მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 27, 2025 16:45
მიღების თარიღი ოქტომბერი 23, 2025
მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2025 წლის აგვისტოს კომისიას მიმართა შპს „სელფი მობაილმა “ (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/3246) და მოითხოვა აუქციონის გამოცხადება მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სიხშირული რესურსის ბლოკებზე: 20 მჰც (2X5 მჰც) 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში და 20 მჰც 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონში.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს - ამოწურვადი რესურსების მართვა და მათი ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა, ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველსაყოფად და კონკურენტუნარიანი გარემოს განვითარებისათვის რადიოსიხშირული სპექტრის ოპტიმალური განაწილება და ეფექტიანი გადანაწილება, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პირობებისა და წესების დადგენა, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა/სარგებლობის უფლების მინიჭება და ლიცენზიის/რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმება.
გამომდინარე იქიდან, რომ დღეის მდგომარეობით მოთხოვნილი სიხშირული რესურსი თავისუფალია, კომისია მიზნად ისახავს აუქციონების ფარგლებში ხელმისაწვდომი გახადოს 2100 მჰც და 2600 მჰც სიხშირულ ზოლში არსებული სიხშირული რესურსი შემდეგი მოცულობებით:
|
სიხშირული დიაპაზონი, მჰც |
სპექტრის სიდიდე, მჰც |
|
2100 (1920-1925, 1965-1980) UL, (2110-2115, 2155- 2170) DL |
40 |
|
2600 (2595-2615) TDD |
20 |
კომისიამ 2024 წელს სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშების მიზნით შეისყიდა საკონსულტაციო მომსახურება კომპანია ერნსტ&იანგისგან (საქართველოს წარმომადგენლობა შპს „იუაი“). ამასთან დოკუმენტში თითოეულ სიხშირულ დიაპაზონში 1 მჰც სიხშირული რესურსის სავარაუდო ღირებულება შეადგენს:
|
სიხშირული დიაპაზონი, მჰც |
1 მჰც სპექტრის ღირებულება (ლარი) |
|
2100 |
1,506 302 |
|
2600 |
366 632 |
კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელების მომიჯნავე (თანმიმდევრულ) ბლოკებზე დაშვების უზრუნველყოფის მიზნით, აუქციონები უნდა გამოცხადდეს:
ა) ოთხ აბსტრაქტულ ლოტზე 2100 მჰც სიხშირულ ზოლში, თითოეული 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირული რესურსი;
ბ) ორ აბსტრაქტულ ლოტზე 2600 მჰც TDD სიხშირულ ზოლში, თითოეული 10 მჰც სიხშირული რესურსით;
ლიცენზიის ძირითადი ვალდებულებების განსაზღვრისას კომისიამ გაითვალისწინა რომ აუქციონებზე გამოტანილი სიხშირული რესურსი გათვალისწინებულია მოქმედი მობილური ოპერატორების არსებული მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად და აქცენტი გააკეთა 20,000-ზე მეტი მოსახლეობის მქონე დასახლებული პუნქტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
საერთაშორისო კოორდინაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ლიცენზიის მფლობელი, ვალდებული იქნება შეასრულოს CEPT-ის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები შესაბამისი დიაპაზონების მიხედვით. ასევე, უზრუვნელყოს კომისიის მიერ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრისპირა ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციის შესახებ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობების შესრულება ან საერთაშორისო გაერთიანებების მიერ კოორდინაციასთან დაკავშირებით სხვა ნებისმიერი რეკომენდაცია/გადაწყვეტილება, რომელიც აღიარებული იქნება საქართველოს სახელმწიფოს მიერ. ლიცენზიის მფლობელმა ასევე დამატებით უნდა მიაწოდოს კომისიას ინფორმაცია იმ სადგურების შესახებ რომელიც განთავსდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე.
ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებული იქნება რეგულარულად, წელიწადში მინიმუმ ორჯერ, წარმოადგინოს ანგარიში ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული მობილური უსადენო დაშვების ქსელის განვითარების შესახებ, რომელიც უნდა იყოს საჯარო და ქვეყნდებოდეს კომპანიის ვებ- გვერდზე ტექსტური და გრაფიკული, კერძოდ გეოგრაფიულ რუკაზე დატანილი სახით, კომისიის მოთხოვნილი სიზუსტის და პარამეტრების გათვალისწინებით. ოპერატორის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მინიმუმ:
მომსახურებით დაფარვის ზონას, რომელიც გამოქვეყნების მომენტისთვის აკმაყოფილებს ვალდებულებით განსაზღვრულ ხარისხს (.SHP ფაილის ფორმატში);
დასახლებული პუნქტების ჩამონათვალს, სადაც ლიცენზიით განსაზღვრული მომსახურება აკმაყოფილებს ვალდებულებით განსაზღვრულ ხარისხს (ტექსტურ ფორმატში);
გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტის კონტროლის მიზნით კომისია იტოვებს უფლებას აწარმოოს მომსახურებით დაფარვის ზონის(ების) რეგულარული მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს ინფორმაციის დაზუსტება ლიცენზიის მფლობელისგან.
ლიცენზიის მფლობელის მიერ მომსახურების დანერგვის პროცესში, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს დეტალური ინფორმაცია ექსპლუატაციაში უკვე გაშვებული სადგურების შესახებ.
კომისიას, ასევე, შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია მშენებარე და დაგეგმილი საბაზო სადგურების ადგილმდებარეობის და ტექნიკური პარამეტრების შესახებ და მოდელირებით მიღებული ელექტრომაგნიტური ველით დაფარვის დეტალური რუკა, გეოგრაფიული (.SHP) ფაილის ფორმატში, დაფარვის ვალდებულების შესრულების მიზნით გამოყენებული ყველა სიხშირისთვის. ამასთან, ინფორმაციის წარმომდგენის მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის და მშენებარე და დაგეგმილი სადგურების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის საკითხის განხილვას.
კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელმა ლიცენზიით განსაზღვრული ვალდებულებები უნდა შეასრულოს არაუგვიანეს 2026 წლის პირველი მარტისა. ლიცენზიით განსაზღვრული ხარისხის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილი იქნება დააკმაყოფილოს მომსახურების დაფარვის და ხარისხის ვალდებულებები როგორც წინამდებარე აუქციონით მოპოვებული სიხშირული ზოლებით, ასევე მათი სიხშირული აგრეგირებით მის მფლობელობაში არსებული სხვა სიხშირულ რესურსთან (გარდა იმ სიხშირული რესურსისა, რომლის გამოყენება შეზღუდულია კონკრეტული ტექნიკური პარამეტრებით/სტანდარტებით, კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე), მომსახურების ყოველი ინდივიდუალური მომხმარებლისთვის მიწოდებისას; იმისთვის, რომ განსაზღვრული ვადისთვის მომსახურებით დაფარვის ვალდებულება ჩაითვალოს შესრულებულად, მოთხოვნილი ხარისხის მომსახურება უნდა იყოს უზრუნველყოფილი მოცემული ვადით განსაზღვრულ მომსახურებით დაფარვის ყველა ზონისთვის. ვალდებულებები ძალაშია ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
კომისიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას და ამოცანას წარმოადგენს ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობა. კომისიას მიაჩნია და მსოფლიო გამოცდილებაც აჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში ინოვაციური ტექნოლოგიების და მომსახურებების დანერგვაში მნიშვნელოვან როლს პატარა კომპანიები თამაშობენ, რომლებიც დინამიურობით და მოქნილობით ხასიათდებიან. ფაქტია ისიც, რომ სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებების გამო, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებმა საქართველოში დღემდე ფეხი ვერ მოიკიდეს, თუ არ ჩავთვლით ერთეულ საგამონაკლისო შემთხვევას. კომისიას მიაჩნია, რომ ახალი თაობის ტექნოლოგიებისა და მომსახურების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა საქართველოშიც შეუძლიათ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორები, ზემოთ აღნიშნულ გარემოებათა გამო, საქართველოში არ არიან ფართოდ განვითარებულები, მათ არ აქვთ შესაბამისი ფინანსური რესურსი, რომ დამოუკიდებლად განავითარონ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, თუმცა ქსელის მფლობელი ოპერატორების მიერ საკუთარ ქსელზე დაშვების შემთხვევაში, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორები შეძლებენ, რომ მათ ხელთ არსებული რესურსი და ცოდნა გამოიყენონ ქვეყანაში ახალი თაობის ტექნოლოგიების და მომსახურებების განსავითარებლად. მეორეს მხრივ, ასეთი ოპერატორებისთვის საკუთარ ქსელზე დაშვება დამატებით შემოსავალს მოუტანს ქსელის მფლობელ ოპერატორებსაც. სწორედ აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ კომისიამაც, როგორც დარგის მარეგულირებელმა ორგანომ ხელი შეუწყოს ამ პროცესს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კომისიას მიაჩნია რომ 2100, 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში რადიოსიხშირული სპექტრის აუქციონის გამარჯვებულს, მიუხედავად იმისა არსებული ქსელის ოპერატორი იქნება თუ ბაზარზე ახალი შემომსვლელი, უნდა დაეკისროს ვალდებულება უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ მომსახურებებზე საბითუმო დაშვება მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებისთვის. ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება აწარმოოს მოლაპარაკებები შესაბამის ქსელზე დაშვების ყველა მსურველ MVNO ოპერატორთან, სამართლიანი და არადისკრიმინაციული პირობებით (მიუხედავად იმისა MVNO იქნება ახალი შემომსვლელი, თუ ბაზარზე უკვე არსებული მოთამაშე);
შესაბამის ქსელზე საბითუმო დაშვების შეთანხმების ფარგლები და პირობები არ უნდა იწვევდეს დისკრიმინაციულ შედეგებს მობილური ვირტუალური ქსელის მომსახურების მიმწოდებლისთვის: აღნიშნული დაშვება გულისხმობს, რომ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორს ეძლეოდეს შესაძლებლობა საკუთარ მომხმარებლებს მიაწოდოს ლიცენზიის მფლობელის სერვისის ანალოგიური მომსახურება როგორც მიწოდების ხარისხით, მოცულობითა და სიჩქარით, ისე გეოგრაფიული დაფარვის არეალით; ვალდებულება უნდა გავრცელდეს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების ყველა შესაძლო ალტერნატიული მოდელის მიმართ.
2100, 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში ლიცენზიის მფლობელმა ამ ლიცენზიის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს დაშვების მსურველთან მოლაპარაკების შეუფერხებლად წარმართვა და არ შეუქმნას დაშვების მსურველს ადმინისტრაციული, სამართლებრივი, ტექნიკური ბარიერები, რაც იმას ნიშნავს, რომ არ უნდა წამოაყენოს ისეთი პირობები, რომელთა შესრულებაც აუცილებელი არ არის შეთანხმების დადებისათვის და სატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდებისთვის;
ლიცენზიის მფლობელმა უნდა გამოაქვეყნოს მოწვევის ოფერტა (რომელიც უნდა შეიცავდეს დაშვების პირობებს, გარდა ფასისა) მის ხელთ არსებულ, აუქციონზე შეძენილ სიხშირის სპექტრში საქმიანობის დაწყებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა.
ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორთან დაშვების შესახებ ხელშეკრულება გააფორმოს მსურველი პირის მომართვიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვის ვადაში (თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან), ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამის შესახებ აცნობოს კომისიას. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეებს უფლება ექნებათ მომართონ კომისიას, რომელიც დავას განიხილავს მხარეთა მორიგების სულისკვეთებით.
ამასთან კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვების ვალდებულება უნდა გავრცელდეს 2032 წლის 1 იანვრამდე.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს პირს, რომელიც აუქციონის გამოცხადების მომენტისათვის დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად არის ან აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტულ მონაკვეთზე (რადიოსიხშირულ დიაპაზონზე) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობაზე აუქციონის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი.
ზემოაღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას კომისია, უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში იღებს ოპერატორებს შორის კონკურენტული გარემოს არსებობის მნიშვნელობას, რისთვისაც ერთ-ერთ არსებით საკითხს წარმოადგენს მათ შორის სიხშირული სპექტრის - შეზღუდული სახელმწიფო რესურსის გადანაწილება. კონკურენტული გარემოს შექმნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ სიხშირული რესურსით ფლობის კუთხით არ იყოს დიდი დისბალანსი ოპერატორებს შორის, რისთვისაც საჭიროა, რომ დაწესდეს ზედა ზღვარი. აღნიშნული გათვალისწინებით, კომისია წინამდებარე აუქციონების ფარგლებში ადგენს რადიოსიხშირული რესურსის შემდეგ მაქსიმალურ ოდენობას:
ა) 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში - 40 მჰც;
გ) 2600 მჰც FDD და TDD სიხშირულ დიაპაზონში ერთობლივად - 60 მჰც;
კომისია აღნიშნავს, რომ „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ კომისიის მიერ ელექტრონული
საკომუნიკაციო მომსახურებებისა და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებულ რადიოსიხშირულ დიაპაზონში სააუქციონოდ გამოტანილი რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური უნდა დადგინდეს შესაბამისი რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთისათვის ბენჩმარკინგის ან/და ბიზნეს მოდელირების მეთოდოლოგიებით შეფასებული 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულების საფუძველზე შემდეგი ფორმულით: P= Pn*C-B სადაც: P - რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობაა ლარებში; Pn - რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთისათვის ბენჩმარკინგის ან/და ბიზნეს მოდელირების მეთოდოლოგიებით შეფასებული 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულებაა; C - ერთი ლიცენზიის ფარგლებში სააუქციონოდ გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის ერთეულთა(მჰცების) ოდენობაა; B - სააუქციონოდ გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის სავარაუდო ღირებულების (Pn*C) კომისიის მიერ, აუქციონის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული 5%-დან 20%–მდე ფასდაკლება, რომელიც დგინდება ბაზარზე არსებული მოთხოვნისა და სალიცენზიო ვალდებულებების გათვალისწინებით.
ამავე მუხლის 11 პუნქტის თანახმად ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში ეფექტიანი ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის წახალისების მიზნით, კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ სააუქციონოდ გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის სავარაუდო ღირებულებაზე დაადგინოს დამატებითი ფასდაკლება, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფასდაკლების ჩათვლით ჯამში არ უნდა აღემატებოდეს სააუქციონოდ გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის სავარაუდო ღირებულების 80%-ს. შესაბამისად, ყოველი კონკრეტული აუქციონის გამოცხადებისას კომისიას შესაძლებლობა აქვს კონკრეტული ლიცენზიისათვის განსაზღვრული სპეციფიკური მოთხოვნებისა და სალიცენზიო ვალდებულებების გაითვალისწინებით ასევე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში ეფექტიანი ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის წახალისების მიზნით განსაზღვროს 5%-დან 80%–მდე ფასდაკლება და ისე გაიანგარიშოს შესაბამისი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ კომპანია ერნსტ&იანგისგან (საქართველოს წარმომადგენლობა შპს „იუაი“) ექსპერტების დახმარებით თითოეულ სიხშირულ დიაპაზონში დაანგარიშებული 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულება შეადგენს:
ა) 2100 მჰც დიაპაზონში - 1,506 302 ლარს ბ) 2600 მჰც დიაპაზონში - 366 632 ლარს;
კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონის ლოტებისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური უნდა გაანგარიშდეს კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფორმულის შესაბამისად, ბენჩმარკინგის მეთოდოლოგიით შეფასებული 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულების საფუძველზე, სადაც რადიოსიხშირული რესურსის სავარაუდო ღირებულების პროცენტული ფასდაკლება მე-9 მუხლის პირველი და 11 პუნქტების შესაბამისად განსაზღვრული იქნება 40% - მდე ოდენობით, აქედან 20% სალიცენზიო MVNO დაშვების ვალდებულებისა და 20% გაზრდილი ხარისხის ვალდებულების (გაზრდილ ხარისხის ვალდებულებებში იგულისხმება 20 000-ზე მეტი მოსახლეობის დასახლებული პუნქტების (აღნიშნული დასახლებული პუნქტები იხილეთ დანართ 3-ში „დაფარვის ვალდებულებებში მითითებული დასახლებული პუნქტების სია“) მობილურ/უსადენო ფართოზოლოვან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა მაღალი მინიმალური სიჩქარით უზრუნველყოფა 2026 წლის პირველ მარტამდე) გათვალისწინებით, ვინაიდან მობილური/უსადენო ფართოზოლოვანი მომსახურების მაღალი სიჩქარე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. აღსანიშნავია, რომ ვალდებულების დასადგენად გამოიყენებულ იქნა ქ. თბილისში 4G (LTE) ტექნოლოგიის გამოყენებით საუკეთესო „საშუალო სპექტრული სიმკვრივის“ მქონე მობილური ოპერატორის „საშუალო სპექტრული სიმკვრივის“ მნიშვნელობა. „საშუალო სპექტრული სიმკვრივე“ (ბიტ/ჰც) არის მოცემულ ტერიტორიაზე გადმოწერის სიჩქარის საშუალო მნიშვნელობა შეფარდებული გამოყენებული სპექტრული ზოლის სიგანეზე. ხოლო ლოტზე ფასდაკლების ოდენობის განსაზღვრისას კომისიის მიერ მხედველობაში იქნა მიღებული ხარისხის გაზრდილი ვალდებულებების მიღწევისთვის საჭირო დამატებით სპექტრის ღირებულება, რაც ხარისხის ანალოგიური გაუმჯობესებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაში განსახორციელებელი ინვესტიციის ღირებულების ტოლფასია.
შესაბამისად ზემოაღნიშნული მეთოდით დათვლილმა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისმა საფასურმა:
ა) 2100 მჰც სიხშირულ ზოლში თითოეული ლოტისთვის შეადგინა - 9 037 812 ლარი; ბ) 2600 მჰც სიხშირულ ზოლში თითოეული ლოტისთვის შეადგინა - 2 199 792 ლარი;
კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონისადმი მეტი დაინტერესებისა და ჩართულობის გაზრდის მიზნით, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ლიცენზიის მაძიებელს მიეცეს არჩევის საშუალება შეიძინოს ლოტი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულებით ან ამ ვალდებულების გარეშე ან/და მაღალი მინიმალური სიჩქარის ვალდებულებით ან ამ ვალდებულების გარეშე. აღნიშნული ვალდებულების/ვალდებულებების მოხსნის სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებული იქნება, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულების ან/და მაღალი მინიმალური სიჩქარის ვალდებულების გარეშე გამოტანის შემთხვევაში.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად - რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას კომისია გასცემს აუქციონის ან კონკურსის წესით, ამ კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და კომისიის დადგენილებით დამტკიცებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების შესაბამისად. ასევე ამავე კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონის გამართვის შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც სულ ცოტა 1 თვით ადრე ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და განთავსდება ინტერნეტის ქსელში კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წარმოების დაწყების საფუძველია როგორც ლიცენზიის მაძიებლის განცხადება, ისე ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად - ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით მოაწყოს საჯარო განხილვები სალიცენზიო და სატარიფო უფლებამოსილებების განხორციელების თაობაზე. ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებამდე (გამოცემამდე) აღნიშნული წესის შესაბამისად საჯარო კონსულტაციებს გამართავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონის გამართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას.
შესაბამისად, 2025 წლის 4 სექტემბრის კომისიის №გ-25-23/445 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების მიზნით. კომისიის 2025 წლის 4 სექტემბრის №გ-25-23/445 გადაწყვეტილებით ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 21 ოქტომბერი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად კანონმდებლობით დადგენილი ვადა.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2025 წლის 21 ოქტომბრის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდნენ შპს „სელფი მობაილის“ და შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლები. ზეპირი მოსმენის სხდომაზე აღინიშნა რომ საჯარო კონსულტაციების ფარგლებში კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების პროექტთან დაკავშირებით კომენტარები წარმოადგინეს შპს „სელფი მობაილმა“ და შპს „მაგთიკომმა“. სხდომაზე კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, ნაწილობრივ გაითვალისწინოს დაინტერესებული პირის (შპს სელფი მობაილის) კომენტარი დაფარვის ვალდებულების ვადის კორექტირებასთან დაკავშირებით და ნაცვლად პროექტში მითითებული 2026 წლის პირველი მარტისა განსაზღვროს 2026 წლის 31 დეკემბრით. აღნიშნული და დაინტერესებული პირების სხვა კომენტარები, დეტალურად ასახულია კომენტარების განხილვის ცხრილში და წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.
კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ ზეპირი მოსმენა დასრულებულად ჩათვალა და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მიზანშეწონილად მიიჩნია 2025 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე.
კომისიის 2025 წლის 23 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდნენ შპს „სელფი მობაილის“ და შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 472 მუხლის მე-2 პუნქტის, 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 52-ე მუხლის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-4 - მე-7 მუხლების თანახმად კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს №1 აუქციონი მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: (2X5 მჰც) სიხშირული ზოლი 2100 მჰც FDD სიხშირული რესურსის ფარგლებში;
შენიშვნა: 2X5 მჰც სიხშირული ბლოკის შესაბამისი კონკრეტული სიხშირული რესურსი (2100 მჰც FDD სიხშირული რესურსიდან) განისაზღვრება სპექტრის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნიდან გამომდინარე, აუქციონების შედეგების და მომავალში ამავე დიაპაზონებში სპექტრის უწყვეტი განაწილების გათვალისწინებით. ამასთან, თუ შესაბამის დიაპაზონში აუქციონში გამარჯვებული პირი არ ფლობს შესაბამის სპექტრს, მაშინ უწყვეტობის პრინციპის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, სპექტრის განაწილებისას უპირატესობა მიენიჭება აუქციონ(ებ)ში უფრო დაბალი ნომრის მქონე აბსტრაქტული ლოტის შემძენი პირის მოთხოვნას. აბსტრაქტული ლოტის აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ მოთხოვნა უნდა წარმოადგინოს აუქციონში გამარჯვებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
ბ) გეოგრაფიული არეალი: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 15 წელი; დ) ტექნიკური პირობები: იხ. დანართი 1
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ე.ა) უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების შესაბამისად გამოყენება;
ე.ბ) უზრუნველყოს მობილურ/უსადენო ფართოზოლოვან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა:
ე.ბ.ა) შემდეგ დასახლებულ პუნქტებში შემდეგი გრაფიკით (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის. იხ. დანართი 4) თუ №1 აუქციონში გამარჯვებული პირი 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში უკვე ფლობს ლიცენზიას და თუ იგი აუქციონების დასრულებისას მის სარგებლობაში არსებულ ლიცენზიებთან ერთად 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში გახდება 30 მგჰ-ის მფლობელი
|
დაფარვის თარიღი/ვადა ლიცენზიის მიღებიდან |
მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტების (მოსახლეობის რაოდენობა > 20 000) თითოეული ტერიტორიის მინიმუმ: |
მინიმალური სიჩქარე (მბ/წმ) |
|
2026 წლის 31 დეკემბრამდე |
90% |
20.8 მბ/წმ |
შენიშვნა 1: დასახლებული პუნქტების სია თან ერთვის (იხ.დანართი 3). დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“ (იხ. დანართი 2);
შენიშვნა 2: აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული მინიმალური სიჩქარის ვალდებულების შეცვლა 19.5 მბ/წმ-ით. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მაღალი მინიმალური სიჩქარის და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე გამოტანის შემთხვევაში.
შენიშვნა 3: იმ შემთხვევაში თუ №1 აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონების დასრულებისას ამასთანავე იქნება №2,3,4 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ-ერთ აუქციონში გამარჯვებული პირი (ანუ გახდება 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში 40 მჰც ფლობელი) და ლიცენზიები შეძენილი ექნება მაღალი მინიმალური სიჩქარის ვალდებულებით (ანუ 20%იანი ფასდაკლების გათვალისწინებით) მაშინ მინიმალური სიჩქარე განისაზღვრება 28.65 მბ/წმ-ით; იმ შემთხვევაში თუ №1 აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონების დასრულებისას ამასთანავე იქნება №2,3,4 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ-ერთ აუქციონში გამარჯვებული პირი (ანუ გახდება 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში 40 მჰც ფლობელი) და ერთი ლიცენზია შეძენილი ექნება მაღალი მინიმალური სიჩქარის ვალდებულებით (ანუ 20%იანი ფასდაკლების გათვალისწინებით) ხოლო მეორე ლიცენზია მაღალი მინიმალური სიჩქარის და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე მაშინ მინიმალური სიჩქარე განისაზღვრება 27.3 მბ/წმ-ით; იმ შემთხვევაში თუ №1 აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონების დასრულებისას ამასთანავე იქნება №2,3,4 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ-ერთ აუქციონში გამარჯვებული პირი (ანუ გახდება 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში 40 მჰც ფლობელი) და ლიცენზიები შეძენილი ექნება მაღალი მინიმალური სიჩქარის ვალდებულების და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე მაშინ მინიმალური სიჩქარე განისაზღვრება 26 მბ/წმ-ით;
ე.ბ.ბ) შემდეგ დასახლებულ პუნქტებში შემდეგი გრაფიკით (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის. იხ. დანართი 4) თუ №1 აუქციონში გამარჯვებული პირი 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში უკვე ფლობს ლიცენზიას და თუ იგი აუქციონების დასრულებისას მის სარგებლობაში არსებულ ლიცენზიებთან ერთად 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში გახდება 40 მგჰ-ის მფლობელი

შენიშვნა 1: დასახლებული პუნქტების სია თან ერთვის (იხ.დანართი 3). დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“ (იხ. დანართი 2);
შენიშვნა 2: აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული მინიმალური სიჩქარის ვალდებულების შეცვლა 26 მბ/წმ-ით. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირულ რესურსზე მაღალი მინიმალური სიჩქარის და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე გამოტანის შემთხვევაში;
ე.ბ.გ) შემდეგ დასახლებულ პუნქტებში შემდეგი გრაფიკით (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის. იხ. დანართი 4) თუ №1 აუქციონში გამარჯვებული პირი წარმოადგენს მობილურ საკომუნიკაციო ბაზარზე ახალშემომსვლელ პირს და 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში არ ფლობს ლიცენზიას
|
დაფარვის თარიღი/ვადა ლიცენზიის მიღებიდან |
მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტების (მოსახლეობის რაოდენობა > 20 000) თითოეული ტერიტორიის მინიმუმ: |
მინიმალური სიჩქარე (მბ/წმ) |
|
2026 წლის 31 დეკემბრამდე |
90%-ში |
7.8 მბ/წმ |
შენიშვნა 1: დასახლებული პუნქტების სია თან ერთვის (იხ.დანართი 3). დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“ (იხ. დანართი 2);
შენიშვნა 2: აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული მინიმალური სიჩქარის ვალდებულების შეცვლა 6.5 მბ/წმ-ით. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მაღალი მინიმალური სიჩქარის და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე გამოტანის შემთხვევაში;
შენიშვნა 3: იმ შემთხვევაში თუ №1 აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონების დასრულებისას ამასთანავე იქნება №2,3,4 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ, ორ ან სამ აუქციონში გამარჯვებული პირი და თუ ლიცენზიები ექნება შეძენილი მაღალი მინიმალური სიჩქარის ვალდებულებით (ანუ 20%იანი ფასდაკლების გათვალისწინებით) მაშინ მინიმალური სიჩქარე განისაზღვრება ფორმულით - შეძენილი ლოტების რაოდენობა გამრავლებული 7.8 მბ/წმ-ზე; იმ შემთხვევაში თუ №1 აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონების დასრულებისას ამასთანავე იქნება №2,3,4 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ, ორ ან სამ აუქციონში გამარჯვებული პირი და თუ ლიცენზიები ექნება შეძენილი მაღალი მინიმალური სიჩქარის და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე მაშინ მინიმალური სიჩქარე განისაზღვრება ფორმულით - შეძენილი ლოტების რაოდენობა გამრავლებული 6.5 მბ/წმ-ზე; იმ შემთხვევაში თუ №1 აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონების დასრულებისას ამასთანავე იქნება №2,3,4 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ, ორ ან სამ აუქციონში გამარჯვებული პირი და თუ ლიცენზიები ექნება შეძენილი როგორც მაღალი მინიმალური სიჩქარის ვალდებულებით (ანუ 20%იანი ფასდაკლების გათვალისწინებით) ასევე მაღალი მინიმალური სიჩქარის და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე მაშინ მინიმალური სიჩქარე განისაზღვრება ლოტების შესაბამისი მბ/წმ-ების (7.8 და 6.5) დაჯამებით.
ე.გ) საერთაშორისო კოორდინაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, შეასრულოს ERC Recommendation 01-01-ით განსაზღვრული პირობები ასევე კომისიის მიერ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრისპირა ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციის შესახებ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობები ან საერთაშორისო გაერთიანებების მიერ კოორდინაციასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა ნებისმიერი რეკომენდაცია/გადაწყვეტილება. დამატებით მიაწოდოს კომისიას ინფორმაცია იმ სადგურების შესახებ რომელიც განთავსდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე.
ე.დ) რეგულარულად, წელიწადში მინიმუმ ორჯერ, წარმოადგინოს ანგარიში ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული მობილური უსადენო დაშვების ქსელის განვითარების შესახებ, რომელიც უნდა იყოს საჯარო და ქვეყნდებოდეს კომპანიის ვებ-გვერდზე ტექსტური და გრაფიკული, კერძოდ გეოგრაფიულ რუკზე დატანილი, სახით კომისიის მოთხოვნილი სიზუსტის და პარამეტრების გათვალისწინებით. ოპერატორის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მინიმუმ:
მომსახურებით დაფარვის ზონას, რომელიც გამოქვეყნების მომენტისთვის აკმაყოფილებს ვალდებულებით განსაზღვრულ ხარისხს (.SHP ფაილის ფორმატში);
დასახლებული პუნქტების ჩამონათვალს, სადაც ლიცენზიით განსაზღვრული მომსახურება აკმაყოფილებს ვალდებულებით განსაზღვრულ ხარისხს (ტექსტურ ფორმატში);
გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტის კონტროლის მიზნით კომისია იტოვებს უფლებას აწარმოოს მომსახურებით დაფარვის ზონის(ების) რეგულარული მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს ინფორმაციის დაზუსტება ლიცენზიის მფლობელისგან.
ლიცენზიის მფლობელის მიერ მომსახურების დანერგვის პროცესში, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს დეტალური ინფორმაცია ექსპლუატაციაში უკვე გაშვებული სადგურების შესახებ.
კომისიას, ასევე, შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია მშენებარე და დაგეგმილი საბაზო სადგურების ადგილმდებარეობის და ტექნიკური პარამეტრების შესახებ და მოდელირებით მიღებული ელექტრომაგნიტური ველით დაფარვის დეტალური რუკა გეოგრაფიული (.SHP) ფაილის ფორმატში, დაფარვის ვალდებულების შესრულების მიზნით გამოყენებული ყველა სიხშირისთვის. კომისია არ გაასაჯაროებს აღნიშნულ რუკას და ინფორმაციას მშენებარე და დაგეგმილი სადგურების შესახებ, კომპანიის მიერ სათანადო მომართვისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შემთხვევაში;
ე.ე) უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ მომსახურებებზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვება (მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვების პირობები, ასევე დაშვების ამ ვალდებულებასთან დაკავშირებული ყველა სხვა წინაპირობა, მოწვევის ოფერტების, შეთანხმებისა და მოლაპარაკების პროცესის ჩათვლით განმარტებულია ამ გადაწყვეტილების აღწერილობით/სამოტივაციო ნაწილში). ამ პუნქტით განსაზღვრული დაშვების ვალდებულება ძალაშია 2032 წლის 1 იანვრამდე;
შენიშვნა: აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების მოხსნა. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულების გარეშე გამოტანის შემთხვევაში.
ე.ვ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე შესაბამისი პირობების დადგომისთანავე, კომისია უფლებამოსილი იქნება დამატებითი ვადა და პირობები განუსაზღვროს ლიცენზიის მფლობელს დაფარვის ვალდებულების შესასრულებლად;
ვ) ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს დააკმაყოფილოს მომსახურების დაფარვის და ხარისხის ვალდებულებები როგორც წინამდებარე აუქციონით მოპოვებული სიხშირული ზოლებით ასევე მათი სიხშირული აგრეგირებით მის მფლობელობაში არსებულ 2100მჰც სიხშირულ რესურსთან მომსახურების ყოველი ინდივიდუალური მომხმარებლისთვის მიწოდებისას;
ზ) იმისთვის, რომ მოცემული ვადისთვის მომსახურებით დაფარვის ვალდებულება ჩაითვალოს შესრულებულად, მოთხოვნილი ხარისხის მომსახურება უნდა იყოს უზრუნველყოფილი მოცემული ვადით განსაზღვრულ მომსახურებით დაფარვის ყველა ზონისთვის. მოცემული ვალდებულებები ძალაშია ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
თ) შესაბამისი სპექტრის მობილური მომსახურების მიზნებისთვის მომავალში განაწილების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს მოსთხოვოს, ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირული ზოლის წანაცვლება იმავე რადიოსიხშირული ზოლის დიაპაზონის ფარგლებში (ლიცენზიის მოდიფიცირების გზით).
2. გამოცხადდეს №2 აუქციონი მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: (2X5 მჰც) სიხშირული ზოლი 2100 მჰც FDD სიხშირული რესურსის ფარგლებში;
შენიშვნა: 2X5 მჰც სიხშირული ბლოკის შესაბამისი კონკრეტული სიხშირული რესურსი (2100 მჰც FDD სიხშირული რესურსიდან) განისაზღვრება სპექტრის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნიდან გამომდინარე, აუქციონების შედეგების და მომავალში ამავე დიაპაზონებში სპექტრის უწყვეტი განაწილების გათვალისწინებით. ამასთან, თუ შესაბამის დიაპაზონში აუქციონში გამარჯვებული პირი არ ფლობს შესაბამის სპექტრს, მაშინ უწყვეტობის პრინციპის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, სპექტრის განაწილებისას უპირატესობა მიენიჭება აუქციონ(ებ)ში უფრო დაბალი ნომრის მქონე აბსტრაქტული ლოტის შემძენი პირის მოთხოვნას. აბსტრაქტული ლოტის აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ მოთხოვნა უნდა წარმოადგინოს აუქციონში გამარჯვებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
ბ) გეოგრაფიული არეალი: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 15 წელი; დ) ტექნიკური პირობები: იხ. დანართი 1
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ე.ა) უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის წინამდებარე გადაწყვეტილების მეორე პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების შესაბამისად გამოყენება;
ე.ბ) უზრუნველყოს მობილურ/უსადენო ფართოზოლოვან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა:
ე.ბ.ა) შემდეგ დასახლებულ პუნქტებში შემდეგი გრაფიკით (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის. იხ. დანართი 4) თუ №2 აუქციონში გამარჯვებული პირი 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში უკვე ფლობს ლიცენზიას და თუ იგი აუქციონების დასრულებისას მის სარგებლობაში არსებულ ლიცენზიებთან ერთად 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში გახდება 30 მგჰ-ის მფლობელი
|
დაფარვის თარიღი/ვადა ლიცენზიის მიღებიდან |
მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტების (მოსახლეობის რაოდენობა > 20 000) თითოეული ტერიტორიის მინიმუმ: |
მინიმალური სიჩქარე (მბ/წმ) |
|
2026 წლის 31 დეკემბრამდე |
90%-ში |
20.8 მბ/წმ |
შენიშვნა 1: დასახლებული პუნქტების სია თან ერთვის (იხ.დანართი 3). დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“ (იხ. დანართი 2);
შენიშვნა 2: აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული მინიმალური სიჩქარის ვალდებულების შეცვლა 19.5 მბ/წმ-ით. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მაღალი მინიმალური სიჩქარის და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე გამოტანის შემთხვევაში.
შენიშვნა 3: იმ შემთხვევაში თუ №2 აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონების დასრულებისას ამასთანავე იქნება №1,3,4 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ-ერთ აუქციონში გამარჯვებული პირი (ანუ გახდება 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში 40 მჰც ფლობელი) და ლიცენზიები შეძენილი ექნება მაღალი მინიმალური სიჩქარის ვალდებულებით (ანუ 20%იანი ფასდაკლების გათვალისწინებით) მაშინ მინიმალური სიჩქარე განისაზღვრება 28.65 მბ/წმ-ით; იმ შემთხვევაში თუ №2 აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონების დასრულებისას ამასთანავე იქნება №1,3,4 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ-ერთ აუქციონში გამარჯვებული პირი (ანუ გახდება 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში 40 მჰც ფლობელი) და ერთი ლიცენზია შეძენილი ექნება მაღალი მინიმალური სიჩქარის ვალდებულებით (ანუ 20%იანი ფასდაკლების გათვალისწინებით) ხოლო მეორე ლიცენზია მაღალი მინიმალური სიჩქარის და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე მაშინ მინიმალური სიჩქარე განისაზღვრება 27.3 მბ/წმ-ით; იმ შემთხვევაში თუ №2 აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონების დასრულებისას ამასთანავე იქნება №2,3,4 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ-ერთ აუქციონში გამარჯვებული პირი (ანუ გახდება 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში 40 მჰც ფლობელი) და ლიცენზიები შეძენილი ექნება მაღალი მინიმალური სიჩქარის ვალდებულების და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე მაშინ მინიმალური სიჩქარე განისაზღვრება 26 მბ/წმ-ით;
ე.ბ.ბ) შემდეგ დასახლებულ პუნქტებში შემდეგი გრაფიკით (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის. იხ. დანართი 4) თუ №2 აუქციონში გამარჯვებული პირი 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში უკვე ფლობს ლიცენზიას და თუ იგი აუქციონების დასრულებისას მის სარგებლობაში არსებულ ლიცენზიებთან ერთად 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში გახდება 40 მგჰ-ის მფლობელი
|
დაფარვის თარიღი/ვადა ლიცენზიის მიღებიდან |
მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტების (მოსახლეობის რაოდენობა > 20 000) თითოეული ტერიტორიის მინიმუმ: |
მინიმალური სიჩქარე (მბ/წმ) |
|
2026 წლის 31 დეკემბრამდე |
90%-ში |
27.3 მბ/წმ |
შენიშვნა 1: დასახლებული პუნქტების სია თან ერთვის (იხ.დანართი 3). დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“ (იხ. დანართი 2);
შენიშვნა 2: აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული მინიმალური სიჩქარის ვალდებულების შეცვლა 26 მბ/წმ-ით. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირულ რესურსზე მაღალი მინიმალური სიჩქარის და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე გამოტანის შემთხვევაში;
ე.ბ.გ) შემდეგ დასახლებულ პუნქტებში შემდეგი გრაფიკით (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის. იხ. დანართი 4) თუ №2 აუქციონში გამარჯვებული პირი წარმოადგენს მობილურ საკომუნიკაციო ბაზარზე ახალშემომსვლელ პირს და 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში არ ფლობს ლიცენზიას
|
დაფარვის თარიღი/ვადა ლიცენზიის მიღებიდან |
მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტების (მოსახლეობის რაოდენობა > 20 000) თითოეული ტერიტორიის მინიმუმ: |
მინიმალური სიჩქარე (მბ/წმ) |
|
2026 წლის 31 დეკემბრამდე |
90%-ში |
7.8 მბ/წმ |
შენიშვნა 1: დასახლებული პუნქტების სია თან ერთვის (იხ.დანართი 3). დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“ (იხ. დანართი 2);
შენიშვნა 2: აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული მინიმალური სიჩქარის ვალდებულების შეცვლა 6.5 მბ/წმ-ით. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მაღალი მინიმალური სიჩქარის და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე გამოტანის შემთხვევაში.
შენიშვნა 3: იმ შემთხვევაში თუ №2 აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონების დასრულებისას ამასთანავე იქნება №1,3,4 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ, ორ ან სამ აუქციონში გამარჯვებული პირი და თუ ლიცენზიები ექნება შეძენილი მაღალი მინიმალური სიჩქარის ვალდებულებით (ანუ 20%იანი ფასდაკლების გათვალისწინებით) მაშინ მინიმალური სიჩქარე განისაზღვრება ფორმულით - შეძენილი ლოტების რაოდენობა გამრავლებული 7.8 მბ/წმ-ზე; იმ შემთხვევაში თუ №2 აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონების დასრულებისას ამასთანავე იქნება №1,3,4 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ, ორ ან სამ აუქციონში გამარჯვებული პირი და თუ ლიცენზიები შეძენილი ექნება მაღალი მინიმალური სიჩქარის და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე მაშინ მინიმალური სიჩქარე განისაზღვრება ფორმულით - შეძენილი ლოტების რაოდენობა გამრავლებული 6.5 მბ/წმ-ზე; იმ შემთხვევაში თუ №2 აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონების დასრულებისას ამასთანავე იქნება №1,3,4 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ, ორ ან სამ აუქციონში გამარჯვებული პირი და თუ ლიცენზიები ექნება შეძენილი როგორც მაღალი მინიმალური სიჩქარის ვალდებულებით (ანუ 20%იანი ფასდაკლების გათვალისწინებით) ასევე მაღალი მინიმალური სიჩქარის და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე მაშინ მინიმალური სიჩქარე განისაზღვრება ლოტების შესაბამისი მბ/წმ-ების (7.8 და 6.5) დაჯამებით.
ე.გ) საერთაშორისო კოორდინაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, შეასრულოს ERC Recommendation 01-01-ით განსაზღვრული პირობები ასევე კომისიის მიერ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრისპირა ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციის შესახებ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობები ან საერთაშორისო გაერთიანებების მიერ კოორდინაციასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა ნებისმიერი რეკომენდაცია/გადაწყვეტილება. დამატებით მიაწოდოს კომისიას ინფორმაცია იმ სადგურების შესახებ რომელიც განთავსდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე.
ე.დ) რეგულარულად, წელიწადში მინიმუმ ორჯერ, წარმოადგინოს ანგარიში ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული მობილური უსადენო დაშვების ქსელის განვითარების შესახებ, რომელიც უნდა იყოს საჯარო და ქვეყნდებოდეს კომპანიის ვებ-გვერდზე ტექსტური და გრაფიკული, კერძოდ გეოგრაფიულ რუკზე დატანილი, სახით კომისიის მოთხოვნილი სიზუსტის და პარამეტრების გათვალისწინებით. ოპერატორის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მინიმუმ:
მომსახურებით დაფარვის ზონას, რომელიც გამოქვეყნების მომენტისთვის აკმაყოფილებს ვალდებულებით განსაზღვრულ ხარისხს (.SHP ფაილის ფორმატში);
დასახლებული პუნქტების ჩამონათვალს, სადაც ლიცენზიით განსაზღვრული მომსახურება აკმაყოფილებს ვალდებულებით განსაზღვრულ ხარისხს (ტექსტურ ფორმატში);
გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტის კონტროლის მიზნით კომისია იტოვებს უფლებას აწარმოოს მომსახურებით დაფარვის ზონის(ების) რეგულარული მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს ინფორმაციის დაზუსტება ლიცენზიის მფლობელისგან.
ლიცენზიის მფლობელის მიერ მომსახურების დანერგვის პროცესში, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს დეტალური ინფორმაცია ექსპლუატაციაში უკვე გაშვებული სადგურების შესახებ.
კომისიას, ასევე, შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია მშენებარე და დაგეგმილი საბაზო სადგურების ადგილმდებარეობის და ტექნიკური პარამეტრების შესახებ და მოდელირებით მიღებული ელექტრომაგნიტური ველით დაფარვის დეტალური რუკა გეოგრაფიული (.SHP) ფაილის ფორმატში, დაფარვის ვალდებულების შესრულების მიზნით გამოყენებული ყველა სიხშირისთვის. კომისია არ გაასაჯაროებს აღნიშნულ რუკას და ინფორმაციას მშენებარე და დაგეგმილი სადგურების შესახებ, კომპანიის მიერ სათანადო მომართვისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შემთხვევაში;
ე.ე) უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ მომსახურებებზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვება (მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვების პირობები, ასევე დაშვების ამ ვალდებულებასთან დაკავშირებული ყველა სხვა წინაპირობა, მოწვევის ოფერტების, შეთანხმებისა და მოლაპარაკების პროცესის ჩათვლით განმარტებულია ამ გადაწყვეტილების აღწერილობით/სამოტივაციო ნაწილში). ამ პუნქტით განსაზღვრული დაშვების ვალდებულება ძალაშია 2032 წლის 1 იანვრამდე;
შენიშვნა: აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების მოხსნა. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულების გარეშე გამოტანის შემთხვევაში.
ე.ვ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე შესაბამისი პირობების დადგომისთანავე, კომისია უფლებამოსილი იქნება დამატებითი ვადა და პირობები განუსაზღვროს ლიცენზიის მფლობელს დაფარვის ვალდებულების შესასრულებლად;
ვ) ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს დააკმაყოფილოს მომსახურების დაფარვის და ხარისხის ვალდებულებები როგორც წინამდებარე აუქციონით მოპოვებული სიხშირული ზოლებით ასევე მათი სიხშირული აგრეგირებით მის მფლობელობაში არსებულ 2100მჰც სიხშირულ რესურსთან მომსახურების ყოველი ინდივიდუალური მომხმარებლისთვის მიწოდებისას;
ზ) იმისთვის, რომ მოცემული ვადისთვის მომსახურებით დაფარვის ვალდებულება ჩაითვალოს შესრულებულად, მოთხოვნილი ხარისხის მომსახურება უნდა იყოს უზრუნველყოფილი მოცემული ვადით განსაზღვრულ მომსახურებით დაფარვის ყველა ზონისთვის. მოცემული ვალდებულებები ძალაშია ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
თ) შესაბამისი სპექტრის მობილური მომსახურების მიზნებისთვის მომავალში განაწილების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს მოსთხოვოს, ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირული ზოლის წანაცვლება იმავე რადიოსიხშირული ზოლის დიაპაზონის ფარგლებში (ლიცენზიის მოდიფიცირების გზით).
3. გამოცხადდეს №3 აუქციონი მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: (2X5 მჰც) სიხშირული ზოლი 2100 მჰც FDD სიხშირული რესურსის ფარგლებში;
შენიშვნა: 2X5 მჰც სიხშირული ბლოკის შესაბამისი კონკრეტული სიხშირული რესურსი (2100 მჰც FDD სიხშირული რესურსიდან) განისაზღვრება სპექტრის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნიდან გამომდინარე, აუქციონების შედეგების და მომავალში ამავე დიაპაზონებში სპექტრის უწყვეტი განაწილების გათვალისწინებით. ამასთან, თუ შესაბამის დიაპაზონში აუქციონში გამარჯვებული პირი არ ფლობს შესაბამის სპექტრს, მაშინ უწყვეტობის პრინციპის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, სპექტრის განაწილებისას უპირატესობა მიენიჭება აუქციონ(ებ)ში უფრო დაბალი ნომრის მქონე აბსტრაქტული ლოტის შემძენი პირის მოთხოვნას. აბსტრაქტული ლოტის აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ მოთხოვნა უნდა წარმოადგინოს აუქციონში გამარჯვებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
ბ) გეოგრაფიული არეალი: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 15 წელი; დ) ტექნიკური პირობები: იხ. დანართი 1
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ე.ა) უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის წინამდებარე გადაწყვეტილების მესამე პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების შესაბამისად გამოყენება;
ე.ბ) უზრუნველყოს მობილურ/უსადენო ფართოზოლოვან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა:
ე.ბ.ა) შემდეგ დასახლებულ პუნქტებში შემდეგი გრაფიკით (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის. იხ. დანართი 4) თუ №3 აუქციონში გამარჯვებული პირი 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში უკვე ფლობს ლიცენზიას და თუ იგი აუქციონების დასრულებისას მის სარგებლობაში არსებულ ლიცენზიებთან ერთად 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში გახდება 30 მგჰ-ის მფლობელი
|
დაფარვის თარიღი/ვადა ლიცენზიის მიღებიდან |
მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტების (მოსახლეობის რაოდენობა > 20 000) თითოეული ტერიტორიის მინიმუმ: |
მინიმალური სიჩქარე (მბ/წმ) |
|
2026 წლის 31 დეკემბრამდე |
90%-ში |
20.8 მბ/წმ |
შენიშვნა 1: დასახლებული პუნქტების სია თან ერთვის (იხ.დანართი 3). დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“ (იხ. დანართი 2);
შენიშვნა 2: აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული მინიმალური სიჩქარის ვალდებულების შეცვლა 19.5 მბ/წმ-ით. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მაღალი მინიმალური სიჩქარის და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე გამოტანის შემთხვევაში.
შენიშვნა 3: იმ შემთხვევაში თუ №3 აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონების დასრულებისას ამასთანავე იქნება №1,2,4 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ-ერთ აუქციონში გამარჯვებული პირი (ანუ გახდება 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში 40 მჰც ფლობელი) და ლიცენზიები შეძენილი ექნება მაღალი მინიმალური სიჩქარის ვალდებულებით (ანუ 20%იანი ფასდაკლების გათვალისწინებით) მაშინ მინიმალური სიჩქარე განისაზღვრება
28.65 მბ/წმ-ით; იმ შემთხვევაში თუ №3 აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონების დასრულებისას ამასთანავე იქნება №1,2,4 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ-ერთ აუქციონში გამარჯვებული პირი (ანუ გახდება
2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში 40 მჰც ფლობელი) და ერთი ლიცენზია შეძენილი ექნება მაღალი მინიმალური სიჩქარის ვალდებულებით (ანუ 20%იანი ფასდაკლების გათვალისწინებით) ხოლო მეორე ლიცენზია მაღალი მინიმალური სიჩქარის და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე მაშინ მინიმალური სიჩქარე განისაზღვრება 27.3 მბ/წმ-ით; იმ შემთხვევაში თუ №3 აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონების დასრულებისას ამასთანავე იქნება №1,2,4 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ-ერთ აუქციონში გამარჯვებული პირი (ანუ გახდება 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში 40 მჰც ფლობელი) და ლიცენზიები შეძენილი ექნება მაღალი მინიმალური სიჩქარის ვალდებულების და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე მაშინ მინიმალური სიჩქარე განისაზღვრება 26 მბ/წმ-ით;
ე.ბ.ბ) შემდეგ დასახლებულ პუნქტებში შემდეგი გრაფიკით (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის. იხ. დანართი 4) თუ №3 აუქციონში გამარჯვებული პირი 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში უკვე ფლობს ლიცენზიას და თუ იგი აუქციონების დასრულებისას მის სარგებლობაში არსებულ ლიცენზიებთან ერთად 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში გახდება 40 მგჰ-ის მფლობელი
|
დაფარვის თარიღი/ვადა ლიცენზიის მიღებიდან |
მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტების (მოსახლეობის რაოდენობა > 20 000) თითოეული ტერიტორიის მინიმუმ: |
მინიმალური სიჩქარე (მბ/წმ) |
|
2026 წლის 31 დეკემბრამდე |
90%-ში |
27.3 მბ/წმ |
შენიშვნა 1: დასახლებული პუნქტების სია თან ერთვის (იხ.დანართი 3). დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“ (იხ. დანართი 2);
შენიშვნა 2: აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული მინიმალური სიჩქარის ვალდებულების შეცვლა 26 მბ/წმ-ით. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირულ რესურსზე მაღალი მინიმალური სიჩქარის და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე გამოტანის შემთხვევაში;
ე.ბ.გ) შემდეგ დასახლებულ პუნქტებში შემდეგი გრაფიკით (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის. იხ. დანართი 4) თუ №3 აუქციონში გამარჯვებული პირი წარმოადგენს მობილურ საკომუნიკაციო ბაზარზე ახალშემომსვლელ პირს და 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში არ ფლობს ლიცენზიას
|
დაფარვის თარიღი/ვადა ლიცენზიის მიღებიდან |
მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტების (მოსახლეობის რაოდენობა > 20 000) თითოეული ტერიტორიის მინიმუმ: |
მინიმალური სიჩქარე (მბ/წმ) |
|
2026 წლის 31 დეკემბრამდე |
90%-ში |
7.8 მბ/წმ |
შენიშვნა 1: დასახლებული პუნქტების სია თან ერთვის (იხ.დანართი 3). დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“ (იხ. დანართი 2);
შენიშვნა 2: აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული მინიმალური სიჩქარის ვალდებულების შეცვლა 6.5 მბ/წმ-ით. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მაღალი მინიმალური სიჩქარის და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე გამოტანის შემთხვევაში;
შენიშვნა 3: იმ შემთხვევაში თუ №3 აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონების დასრულებისას ამასთანავე იქნება №1,2,4 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ, ორ ან სამ აუქციონში გამარჯვებული პირი და თუ ლიცენზიები ექნება შეძენილი მაღალი მინიმალური სიჩქარის ვალდებულებით (ანუ 20%იანი ფასდაკლების გათვალისწინებით) მაშინ მინიმალური სიჩქარე განისაზღვრება ფორმულით - შეძენილი ლოტების რაოდენობა გამრავლებული 7.8 მბ/წმ-ზე; იმ შემთხვევაში თუ №3 აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონების დასრულებისას ამასთანავე იქნება №1,2,4 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ, ორ ან სამ აუქციონში გამარჯვებული პირი და თუ ლიცენზიები შეძენილი ექნება მაღალი მინიმალური სიჩქარის და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე მაშინ მინიმალური სიჩქარე განისაზღვრება ფორმულით - შეძენილი ლოტების რაოდენობა გამრავლებული 6.5 მბ/წმ-ზე; იმ შემთხვევაში თუ №3 აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონების დასრულებისას ამასთანავე იქნება №1,2,4 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ, ორ ან სამ აუქციონში გამარჯვებული პირი და თუ ლიცენზიები ექნება შეძენილი როგორც მაღალი მინიმალური სიჩქარის ვალდებულებით (ანუ 20%იანი ფასდაკლების გათვალისწინებით) ასევე მაღალი მინიმალური სიჩქარის და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე მაშინ მინიმალური სიჩქარე განისაზღვრება ლოტების შესაბამისი მბ/წმ-ების (7.8 და 6.5) დაჯამებით.
ე.გ) საერთაშორისო კოორდინაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, შეასრულოს ERC Recommendation 01-01-ით განსაზღვრული პირობები ასევე კომისიის მიერ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრისპირა ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციის შესახებ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობები ან საერთაშორისო გაერთიანებების მიერ კოორდინაციასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა ნებისმიერი რეკომენდაცია/გადაწყვეტილება. დამატებით მიაწოდოს კომისიას ინფორმაცია იმ სადგურების შესახებ რომელიც განთავსდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე.
ე.დ) რეგულარულად, წელიწადში მინიმუმ ორჯერ, წარმოადგინოს ანგარიში ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული მობილური უსადენო დაშვების ქსელის განვითარების შესახებ, რომელიც უნდა იყოს საჯარო და ქვეყნდებოდეს კომპანიის ვებ-გვერდზე ტექსტური და გრაფიკული, კერძოდ გეოგრაფიულ რუკზე დატანილი, სახით კომისიის მოთხოვნილი სიზუსტის და პარამეტრების გათვალისწინებით. ოპერატორის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მინიმუმ:
მომსახურებით დაფარვის ზონას, რომელიც გამოქვეყნების მომენტისთვის აკმაყოფილებს ვალდებულებით განსაზღვრულ ხარისხს (.SHP ფაილის ფორმატში);
დასახლებული პუნქტების ჩამონათვალს, სადაც ლიცენზიით განსაზღვრული მომსახურება აკმაყოფილებს ვალდებულებით განსაზღვრულ ხარისხს (ტექსტურ ფორმატში);
გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტის კონტროლის მიზნით კომისია იტოვებს უფლებას აწარმოოს მომსახურებით დაფარვის ზონის(ების) რეგულარული მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს ინფორმაციის დაზუსტება ლიცენზიის მფლობელისგან.
ლიცენზიის მფლობელის მიერ მომსახურების დანერგვის პროცესში, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს დეტალური ინფორმაცია ექსპლუატაციაში უკვე გაშვებული სადგურების შესახებ.
კომისიას, ასევე, შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია მშენებარე და დაგეგმილი საბაზო სადგურების ადგილმდებარეობის და ტექნიკური პარამეტრების შესახებ და მოდელირებით მიღებული ელექტრომაგნიტური ველით დაფარვის დეტალური რუკა გეოგრაფიული (.SHP) ფაილის ფორმატში, დაფარვის ვალდებულების შესრულების მიზნით გამოყენებული ყველა სიხშირისთვის. კომისია არ გაასაჯაროებს აღნიშნულ რუკას და ინფორმაციას მშენებარე და დაგეგმილი სადგურების შესახებ, კომპანიის მიერ სათანადო მომართვისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შემთხვევაში;
ე.ე) უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ მომსახურებებზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვება (მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვების პირობები, ასევე დაშვების ამ ვალდებულებასთან დაკავშირებული ყველა სხვა წინაპირობა, მოწვევის ოფერტების, შეთანხმებისა და მოლაპარაკების პროცესის ჩათვლით განმარტებულია ამ გადაწყვეტილების აღწერილობით/სამოტივაციო ნაწილში). ამ პუნქტით განსაზღვრული დაშვების ვალდებულება ძალაშია 2032 წლის 1 იანვრამდე;
შენიშვნა: აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების მოხსნა. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულების გარეშე გამოტანის შემთხვევაში.
ე.ვ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე შესაბამისი პირობების დადგომისთანავე, კომისია უფლებამოსილი იქნება დამატებითი ვადა და პირობები განუსაზღვროს ლიცენზიის მფლობელს დაფარვის ვალდებულების შესასრულებლად;
ვ) ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს დააკმაყოფილოს მომსახურების დაფარვის და ხარისხის ვალდებულებები როგორც წინამდებარე აუქციონით მოპოვებული სიხშირული ზოლებით ასევე მათი სიხშირული აგრეგირებით მის მფლობელობაში არსებულ 2100მჰც სიხშირულ რესურსთან მომსახურების ყოველი ინდივიდუალური მომხმარებლისთვის მიწოდებისას;
ზ) იმისთვის, რომ მოცემული ვადისთვის მომსახურებით დაფარვის ვალდებულება ჩაითვალოს შესრულებულად, მოთხოვნილი ხარისხის მომსახურება უნდა იყოს უზრუნველყოფილი მოცემული ვადით განსაზღვრულ მომსახურებით დაფარვის ყველა ზონისთვის. მოცემული ვალდებულებები ძალაშია ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
თ) შესაბამისი სპექტრის მობილური მომსახურების მიზნებისთვის მომავალში განაწილების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს მოსთხოვოს, ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირული ზოლის წანაცვლება იმავე რადიოსიხშირული ზოლის დიაპაზონის ფარგლებში (ლიცენზიის მოდიფიცირების გზით).
4. გამოცხადდეს №4 აუქციონი მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: (2X5 მჰც) სიხშირული ზოლი 2100 მჰც FDD სიხშირული რესურსის ფარგლებში;
შენიშვნა: 2X5 მჰც სიხშირული ბლოკის შესაბამისი კონკრეტული სიხშირული რესურსი (2100 მჰც FDD სიხშირული რესურსიდან) განისაზღვრება სპექტრის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნიდან გამომდინარე, აუქციონების შედეგების და მომავალში ამავე დიაპაზონებში სპექტრის უწყვეტი განაწილების გათვალისწინებით. ამასთან, თუ შესაბამის დიაპაზონში აუქციონში გამარჯვებული პირი არ ფლობს შესაბამის სპექტრს, მაშინ უწყვეტობის პრინციპის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, სპექტრის განაწილებისას უპირატესობა მიენიჭება აუქციონ(ებ)ში უფრო დაბალი ნომრის მქონე აბსტრაქტული ლოტის შემძენი პირის მოთხოვნას. აბსტრაქტული ლოტის აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ მოთხოვნა უნდა წარმოადგინოს აუქციონში გამარჯვებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
ბ) გეოგრაფიული არეალი: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 15 წელი; დ) ტექნიკური პირობები: იხ. დანართი 1
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ე.ა) უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის წინამდებარე გადაწყვეტილების მეოთხე პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების შესაბამისად გამოყენება;
ე.ბ) უზრუნველყოს მობილურ/უსადენო ფართოზოლოვან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა:
ე.ბ.ა) შემდეგ დასახლებულ პუნქტებში შემდეგი გრაფიკით (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის. იხ. დანართი 4) თუ №4 აუქციონში გამარჯვებული პირი 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში უკვე ფლობს ლიცენზიას და თუ იგი აუქციონების დასრულებისას მის სარგებლობაში არსებულ ლიცენზიებთან ერთად 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში გახდება 30 მგჰ-ის მფლობელი
|
დაფარვის თარიღი/ვადა ლიცენზიის მიღებიდან |
მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტების (მოსახლეობის რაოდენობა > 20 000) თითოეული ტერიტორიის მინიმუმ: |
მინიმალური სიჩქარე (მბ/წმ) |
|
2026 წლის 31 დეკემბრამდე |
90%-ში |
20.8 მბ/წმ |
შენიშვნა 1: დასახლებული პუნქტების სია თან ერთვის (იხ.დანართი 3). დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“ (იხ. დანართი 2);
შენიშვნა 2: აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული მინიმალური სიჩქარის ვალდებულების შეცვლა 19.5 მბ/წმ-ით. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მაღალი მინიმალური სიჩქარის და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე გამოტანის შემთხვევაში.
შენიშვნა 23 იმ შემთხვევაში თუ №4 აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონების დასრულებისას ამასთანავე იქნება №1,2,3 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ-ერთ აუქციონში გამარჯვებული პირი (ანუ გახდება 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში 40 მჰც ფლობელი) და ლიცენზიები შეძენილი ექნება მაღალი მინიმალური სიჩქარის ვალდებულებით (ანუ 20%იანი ფასდაკლების გათვალისწინებით) მაშინ მინიმალური სიჩქარე განისაზღვრება
28.65 მბ/წმ-ით; იმ შემთხვევაში თუ №4 აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონების დასრულებისას ამასთანავე იქნება №1,2,3 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ-ერთ აუქციონში გამარჯვებული პირი (ანუ გახდება 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში 40 მჰც ფლობელი) და ერთი ლიცენზია შეძენილი ექნება მაღალი მინიმალური სიჩქარის ვალდებულებით (ანუ 20%იანი ფასდაკლების გათვალისწინებით) ხოლო მეორე ლიცენზია მაღალი მინიმალური სიჩქარის და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე მაშინ მინიმალური სიჩქარე განისაზღვრება 27.3 მბ/წმ-ით; იმ შემთხვევაში თუ №4 აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონების დასრულებისას ამასთანავე იქნება №1,2,3 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ-ერთ აუქციონში გამარჯვებული პირი (ანუ გახდება 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში 40 მჰც ფლობელი) და ლიცენზიები შეძენილი ექნება მაღალი მინიმალური სიჩქარის ვალდებულების და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე მაშინ მინიმალური სიჩქარე განისაზღვრება 26 მბ/წმ-ით;
ე.ბ.ბ) შემდეგ დასახლებულ პუნქტებში შემდეგი გრაფიკით (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის. იხ. დანართი 4) თუ №4 აუქციონში გამარჯვებული პირი 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში უკვე ფლობს ლიცენზიას და თუ იგი აუქციონების დასრულებისას მის სარგებლობაში არსებულ ლიცენზიებთან ერთად 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში გახდება 40 მგჰ-ის მფლობელი
|
დაფარვის თარიღი/ვადა ლიცენზიის მიღებიდან |
მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტების (მოსახლეობის რაოდენობა > 20 000) თითოეული ტერიტორიის მინიმუმ: |
მინიმალური სიჩქარე (მბ/წმ) |
|
2026 წლის 31 დეკემბრამდე |
90%-ში |
27.3 მბ/წმ |
შენიშვნა 1: დასახლებული პუნქტების სია თან ერთვის (იხ.დანართი 3). დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“ (იხ. დანართი 2);
შენიშვნა 2: აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული მინიმალური სიჩქარის ვალდებულების შეცვლა 26 მბ/წმ-ით. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირულ რესურსზე მაღალი მინიმალური სიჩქარის და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე გამოტანის შემთხვევაში;
ე.ბ.გ) შემდეგ დასახლებულ პუნქტებში შემდეგი გრაფიკით (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის. იხ. დანართი 4) თუ №4 აუქციონში გამარჯვებული პირი წარმოადგენს მობილურ საკომუნიკაციო ბაზარზე ახალშემომსვლელ პირს და 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში არ ფლობს ლიცენზიას
|
დაფარვის თარიღი/ვადა ლიცენზიის მიღებიდან |
მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტების (მოსახლეობის რაოდენობა > 20 000) თითოეული ტერიტორიის მინიმუმ: |
მინიმალური სიჩქარე (მბ/წმ) |
|
2026 წლის 31 დეკემბრამდე |
90%-ში |
7.8 მბ/წმ |
შენიშვნა 1: დასახლებული პუნქტების სია თან ერთვის (იხ.დანართი 3). დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“ (იხ. დანართი 2);
შენიშვნა 2: აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული მინიმალური სიჩქარის ვალდებულების შეცვლა 6.5 მბ/წმ-ით. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მაღალი მინიმალური სიჩქარის და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე გამოტანის შემთხვევაში;
შენიშვნა 3: იმ შემთხვევაში თუ №4 აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონების დასრულებისას ამასთანავე იქნება №1,2,3 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ, ორ ან სამ აუქციონში გამარჯვებული პირი და თუ ლიცენზიები ექნება შეძენილი მაღალი მინიმალური სიჩქარის ვალდებულებით (ანუ 20%იანი ფასდაკლების გათვალისწინებით) მაშინ მინიმალური სიჩქარე განისაზღვრება ფორმულით - შეძენილი ლოტების რაოდენობა გამრავლებული 7.8 მბ/წმ-ზე; იმ შემთხვევაში თუ №4 აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონების დასრულებისას ამასთანავე იქნება №1,2,3 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ, ორ ან სამ აუქციონში გამარჯვებული პირი და თუ ლიცენზიები ექნება მაღალი მინიმალური სიჩქარის და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე, მაშინ მინიმალური სიჩქარე განისაზღვრება ფორმულით - შეძენილი ლოტების რაოდენობა გამრავლებული 6.5 მბ/წმ- ზე; იმ შემთხვევაში თუ №4 აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონების დასრულებისას ამასთანავე იქნება
№1,2,3 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ, ორ ან სამ აუქციონში გამარჯვებული პირი და თუ ლიცენზიები ექნება შეძენილი როგორც მაღალი მინიმალური სიჩქარის ვალდებულებით (ანუ 20%იანი ფასდაკლების გათვალისწინებით) ასევე მაღალი მინიმალური სიჩქარის და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე მაშინ მინიმალური სიჩქარე განისაზღვრება ლოტის შესაბამისი მბ/წმ-ების (7.8 და 6.5) დაჯამებით.
ე.გ) საერთაშორისო კოორდინაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, შეასრულოს ERC Recommendation 01-01-ით განსაზღვრული პირობები ასევე კომისიის მიერ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრისპირა ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციის შესახებ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობები ან საერთაშორისო გაერთიანებების მიერ კოორდინაციასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა ნებისმიერი რეკომენდაცია/გადაწყვეტილება. დამატებით მიაწოდოს კომისიას ინფორმაცია იმ სადგურების შესახებ რომელიც განთავსდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე.
ე.დ) რეგულარულად, წელიწადში მინიმუმ ორჯერ, წარმოადგინოს ანგარიში ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული მობილური უსადენო დაშვების ქსელის განვითარების შესახებ, რომელიც უნდა იყოს საჯარო და ქვეყნდებოდეს კომპანიის ვებ-გვერდზე ტექსტური და გრაფიკული, კერძოდ გეოგრაფიულ რუკზე დატანილი, სახით კომისიის მოთხოვნილი სიზუსტის და პარამეტრების გათვალისწინებით. ოპერატორის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მინიმუმ:
მომსახურებით დაფარვის ზონას, რომელიც გამოქვეყნების მომენტისთვის აკმაყოფილებს ვალდებულებით განსაზღვრულ ხარისხს (.SHP ფაილის ფორმატში);
დასახლებული პუნქტების ჩამონათვალს, სადაც ლიცენზიით განსაზღვრული მომსახურება აკმაყოფილებს ვალდებულებით განსაზღვრულ ხარისხს (ტექსტურ ფორმატში);
გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტის კონტროლის მიზნით კომისია იტოვებს უფლებას აწარმოოს მომსახურებით დაფარვის ზონის(ების) რეგულარული მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს ინფორმაციის დაზუსტება ლიცენზიის მფლობელისგან.
ლიცენზიის მფლობელის მიერ მომსახურების დანერგვის პროცესში, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს დეტალური ინფორმაცია ექსპლუატაციაში უკვე გაშვებული სადგურების შესახებ.
კომისიას, ასევე, შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია მშენებარე და დაგეგმილი საბაზო სადგურების ადგილმდებარეობის და ტექნიკური პარამეტრების შესახებ და მოდელირებით მიღებული ელექტრომაგნიტური ველით დაფარვის დეტალური რუკა გეოგრაფიული (.SHP) ფაილის ფორმატში, დაფარვის ვალდებულების შესრულების მიზნით გამოყენებული ყველა სიხშირისთვის. კომისია არ გაასაჯაროებს აღნიშნულ რუკას და ინფორმაციას მშენებარე და დაგეგმილი სადგურების შესახებ, კომპანიის მიერ სათანადო მომართვისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შემთხვევაში;
ე.ე) უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ მომსახურებებზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვება (მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვების პირობები, ასევე დაშვების ამ ვალდებულებასთან დაკავშირებული ყველა სხვა წინაპირობა, მოწვევის ოფერტების, შეთანხმებისა და მოლაპარაკების პროცესის ჩათვლით განმარტებულია ამ გადაწყვეტილების აღწერილობით/სამოტივაციო ნაწილში). ამ პუნქტით განსაზღვრული დაშვების ვალდებულება ძალაშია 2032 წლის 1 იანვრამდე;
შენიშვნა: აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების მოხსნა. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულების გარეშე გამოტანის შემთხვევაში.
ე.ვ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე შესაბამისი პირობების დადგომისთანავე, კომისია უფლებამოსილი იქნება დამატებითი ვადა და პირობები განუსაზღვროს ლიცენზიის მფლობელს დაფარვის ვალდებულების შესასრულებლად;
ვ) ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს დააკმაყოფილოს მომსახურების დაფარვის და ხარისხის ვალდებულებები როგორც წინამდებარე აუქციონით მოპოვებული სიხშირული ზოლებით ასევე მათი სიხშირული აგრეგირებით მის მფლობელობაში არსებულ 2100მჰც სიხშირულ რესურსთან მომსახურების ყოველი ინდივიდუალური მომხმარებლისთვის მიწოდებისას;
ზ) იმისთვის, რომ მოცემული ვადისთვის მომსახურებით დაფარვის ვალდებულება ჩაითვალოს შესრულებულად, მოთხოვნილი ხარისხის მომსახურება უნდა იყოს უზრუნველყოფილი მოცემული ვადით განსაზღვრულ მომსახურებით დაფარვის ყველა ზონისთვის. მოცემული ვალდებულებები ძალაშია ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
თ) შესაბამისი სპექტრის მობილური მომსახურების მიზნებისთვის მომავალში განაწილების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს მოსთხოვოს, ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირული ზოლის წანაცვლება იმავე რადიოსიხშირული ზოლის დიაპაზონის ფარგლებში (ლიცენზიის მოდიფიცირების გზით).
5. გამოცხადდეს №5 აუქციონი მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 10 მჰც სიხშირული ზოლი 2600 მჰც TDD სიხშირული რესურსის ფარგლებში;
შენიშვნა: 10 მჰც სიხშირული ბლოკის შესაბამისი კონკრეტული სიხშირული რესურსი (2600 მჰც TDD სიხშირული რესურსიდან) განისაზღვრება სპექტრის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნიდან გამომდინარე, აუქციონების შედეგების და მომავალში ამავე დიაპაზონებში სპექტრის უწყვეტი განაწილების გათვალისწინებით. ამასთან, თუ შესაბამის დიაპაზონში აუქციონში გამარჯვებული პირი არ ფლობს შესაბამის სპექტრს, მაშინ უწყვეტობის პრინციპის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, სპექტრის განაწილებისას უპირატესობა მიენიჭება აუქციონ(ებ)ში უფრო დაბალი ნომრის მქონე აბსტრაქტული ლოტის შემძენი პირის მოთხოვნას. აბსტრაქტული ლოტის აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ მოთხოვნა უნდა წარმოადგინოს აუქციონში გამარჯვებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
ბ) გეოგრაფიული არეალი: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 15 წელი; დ) ტექნიკური პირობები: იხ. დანართი 1
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია: ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ე.ა) უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის წინამდებარე გადაწყვეტილების მეხუთე პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების შესაბამისად გამოყენება;
ე.ბ) უზრუნველყოს მობილურ/უსადენო ფართოზოლოვან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა შემდეგ დასახლებულ პუნქტებში შემდეგი გრაფიკით (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის. იხ. დანართი 4) თუ №5 აუქციონში გამარჯვებული პირი (მის სარგებლობაში არსებული ლიცენზიების გარეშე) გახდება 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონში 10 მგჰ-ის მფლობელი
|
დაფარვის თარიღი/ვადა ლიცენზიის მიღებიდან |
მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტების (მოსახლეობის რაოდენობა > 20 000) თითოეული ტერიტორიის მინიმუმ: |
მინიმალური სიჩქარე (მბ/წმ) |
|
2026 წლის 31 დეკემბრამდე |
90%-ში |
12.5 მბ/წმ |
შენიშვნა 1: დასახლებული პუნქტების სია თან ერთვის (იხ.დანართი 3). დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“ (იხ. დანართი 2);
შენიშვნა 2: აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული მინიმალური სიჩქარის ვალდებულების შეცვლა 10.4 მბ/წმ-ით. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მაღალი მინიმალური სიჩქარის და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე გამოტანის შემთხვევაში.
შენიშვნა 3: იმ შემთხვევაში თუ №5 აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონების დასრულებისას ამასთანავე იქნება №6 აუქციონშიც გამარჯვებული პირი (ანუ გახდება 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონში 20 მჰც ფლობელი) და ლიცენზიები შეძენილი ექნება მაღალი მინიმალური სიჩქარის ვალდებულებით (ანუ 20%იანი ფასდაკლების გათვალისწინებით) მაშინ მინიმალური სიჩქარე განისაზღვრება 25 მბ/წმ-ით; იმ შემთხვევაში თუ №5 აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონების დასრულებისას ამასთანავე იქნება №6 აუქციონში გამარჯვებული პირი (ანუ გახდება 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონში 20 მჰც ფლობელი) და ერთი ლიცენზია შეძენილი ექნება მაღალი მინიმალური სიჩქარის ვალდებულებით (ანუ 20%იანი ფასდაკლების გათვალისწინებით) ხოლო მეორე ლიცენზია მაღალი მინიმალური სიჩქარის და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე მაშინ მინიმალური სიჩქარე განისაზღვრება 22.9 მბ/წმ-ით; იმ შემთხვევაში თუ №5 აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონების დასრულებისას ამასთანავე იქნება №6 აუქციონში გამარჯვებული პირი (ანუ გახდება 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონში 20 მჰც ფლობელი) და ლიცენზიები შეძენილი ექნება მაღალი მინიმალური სიჩქარის ვალდებულების და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე მაშინ მინიმალური სიჩქარე განისაზღვრება 20.8 მბ/წმ-ით;
ე.გ) საერთაშორისო კოორდინაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, შეასრულოს ECC Recommendation (11)05-ით განსაზღვრული პირობები ასევე კომისიის მიერ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრისპირა ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციის შესახებ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობები ან საერთაშორისო გაერთიანებების მიერ კოორდინაციასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა ნებისმიერი რეკომენდაცია/გადაწყვეტილება. დამატებით მიაწოდოს კომისიას ინფორმაცია იმ სადგურების შესახებ, რომელიც განთავსდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე.
2570 –2620მჰც დიაპაზონში, შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ამ დიაპაზონში უკვე არსებულ ოპერატორთან „დროითი სინქრონიზაციის“ უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში მოდიფიცირება უნდა განხორციელდეს მოცემულ დიაპაზონში სიხშირული რესურსის მფლობელ ოპერატორ(ებ)თან და კომისიასთან შეთანხმებით.
ე.დ) რეგულარულად, წელიწადში მინიმუმ ორჯერ, წარმოადგინოს ანგარიში ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული მობილური უსადენო დაშვების ქსელის განვითარების შესახებ, რომელიც უნდა იყოს საჯარო და ქვეყნდებოდეს კომპანიის ვებ-გვერდზე ტექსტური და გრაფიკული, კერძოდ გეოგრაფიულ რუკზე დატანილი, სახით კომისიის მოთხოვნილი სიზუსტის და პარამეტრების გათვალისწინებით. ოპერატორის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მინიმუმ:
მომსახურებით დაფარვის ზონას, რომელიც გამოქვეყნების მომენტისთვის აკმაყოფილებს
ვალდებულებით განსაზღვრულ ხარისხს (.SHP ფაილის ფორმატში);
დასახლებული პუნქტების ჩამონათვალს, სადაც ლიცენზიით განსაზღვრული მომსახურება აკმაყოფილებს ვალდებულებით განსაზღვრულ ხარისხს (ტექსტურ ფორმატში);
გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტის კონტროლის მიზნით კომისია იტოვებს უფლებას აწარმოოს მომსახურებით დაფარვის ზონის(ების) რეგულარული მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს ინფორმაციის დაზუსტება ლიცენზიის მფლობელისგან.
ლიცენზიის მფლობელის მიერ მომსახურების დანერგვის პროცესში, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს დეტალური ინფორმაცია ექსპლუატაციაში უკვე გაშვებული სადგურების შესახებ.
კომისიას, ასევე, შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია მშენებარე და დაგეგმილი საბაზო სადგურების ადგილმდებარეობის და ტექნიკური პარამეტრების შესახებ და მოდელირებით მიღებული ელექტრომაგნიტური ველით დაფარვის დეტალური რუკა გეოგრაფიული (.SHP) ფაილის ფორმატში, დაფარვის ვალდებულების შესრულების მიზნით გამოყენებული ყველა სიხშირისთვის. კომისია არ გაასაჯაროებს აღნიშნულ რუკას და ინფორმაციას მშენებარე და დაგეგმილი სადგურების შესახებ, კომპანიის მიერ სათანადო მომართვისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შემთხვევაში;
ე.ე) უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ მომსახურებებზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვება (მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვების პირობები, ასევე დაშვების ამ ვალდებულებასთან დაკავშირებული ყველა სხვა წინაპირობა, მოწვევის ოფერტების, შეთანხმებისა და მოლაპარაკების პროცესის ჩათვლით განმარტებულია ამ გადაწყვეტილების აღწერილობით/სამოტივაციო ნაწილში). ამ პუნქტით განსაზღვრული დაშვების ვალდებულება ძალაშია 2032 წლის 1 იანვრამდე;
შენიშვნა: აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების მოხსნა. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულების გარეშე გამოტანის შემთხვევაში.
ე.ვ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე შესაბამისი პირობების დადგომისთანავე, კომისია უფლებამოსილი იქნება დამატებითი ვადა და პირობები განუსაზღვროს ლიცენზიის მფლობელს დაფარვის ვალდებულების შესასრულებლად;
ვ) ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს დააკმაყოფილოს მომსახურების დაფარვის და ხარისხის ვალდებულებები მხოლოდ 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონში წინამდებარე აუქციონებით მოპოვებული სიხშირული ზოლებით;
ზ) იმისთვის, რომ მოცემული ვადისთვის მომსახურებით დაფარვის ვალდებულება ჩაითვალოს შესრულებულად, მოთხოვნილი ხარისხის მომსახურება უნდა იყოს უზრუნველყოფილი მოცემული ვადით განსაზღვრულ მომსახურებით დაფარვის ყველა ზონისთვის. მოცემული ვალდებულებები ძალაშია ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
თ) შესაბამისი სპექტრის მობილური მომსახურების მიზნებისთვის მომავალში განაწილების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს მოსთხოვოს, ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირული ზოლის წანაცვლება იმავე რადიოსიხშირული ზოლის დიაპაზონის ფარგლებში (ლიცენზიის მოდიფიცირების გზით).
6. გამოცხადდეს №6 აუქციონი მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 10 მჰც სიხშირული ზოლი 2600 მჰც TDD სიხშირული რესურსის ფარგლებში;
შენიშვნა: 10 მჰც სიხშირული ბლოკის შესაბამისი კონკრეტული სიხშირული რესურსი (2600 მჰც TDD სიხშირული რესურსიდან) განისაზღვრება სპექტრის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნიდან გამომდინარე, აუქციონების შედეგების და მომავალში ამავე დიაპაზონებში სპექტრის უწყვეტი განაწილების გათვალისწინებით. ამასთან, თუ შესაბამის დიაპაზონში აუქციონში გამარჯვებული პირი არ ფლობს შესაბამის სპექტრს, მაშინ უწყვეტობის პრინციპის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, სპექტრის განაწილებისას უპირატესობა მიენიჭება აუქციონ(ებ)ში უფრო დაბალი ნომრის მქონე აბსტრაქტული ლოტის შემძენი პირის მოთხოვნას. აბსტრაქტული ლოტის აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ მოთხოვნა უნდა წარმოადგინოს აუქციონში გამარჯვებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
ბ) გეოგრაფიული არეალი: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 15 წელი; დ) ტექნიკური პირობები: იხ. დანართი 1
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია: ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ე.ა) უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის წინამდებარე გადაწყვეტილების მეექვსე პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების შესაბამისად გამოყენება;
ე.ბ) უზრუნველყოს მობილურ/უსადენო ფართოზოლოვან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა შემდეგ დასახლებულ პუნქტებში შემდეგი გრაფიკით (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის. იხ. დანართი 4) თუ №6 აუქციონში გამარჯვებული პირი (მის სარგებლობაში არსებული ლიცენზიების გარეშე) გახდება 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონში 10 მგჰ-ის მფლობელი
|
დაფარვის თარიღი/ვადა ლიცენზიის მიღებიდან |
მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტების (მოსახლეობის რაოდენობა > 20 000) თითოეული ტერიტორიის მინიმუმ: |
მინიმალური სიჩქარე (მბ/წმ) |
|
2026 წლის 31 დეკემბრამდე |
90%-ში |
12.5 მბ/წმ |
შენიშვნა 1: დასახლებული პუნქტების სია თან ერთვის (იხ.დანართი 3). დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“ (იხ. დანართი 2);
შენიშვნა 2: აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული მინიმალური სიჩქარის ვალდებულების შეცვლა 10.4 მბ/წმ-ით. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მაღალი მინიმალური სიჩქარის და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე გამოტანის შემთხვევაში.
შენიშვნა 3: იმ შემთხვევაში თუ №6 აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონების დასრულებისას ამასთანავე იქნება №5 აუქციონშიც გამარჯვებული პირი (ანუ გახდება 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონში 20 მჰც ფლობელი) და ლიცენზიები შეძენილი ექნება მაღალი მინიმალური სიჩქარის ვალდებულებით (ანუ 20%იანი ფასდაკლების გათვალისწინებით) მაშინ მინიმალური სიჩქარე განისაზღვრება 25 მბ/წმ-ით; იმ შემთხვევაში თუ №6 აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონების დასრულებისას ამასთანავე იქნება №5 აუქციონში გამარჯვებული პირი (ანუ გახდება 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონში 20 მჰც ფლობელი) და ერთი ლიცენზია შეძენილი ექნება მაღალი მინიმალური სიჩქარის ვალდებულებით (ანუ 20%იანი ფასდაკლების გათვალისწინებით) ხოლო მეორე ლიცენზია მაღალი მინიმალური სიჩქარის და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე მაშინ მინიმალური სიჩქარე განისაზღვრება 22.9 მბ/წმ-ით; იმ შემთხვევაში თუ №6 აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონების დასრულებისას ამასთანავე იქნება №5 აუქციონში გამარჯვებული პირი (ანუ გახდება 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონში 20 მჰც ფლობელი) და ლიცენზიები შეძენილი ექნება მაღალი მინიმალური სიჩქარის ვალდებულების და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე მაშინ მინიმალური სიჩქარე განისაზღვრება 20.8 მბ/წმ-ით;
ე.გ) საერთაშორისო კოორდინაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, შეასრულოს ECC Recommendation (11)05-ით განსაზღვრული პირობები ასევე კომისიის მიერ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრისპირა ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციის შესახებ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობები ან საერთაშორისო გაერთიანებების მიერ კოორდინაციასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა ნებისმიერი რეკომენდაცია/გადაწყვეტილება. დამატებით მიაწოდოს კომისიას ინფორმაცია იმ სადგურების შესახებ, რომელიც განთავსდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე.
