წვდომის მენიუ

შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის (244959826) მიმართ კ. ნურალიძის საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე

ნომერი: გ-26-16 / 184

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2026 17:04

მიღების თარიღი აპრილი 30, 2026

შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის (244959826) მიმართ კ. ნურალიძის საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე

მომჩივანი მხარე: კახა ნურალიძე

მოპასუხე: შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“ (ს.კ.: 244959826)

დავის    საგანი:    შპს    ,,დამოუკიდებელი    ტელეკომპანია    მეგა-ტვ“-ისთვის    კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 23 და 30 აპრილი

I. აღწერილობითი ნაწილი

1. მომჩივანის პოზიცია

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია)    შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის წინააღმდეგ კახა ნურალიძემ საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-9/3943, 20.04.26) მომართა.

2.  საჩივარში  აღნიშნულია,  რომ  2026  წლის  9  თებერვალს,  13:36  საათზე,  ,,მეგა-ტვ“-იმ  შპს ,,ტელეკომპანია პირველზე“ დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია სათაურით: ,,ქუთაისში ექიმმა თვითდაზიანებები მიიყენა - თანამშრომელთა ნაწილი კლინიკის დირექტორს ადანაშაულებს“. 

3.  საჩივრის  მიხედვით,  განთავსებულ  ინფორმაციაში  მითითებულია:  ,,ქუთაისში  კლინიკა,,უნიქალ მედში“ ერთ-ერთმა ექიმმა მრავლობითი დაზიანებები მიიყენა - ქალს ოპერაცია უტარდება. სამედიცინო დაწესებულებაში ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე ჰყვებიან, რომ ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანების მიყენებას წინ, სავარაუდოდ კლინიკის დირექტორთან კახა ნურალიძესთან კონფლიქტი უძღოდა. მედპერსონალის ნაწილი დირექტორს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს. მათივე თქმით, შევიწროების ფაქტების შესახებ შესაბამის უწყებებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა რეაგირება არ მომხდარა“.   ,,უნიქალ მედის” თანამშრომელთა ნაწილის თქმით, დღესაც თვითდაზიანებები მედიკოსმა სავარაუდოდ მსგავსი ზეწოლის შემდეგ გადაწყვიტა. კლინიკის თანამშრომლების ნაწილის თქმით, მათზე კახა ნურალიძის მხრიდან ზეწოლა ბოლო   4   თვეა,  გრძელდება.   ,,რამდენიმე   კვირის   წინ   დამირკა   თვითონ   [ამჟამად დაშავებულმა ქალმა], როგორც დამფუძნებელი ამოდი და რამე ზომები მიიღეთ. ეს კაცი [კახა ნურალიძეს] სიცოცხლეს გამომასალმებსო. მე თვითონ იმიტომ არ მოვედი აქ, რომ მეც ანალოგიურ მდგომარეობაში ვყავდი. რამდენიმე თვეა, დამფუძნებლებთან ვცდილობთ, ეს კაცი გაუშვან თანამდებობიდან, თუმცა რეაგირება არ იყო”- აღნიშნავს კლინიკის თანამშრომელი. კლინიკის დირექტორს მომხდართან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. ამ დროისთვის უცნობია, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება და გადაიყვანეს თუ არა გამოკითხვაზე კახა ნურალიძე. (წყარო: tvpirveli.ge)“.

4. მომჩივანის განცხადებით, ,,მეგა-ტვ“-იმ   მასალაში მითითებული   სადავო   ფაქტების გავრცელებით - ა) ,,ქარდზე“ ასახული ფრაზით - ,,ქუთაისში ექიმმა თვითდაზიანებები მიიყენა - თანამშრომელთა ნაწილი კლინიკის დირექტორს ადანაშაულებს“ და სტატიაში არსებული  გადაუმოწმებელი  ფრაზებით/ინფორმაციით:  ბ)  ,,კლინიკა  ,,უნიქალ  მედში” ერთ-ერთმა ექიმმა მრავლობითი დაზიანებები დანით მიიყენა მიიყენა“; გ) ,,ქალს ოპერაცია უტარდება ... “; დ) ,,სავარაუდოდ კლინიკის დირექტორთან კახა ნურალიძესთან კონფლიქტი უძღოდა ... “; ე) ,,მედპერსონალის ნაწილი დირექტორს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს“;  ვ)  ,,შევიწროების  ფაქტების  შესახებ  შესაბამის  უწყებებს არაერთხელ    მიმართეს    (თანამშრომლებმა),    თუმცა    რეაგირება    არ    მომხდარა“;    ზ) ,,თანამშრომელთა ნაწილის თქმით, დღესაც თვითდაზიანებები მედიკოსმა სავარაუდოდ მსგავსი ზეწოლის შემდეგ გადაწყვიტა ... " თ) ,,რამდენიმე თვეა, დამფუძნებლებთან ვცდილობთ, ეს კაცი გაუშვან თანამდებობიდან, თუმცა რეაგირება არ იყო”- აღნიშნავს კლინიკის თანამშრომელი“; ი) ,,კლინიკის დირექტორს მომხდართან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია“ -  დაარღვია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, 54-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7 და მე-8 პუნქტები.

5. საჩივრის ავტორის განცხადებით, მასალაში მოცემული ფაქტები არ არის სწორი და ზუსტი, ამასთან, მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა, რომ   მისი პოზიცია მასალაში ასახულიყო. აღნიშნული ინფორმაცია/სადავო ფრაზები ,,მეგა-ტვ“-იმ გაავრცელა მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით, სხვა წყაროებთან გადამოწმების გარეშე. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებით ჟურნალისტმა საზოგადოება შეიყვანა შეცდომაში, მიაწოდა/გაავრცელა არასწორი/დაუზუსტებელი ინფორმაცია საზოგადოებას, რითაც ექიმ პროფესორ კ. ნურალიძეს მიადგა რეპუტაციული ზიანი. როგორც წესი, მაუწყებელი არ უნდა დაეყრდნოს ინფორმაციის მხოლოდ ერთ წყაროს და სხვა წყაროებიდანაც უნდა მოიძიოს ინფორმაცია. ინფორმაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მაუწყებელმა უნდა დააზუსტოს მისი წარმომავლობა და სიზუსტე. თუ შეუძლებელია ინფორმაციის სისწორის, უტყუარობისა და წარმომავლობის დაზუსტება, მაუწყებელმა უნდა აღნიშნოს, რომ ინფორმაცია დაუზუსტებელია. როდესაც, მედია ავრცელებს მტკიცებით ფორმაში დაუზუსტებელ ცილისმწამებლურ ინფორმაციას და არ ზრუნავს მეორე მხარის პოზიციის მიღებაზე, გარდა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის გარდა, ის არღვევს ეთიკის ქარტიისა და მაუწყებლის ქცევის კოდექსის სტანდარტებს.

6.    საჩივარში  მითითებულია,  რომ  ექიმს  არ  მიუყენებია  მრავლობითი  დაზიანებები,  არ ჩატარებია ოპერაცია, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალურ სამედიცინო მდგომარეობას, არცერთ თანამშრომელს არ მიუმართავს რომელიმე უწყებისთვის ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე. ,,ტვ პირველის“ სიუჟეტშიც კი ზეწოლის/შევიწროების ფაქტზე არ საუბრობს კლინიკის მოქმედი თანამშრომელი, ის არის დაინტერესებული პირი, რომელიც, როგორც სიუჟეტში ამბობს - ,,მრავალმხრივ ცდილობს განმცხადებლის გათავისუფლებას პოზიციიდან“. იგი დაკავშირებულია კლინიკის ყოფილ მენეჯმენტთან, რომელიც მისი და მისი ოჯახის წევრის საქმიანობასთან დაკავშირებით არსებობდა სამართლებრივი პრობლემები. აღნიშნული პირი გათავისუფლებული იყო კლინიკიდან ახალი მენეჯმენტის მიერ, რის გამოც არსებობდა აშკარა კონფლიქტი და პირადი მოტივი, და თუ რატომ ცდილობს კ. ნურალიძის ჩამოშორებას და მისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას ის და მისი მხარდამჭერი ადამიანები. ამაზე არც სიუჟეტის და არც სტატიის ავტორს არ უცდია განმცხადებლის პოზიციის მოსმენა ინფორმაციის გავრცელებამდე.

7. საჩივარში  აღნიშნულია,  რომ  სხვა  ტელევიზიის  მიერ  გავრცელებული  ინფორმაციის საფუძველზე, მტკიცებით ფორმაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა ექიმმა თვითდაზიანებები (მრავლობითი) მიიყენა. მაუწყებელს არ უცდია გადაემოწმებინა: ა) ჰქონდა თუ არა ექიმს მრავლობითი დაზიანება; ბ) ვინ იყვნენ ის თანამშრომლები (საერთოდ იყვნენ თუ არა საერთოდ კლინიკის თანამშრომლები), რომლებიც ადანაშაულებდნენ კ. ნურალიძეს აღნიშნული ფაქტის გამო; გ) იყო თუ არა კ. ნურალიძესთან კონფლიქტის შედეგი აღნიშნული ქმედება; დ) რომელი მედპერსონალის ნაწილი (იყვნენ თუ არა საერთოდ კლინიკის თანამშრომლები) იყო, რომელიც დირექტორს ადანაშაულებდა ფსიქოლოგიურ ზეწოლაში; ე) რომელ უწყებებს მიმართეს თანამშრომლებმა და რომელმა არ მოახდინა რეაგირება; ვ) კონკრეტულად რომელმა თანამშრომელმა მიმართა უწყებებს; ზ) ვინ არის თანამშრომლების ნაწილი, რომლებიც ბოლო 4 თვეა კ. ნურალიძის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ; თ) არსებობდა თუ არა კ. ნურალიძის მხრიდან რაიმე სახის ზეწოლა. გარდა ამისა, ,,მეგა-ტვ“-ის ქარდის/სტატიის გამოქვეყნებამდე არ ჰქონია მცდელობა დაკავშირებოდა კლინიკის დირექტორს მისი პოზიციის მოპოვების მიზნით, ასევე, არ უცდია მასთან ინფორმაციის გადამოწმება, დაზუსტება, რითაც დაირღვა სამართლიანი ბალანსის პრინციპი, რომლის მიხედვით, როდესაც მედია პირს ადანაშაულებს, ამ სუბიექტს უნდა მიეცეს პასუხის უფლება და აუდიტორიამ უნდა შეიტყოს მისი პოზიციაც. ჟურნალისტი ხელს უწყობს განმცხადებლის დადანაშაულებას დანაშაულის ჩადენაში ისე, რომ გამოქვეყნებისას არც სტატიაში და არც ,,ქარდზე“ ამ ინფორმაცვიის გადამოწმების მცდელობაც არ ჩანს. მხარეთა შორის ბალანსის დაუცველობით ზიანი ადგება აუდიტორიასაც, რომლის უფლება მიიღოს გადამოწმებული და მრავალ წყაროზე დაფუძნებული ინფორმაცია. საპასუხო კომენტარის უფლების რეალიზება აუცილებელია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ პირს მედია უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს ან ბრალს უყენებს.

8. საჩივარის მიხედვით, მომჩივანმა  მასალის  გავრცელების  შემდეგ  მუქარის  შემცვლელი შეტყობინებები მიიღო, ასევე დაიწერა ღირსების შემლახავი კომენტარები, შესაბამისად, გამავრცელებელმა წაახალისა აგრესია მის მიმართ. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციის გავრცელება ატარებდა და დღემდე ატარებს კამპანიურ და განაგრძობად ხასიათს. ქარდს/სტატიას აზიარებს ათობით ადამიანი, ასობით აგრესიული და დამაკნინებელი კომენტარით.

9. საჩივარში აღნიშნულია, რომ ,,მეგა-ტვ“-იმ 2026 წლის 24 თებერვალს კვლავ გამოაქვეყნა ,,დაზიანებული“ თანამშრომლის ი.კოპალეიშვილის მიერ ,,ფეისბუქგვერდზე” გამოქვეყნებული უკანონო აუდიოჩანაწერი აღწერით: ,,დავლეწავ ძვლებში, გოგოსაც“, ხოლო ,,ქარდზე’ აღნიშნულია: ,,ექიმი, რომელიც კახა ნურალიძეს ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს, ჩანაწერს აქვეყნებს“. ყურადღების მისაპყრობად ტელეკომპანიას ამოჭრილი აქვს კონკრეტული ფრაზა კ. ნურალიძის მიმართ სახელგამტეხი ცნობების გავრცელების მიზნით, რისი შინაარსი და კონტექსტი გამოქვეყნებამდე არ გადაუმოწმებია რესპოდენტთან. ასევე, არ გადაუმოწმებია მოსაუბრეთა ვინაობა, სქესი, ვისზე იყო საუბარი ჩანაწერში (იყო თუ არა ი. კოპალეიშვილზე). ამასთან, მედიასაშუალებამ ხელი შეუწყო დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ინფორმაციის გავრცელებას, რაზედაც საგამოძიებო საგამოძიებო ორგანოში დაწყებულია გამოძიება კერძო კომუნიკაციის დარღვევასთან დაკავშირებით. როდესაც ადამიანს მედია ისეთ მძიმე ბრალდებას უყენებს, რომელიც მას საზოგადოების მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის ობიექტად, აუცილებელია, მედიამ კითხვები დაუსვას   აქცევს ადრესატს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. ი.კოპალეიშვილის ვიდეოზე თანდართულ მინაწერში არ არის არანაირი მტკიცებულება (არ არის ნახსენები), რომ ჩანაწერში მოსაუბრე ადამიანებს შორის კ. ნურალიძეა, თუმცა ,,მეგა- ტვ“-იმ მაინც მტკიცებით ფორმაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩანაწერში კ. ნურალიძე საუბრობს, რაც დადგენილი არ არის.

10. საჩივრის ავტორის განმარტებით, მაუწყებელს არ დაუბალანსებია სიუჟეტი საპირისპირო მოსაზრებებით, საჩივრის ავტორისთვის არ მიუცია პოზიციის გაჟღერების შესაძლებლობა გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით. შედეგად, მაუწყებელმა ვერ უზრუნველყო საზოგადოებისთვის ობიექტური და სამართლიანი ინფორმაციის მიწოდება. მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელების მიმართ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სტანდარტის დარღვევის შედეგად მოხდა კონსტიტუციის მე-15 მუხლით გათვალისწინებული პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელყოფა, ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, პირის რეპუტაცია შეიძლება ჩაითვალოს პირადი ცხოვრების ნაწილად, როგორც ეს განსაზღვრულია კონვენციის მე-8 მუხლით, როდესაც თავდასხმა რეპუტაციაზე აღწევს გარკვეულ სერიოზულობის ხარისხს და უშლის ხელს პირადი ცხოვრების რეალიზაციას. ,,მეგა-ტვ“-ის მიერ გავრცელებული მცდარი, გადაუმოწმებელი და მიკერძოებული ინფორმაცია ცალსახად უნდა შეფასდეს რეპუტაციაზე თავდასხმად, რაც მომავალში ხელს შეუშლის მას პირადი ცხოვრების უფლების რეალიზაციაში.

11. მომჩივანს სამართლებრივ საფუძვლად მითითებული აქვს: ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად, მე-2 პუნქტი, რომლის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება, მე-12 პუნქტი, რომლის მიხედვით, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაავალოს დაინტერესებული პირისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54- ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა, მე-2 პუნქტი, რომლის შესაბამისად, ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა, მე-7 პუნქტი, რომლის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ჯეროვანი სამართლიანობისა და პატივისცემის დაცვით მოეპყრას პროგრამაში მონაწილე თითოეულ პირს და მე-8 პუნქტი, რომლის შესაბამისად, პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და  ჯეროვანი  პასუხის გაცემის საშუალება. ,,მაუწყებლობის    შესახებ“ საქართველოს კანონის 591  მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის შესაბამისად, ,,მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 552  და 553  - 564  მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სადავო ინფორმაციის გავრცელებით, ,,მეგა-ტვ“-ის მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 54-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7 და მე-8 პუნქტები და ითხოვს: 1. წარმოდგენილი მტკიცებულებების და საჩივრის საფუძველზე  კომისიამ  განიხილოს  შპს  ,,დამოუკიდებელი  ტელეკომპანია  ,,მეგა-ტვ“-ის მიერ გავრცელებული სადავო მასალა/სტატიები/ქარდები. 2. შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია ,,მეგა-ტვ“ ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად და დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. 3. შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“- ის დაევალოს აღნიშნული სტატიის/ქარდის და ვიდეოგადაცემის სამაუწყებლო ბადიდან (სოციალური ქსელიდან) ამოღება. 4. ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაევალოს დაინტერესებული პირისთვის იმავე სახით/საშუალებით პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა.

13. 2026 წლის 22 აპრილს, შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია ,,მეგა-ტვ“-იმ საჩივართან დაკავშირებით  კომისიაში  წარმოადგინა  წერილობითი  პოზიცია  (Nშ-26-6/4183,  22.04.26), სადაც ის არ ეთანხმება საჩივარს და განმარტავს, რომ მას არ დაურღვევია კანონის არცერთი სადავო მუხლი. იგი შეეცადა ინფორმაციების მოპოვებას, მათ შორის საჩივრის ავტორისაგან, და არც მომჩივანს არ მიუმართავს მისთვის ინფორმაციის უარყოფის მიზნით. სიუჟეტში ნათლად და გამიჯნულად არის წარმოდგენილი მხარეთა პოზიციები. მაუწყებლის მიერ არაერთგზის განხორციელდა კომუნიკაცია კლინიკის წარმომადგენელთან (პიარსამსახური) პოზიციის მოპოვების მიზნით, თუმცა დაფიქსირდა უარი კომენტარზე. ,,მეგა-ტვ“-ის განმარტებით, სიუჟეტი ეხებოდა საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემას და მასში გამოყენებული ფორმულირებები წარმოადგენდა წყაროებზე დაყრდნობილ შეფასებით მსჯელობას ან ციტირებას და არა დადასტურებულ ფაქტობრივ ბრალდებას. ამასთან, მასალა არ შეიცავდა კატეგორიულ მტკიცებას, რომელიც დააკმაყოფილებდა ცილისწამების სტანდარტს. 2026 წლის 23 აპრილს, შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია ,,მეგა-ტვ“-იმ“ საჩივართან  დაკავშირებით  კომისიაში წარმოადგინა  დამატებითი  ინფორმაცია  (Nშ-26-6/4220, 23.04.26),

