წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №46 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-25-17 / 523

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 27, 2025 15:56

მიღების თარიღი ოქტომბერი 23, 2025

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №46 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების   ეროვნულმა   კომისიამ   (შემდგომში   „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის  2025 წლის  23 ოქტომბრის №46 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2025 წლის 21 ოქტომბრის N09 ზეპირი მოსმენის სხდომის საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.კომუნიკაციების  კომისიის 2025 წლის 23 ოქტომბრის №46 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა) მიწისზედა სისტემებით  ელექტრონული  საკომუნიკაციო  მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების   გამოცხადების თაობაზე; (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

ბ) შპს „ალტ ინფოს“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის  №გ-20-1/865  გადაწყვეტილებაში  ცვლილების  შეტანის  შესახებ  (მომხს.  მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

გ) შპს   „ბუსა   ჯგუფის“   მიერ   ავტორიზაციის   მიზნით   წარმოდგენილი   დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

2.დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის 23 ოქტომბრის №46 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3.გადაწყვეტილება     ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4.დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) კონტროლი გადაწყვეტილების       შესრულებაზე.

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №46 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი

სხდომის გამართვის თარიღი: 2025 წლის 23 ოქტომბერი

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

1.    საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2025  წლის  №46  სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2. მიწისზედა   სისტემებით   ელექტრონული   საკომუნიკაციო   მომსახურების   განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით    სარგებლობის    ლიცენზიების    მისაღებად    მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების  გამოცხადების თაობაზე; (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

3.  შპს  „ალტ  ინფოს“  მაუწყებლობის  ავტორიზაციის  მოდიფიცირებისა  და  კომისიის  2020  წლის  26 ნოემბრის №გ-20-1/865 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

4.    შპს  „ბუსა  ჯგუფის“  მიერ  ავტორიზაციის  მიზნით  წარმოდგენილი  დოკუმენტაციის  განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

5.    შპს „მაგთიკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

6.    შპს   „ჰიდროდიაგნოსტიკის“   განცხადების   განუხილველად    დატოვების    შესახებ   (მომხს.   მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

7.    „მობილური   საკომუნიკაციო   მომსახურების   ბაზრის   სეგმენტზე   კონკურენციის   კვლევისა   და ანალიზის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 25 ივლისის N გ-24-9 / 331 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე (მომხს. გიორგი გოგლიძე - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი).

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები