებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურის  გადახდისაგან

7. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ საქართველოს მთავრობასთან 1996 წლის 8 მარტის გაფორმებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 და 5.3 პუნქტების, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N 13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და 29-ე მუხლის საფუძველზე,   კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს უცხოური საწარმოს ფილიალი „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიას (საქართველო)“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F 3059 შემდეგი პირობებით: სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით, გარდაბნის, თეთრიწყაროს და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში ერთი  წლის ვადით-2024 წლის 29 მარტიდან 2025 წლის 29 მარტამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. უცხოური საწარმოს ფილიალი „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიის (საქართველო)“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის  აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს   (ა. ქარუმიძე);

4. დაევალოს უცხოური საწარმოს ფილიალი „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიას (საქართველო)“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს თანდართული ფორმის შევსება და კომისიის ოფიციალურ მეილზე (reestri@comcom.ge) გადმოგზავნა; ცვლილების შემთხვევაში ინფორმაცია გადმოგზავნილ უნდა იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, უცხოური საწარმოს ფილიალი „ბაქო- თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან.

6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) უცხოური საწარმოს ფილიალი „ბაქო- თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)“მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა.

7. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას:

ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ) გადაწყვეტილების უცხოური საწარმოს ფილიალი „ბაქო- თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

8.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების უცხოური საწარმოს ფილიალი „ბაქო- თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური           თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე      წევრი

ივანე მახარაძე         წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები