შპს „ჰიდროდიაგნოსტიკის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 27, 2025 16:27
მიღების თარიღი ოქტომბერი 23, 2025
შპს „ჰიდროდიაგნოსტიკის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
განმცხადებელი: შპს „ჰიდროდიაგნოსტიკა“
კომისიის სხდომის თარიღი: 23.10.2025
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „ჰიდროდიაგნოსტიკამ“ (რეგისტრირებულია ისანი-სამგორის სასამართლოს მიერ 2004 წლის 27 დეკემბერს; რეგ. № 7/4-2861; ს. კ. № 206166780) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-25-6/3806, 11.09.25) გარემოს მონიტორინგის მოწყობილობებიდან მონაცემთა გადაცემის მიზნით, სიხშირეების გამოყენებაზე ინფორმაციის მიღების თაობაზე.
II. სამოტივაციო ნაწილი
2. კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.
3. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, განცხადების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისია რადიოსიხშირის მაძიებელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს დამატებით ვადას არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა. თუ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში რადიოსიხშირული რესურსის მაძიებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა.
4. კომისია აღნიშნავს რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომპანიის მიერ გამოსაყენებელი რადიოელექტრონული საშუალებების ტექნიკური სახის ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღე (წერილი № გ-25-06/2402, 07.10.2025). კომპანიას მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომისიაში დღემდე არ წარმოუდგენია.
5. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს შპს „ჰიდროდიაგნოსტიკის“ განცხადება (№ შ-25-6/3806, 11.09.25) არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე;
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „ჰიდროდიაგნოსტიკისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.ბთბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების შპს „ჰიდროდიაგნოსტიკისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