2570 –2620მჰც დიაპაზონში, შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ამ დიაპაზონში უკვე არსებულ ოპერატორთან „დროითი სინქრონიზაციის“ უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში მოდიფიცირება უნდა განხორციელდეს მოცემულ დიაპაზონში სიხშირული რესურსის მფლობელ ოპერატორ(ებ)თან და კომისიასთან შეთანხმებით.
ე.დ) რეგულარულად, წელიწადში მინიმუმ ორჯერ, წარმოადგინოს ანგარიში ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული მობილური უსადენო დაშვების ქსელის განვითარების შესახებ, რომელიც უნდა იყოს საჯარო და ქვეყნდებოდეს კომპანიის ვებ-გვერდზე ტექსტური და გრაფიკული, კერძოდ გეოგრაფიულ რუკზე დატანილი, სახით კომისიის მოთხოვნილი სიზუსტის და პარამეტრების გათვალისწინებით. ოპერატორის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მინიმუმ:
მომსახურებით დაფარვის ზონას, რომელიც გამოქვეყნების მომენტისთვის აკმაყოფილებს ვალდებულებით განსაზღვრულ ხარისხს (.SHP ფაილის ფორმატში);
დასახლებული პუნქტების ჩამონათვალს, სადაც ლიცენზიით განსაზღვრული მომსახურება აკმაყოფილებს ვალდებულებით განსაზღვრულ ხარისხს (ტექსტურ ფორმატში);
გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტის კონტროლის მიზნით კომისია იტოვებს უფლებას აწარმოოს მომსახურებით დაფარვის ზონის(ების) რეგულარული მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს ინფორმაციის დაზუსტება ლიცენზიის მფლობელისგან.
ლიცენზიის მფლობელის მიერ მომსახურების დანერგვის პროცესში, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს დეტალური ინფორმაცია ექსპლუატაციაში უკვე გაშვებული სადგურების შესახებ.
კომისიას, ასევე, შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია მშენებარე და დაგეგმილი საბაზო სადგურების ადგილმდებარეობის და ტექნიკური პარამეტრების შესახებ და მოდელირებით მიღებული ელექტრომაგნიტური ველით დაფარვის დეტალური რუკა გეოგრაფიული (.SHP) ფაილის ფორმატში, დაფარვის ვალდებულების შესრულების მიზნით გამოყენებული ყველა სიხშირისთვის. კომისია არ გაასაჯაროებს აღნიშნულ რუკას და ინფორმაციას მშენებარე და დაგეგმილი სადგურების შესახებ, კომპანიის მიერ სათანადო მომართვისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შემთხვევაში;
ე.ე) უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ მომსახურებებზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვება (მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვების პირობები, ასევე დაშვების ამ ვალდებულებასთან დაკავშირებული ყველა სხვა წინაპირობა, მოწვევის ოფერტების, შეთანხმებისა და მოლაპარაკების პროცესის ჩათვლით განმარტებულია ამ გადაწყვეტილების აღწერილობით/სამოტივაციო ნაწილში). ამ პუნქტით განსაზღვრული დაშვების ვალდებულება ძალაშია 2032 წლის 1 იანვრამდე;
შენიშვნა: აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების მოხსნა. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულების გარეშე გამოტანის შემთხვევაში.
ე.ვ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე შესაბამისი პირობების დადგომისთანავე, კომისია უფლებამოსილი იქნება დამატებითი ვადა და პირობები განუსაზღვროს ლიცენზიის მფლობელს დაფარვის ვალდებულების შესასრულებლად;
ვ) ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს დააკმაყოფილოს მომსახურების დაფარვის და ხარისხის ვალდებულებები მხოლოდ 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონში წინამდებარე აუქციონებით მოპოვებული სიხშირული ზოლებით;
ზ) იმისთვის, რომ მოცემული ვადისთვის მომსახურებით დაფარვის ვალდებულება ჩაითვალოს შესრულებულად, მოთხოვნილი ხარისხის მომსახურება უნდა იყოს უზრუნველყოფილი მოცემული ვადით განსაზღვრულ მომსახურებით დაფარვის ყველა ზონისთვის. მოცემული ვალდებულებები ძალაშია ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
თ) შესაბამისი სპექტრის მობილური მომსახურების მიზნებისთვის მომავალში განაწილების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს მოსთხოვოს, ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირული ზოლის წანაცვლება იმავე რადიოსიხშირული ზოლის დიაპაზონის ფარგლებში (ლიცენზიის მოდიფიცირების გზით).
7. წინამდებარე გადაწყვეტილების:
ა) პირველი პუნქტით გამოცხადებული №1 აუქციონისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვროს 9 037 812 (ცხრა მილიონ ოცდაჩვიდმეტი ათას რვაას თორმეტი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 451 891 (ოთხასორმოცდათერთმეტი ათას რვაას ოთხმოცდათერთმეტი) ლარს;
ბ) მე-2 პუნქტით გამოცხადებული №2 აუქციონისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვროს 9 037 812 (ცხრა მილიონ ოცდაჩვიდმეტი ათას რვაას თორმეტი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 451 891 (ოთხასორმოცდათერთმეტი ათას რვაას ოთხმოცდათერთმეტი) ლარს;
გ) მე-3 პუნქტით გამოცხადებული №3 აუქციონისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვროს 9 037 812 (ცხრა მილიონ ოცდაჩვიდმეტი ათას რვაას თორმეტი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 451 891 (ოთხასორმოცდათერთმეტი ათას რვაას ოთხმოცდათერთმეტი) ლარს;
დ) მე-4 პუნქტით გამოცხადებული №4 აუქციონისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვროს 9 037 812 (ცხრა მილიონ ოცდაჩვიდმეტი ათას რვაას თორმეტი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 451 891 (ოთხასორმოცდათერთმეტი ათას რვაას ოთხმოცდათერთმეტი) ლარს;
ე) მე-5 პუნქტით გამოცხადებული №5 აუქციონისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვროს 2 199 792 (ორი მილიონ ასოთხმოცდაცხრამეტი ათას შვიდას ოთხმოცდათორმეტი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 109 990 (ასცხრა ათას ცხრაას ოთხმოცდაათი) ლარს;
ვ) მე-6 პუნქტით გამოცხადებული №6 აუქციონისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვროს 2 199 792 (ორი მილიონ ასოთხმოცდაცხრამეტი ათას შვიდას ოთხმოცდათორმეტი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 109 990 (ასცხრა ათას ცხრაას ოთხმოცდაათი) ლარს;
8. წინამდებარე გადაწყვეტილებით გამოცხადებული:
ა) №1 - №6 აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2025 წლის 4 დეკემბერი 12:00 საათი;
9. წინამდებარე გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1-№6 აუქციონებში მონაწილეობის მიღებაზე ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2025 წლის 29 ოქტომბრის 09:00 საათიდან 12 ნოემბრის 17:00 საათამდე;
10. წინამდებარე გადაწყვეტილებით გამოცხადებულ შესაბამის აუქციონებში მონაწილეობის უფლება ეზღუდება პირს, რომელიც დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად უკვე ფლობს ან აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება:
ა) 2100 მჰც სიხშირული რესურსის 40 მჰც–ზე მეტის მფლობელი;
ბ) 2600 მჰც FDD და TDD სიხშირულ დიაპაზონში ერთობლივად 60 მჰც–ზე მეტის მფლობელი.
11. წინამდებარე გადაწყვეტილებით გამოცხადებული აუქციონები ჩატარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ განსაზღვრული წესით;
12. რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ფარგლებში ხელმისაწვდომ რადიოსიხშირულ რესურსზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის/ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიან (თანმიმდევრულ) აუქციონებში მონაწილეობის მიღების მიზნით ლიცენზიის მაძიებელი კომისიაში წარადგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ რამდენ აუქციონში მონაწილეობის მიღებას ითხოვს ლიცენზიის მაძიებელი; ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას რომელი სიხშირული რესურსის (მითითებული უნდა იყოს სიხშირული დიაპაზონი) მოპოვებისთვის გამოცხადებულ აუქციონში/აუქციონებში სურს მონაწილეობის მიღება;
13. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები. განცხადებას ასევე თანდართული უნდა ჰქონდეს ლიცენზიის მაძიებლის ან ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული უნდა იყო კონკრეტულად ყველა იმ უფლებამოსილების თაობაზე, რა უფლებამოსილებითაც აღჭურვილია წარმომადგენელი აუქციონში მონაწილეობასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ აუქციონში მონაწილეობას იღებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში არაავტორიზებული პირი, ლიცენზიის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს ყველა ბენეფიციარი მესაკუთრის (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის ჩათვლით) და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების თაობაზე დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში თუ არაავტორიზებული პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის ჩათვლით) არის სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა იყოს ლეგალიზებული/აპოსტილიზებული (საჭიროების მიხედვით), ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
ბ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი იმდენ ლიცენზიაზე, რამდენი ლიცენზიის მიღების მიზნით გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მიღებასაც ითხოვს ლიცენზიის მაძიებელი. აღნიშნული თანხა ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში (საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშის შესაბამისი საბანკო რეკვიზიტების მოპოვების მიზნით დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს +995 32 239 40 29); გ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბეს) გადახდის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც საკმარისი უნდა იყოს ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონში/აუქციონებში შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში მისაღები ლიცენზიით/ლიცენზიებით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის დასაფარად. აღნიშნული თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე სააქციო საზოგადოება ”საქართველოს ბანკში” შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050;
ა/ანგარიში - GE 10 BG 00 000 001 254 355 01;
ბანკი - სს ,,საქართველოს ბანკი’’; ბანკის კოდი - BAGAGE22;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ი (ბე) ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;
14. რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-სა (ბე) და სალიცენზიო მოსაკრებლის დაბრუნების საკითხები განისაზღვრება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;
15. იმ შემთხვევაში თუ ლიცენზიის მაძიებელი წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში არაავტორიზებულ პირს მან ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში, პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე უნდა გაიაროს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე. ავტორიზაციისთვის აუცილებელია საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის წარმოდგენა. ასევე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება;
16. სალიცენზიო განცხადებების მიღების დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში კომისია შეამოწმებს ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას აუქციონის პირობებთან. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის ან კვლავ არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სააუქციონო სხდომაზე კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის აუქციონში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ;
17. იმ შემთხვევაში თუ წინამდებარე გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1-№6 აუქციონებში გამარჯვებული პირი აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში არ გადაიხდის რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს , კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ;
18. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი №1, №2, №3 და №4 ცნობილ იქნას გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
19. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა (ლ.ბერიძე);
20. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
21. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე;
22. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი თვის ვადაში;
23. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
- გადაწყვეტილება_გ-25-8-526,_დანართი_4_-_მომსახურებით_დასაფარი_ტერიტორიის_გეოგრაფიული_(SHP)_ფაილებიSHP.zip
- გადაწყვეტილება_გ-25-8-526,_დანართი_1_-_ტექნიკური_პირობები.pdf
- გადაწყვეტილება_გ-25-8-526,_23.10_.25_.pdf
- გადაწყვეტილება_გ-25-8-526,_დანართი_3_-_დაფარვის_ვალდებულებებში_მითითებული_დასახლებული_პუნქტები_სია.xlsx
- გადაწყვეტილება_გ-25-8-526,_დანართი_2_-_მომსახურების_ხარისხის_კონტროლის_მეთოდოლოგია.pdf