14.  კომისიის 2026 წლის 23 აპრილის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა მომჩივანი და მისი წარმომადგენელი, რომლებმაც დააზუსტეს საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები და აღნიშნეს, რომ საჩივარი განსახილველად უნდა იქნეს მიღებული, ვინაიდან, მაუწყებლის მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 54-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7 და მე-8 პუნქტები და 541  მუხლის პირველი პუნქტი.

15. მომჩივანის წარმომადგენელმა ნ. მგელაძემ აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „მეგა-ტვ“-ის დარღვეული აქვს ჯეროვანი სიზუსტის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპები. მაუწყებელს არ ჰქონდა 2026 წლის 9 თებერვალს და 24 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების მცდელობა.  „მეგა-ტვ“-ის ინფორმაციის წყაროდ       წარმოდგენილი     აქვს     სხვადასხვა     ტელეკომპანიის    „სქრინები“,     თუმცა, სინამდვილეში ინფორმაციის მხოლოდ ერთი წყაროა - „ტვ პირველი“, რომლის სიუჟეტი და მასთან დაკავშირებით სტატია - თითქოს კლინიკის ექიმმა თვითდაზიანება მიიყენა, რასაც წინ უძღვოდა კლინიკის დირექტორთან კონფლიქტი -   განთავსდა მტკიცებით ფორმაში, მომჩივანის პოზიციის მოსმენის გარეშე. „მეგა-ტვ“-იმ, მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევით, აუდიტორია შეიყვანა შეცდომაში და საზოგადოებას მიაწოდა არაზუსტი და მიკერძოებული ინფორმაცია. მომჩივანის წარმომადგენლის განცხადებით, ,,მეგა ტვ“-ის მიერ, ასევე დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 541  მუხლით გათვალისწინებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, გამომდინარე იქიდან, რომ 2026 წლის 24 თებერვალს გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც მტკიცებითი ფორმით არის მითითებული, რომ მომჩივანი არის დამნაშავე იმაში, რომ ექიმმა თვითდაზიანებები მიიყენა. ეს არის ბრალდება, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს არა მარტო საზოგადოებაზე, არამედ მომჩივანთან მიმართებით. საზოგადოებრივი მაღალი ინტერესი შესაძლებელია არსებობდა, მაგრამ    საზოგადოების მაღალი ინტერესი ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა არათანაზომიერად უნდა დაირღვეს. მომჩივანის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „მეგა-ტვ“- ს მიერ წარმოდგენილი მიმოწერა, რომლითაც მას სურს დაამტკიცოს, რომ მიუხედავად მცდელობისა ვერ მიიღეს მომჩივანისგან პოზიცია, ეხება „მეგა-ტვ“-ისა და კლინიკის “PR“-ს შორის განხორციელებულ კონტაქტს.   საჩივარი არ ეხება მომჩივანს, როგორც კლინიკის დირექტორს, არამედ ზიანი მიადგა კ. ნურალიძეს, როგორც ფიზიკურ პირს, რომელიც საქმიანობს სამედიცინო სფეროში უკვე მრავალი წელია, აქვს თავისი სახელი, პირადი ღირსება,   რეპუტაცია,  რომელსაც  ამდენი  წელია   აშენებს.   ფარული  აუდიოჩანაწერის, „ქარდითაც“ და იმ სტატიითაც, რომ თითქოს მასთან დასაქმებული პირი თვითმკვლელობამდე მიიყვანა მტკიცებითი ფორმით, მას მიადგა გამოუსწორებელი ზიანი.

,,მეგა ტვ“-ის მცდელობები, მიეღო მომჩივანისგან კომენტარი, მოხდა ფარული ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, მას შემდეგ, რაც მთელმა საქართველომ იცის, რომ ეს აუდიოჩანაწერი გავრცელებულია და აქვს ასობით ნახვა, გაზიარება, შეურაცხმყოფელი კომენტარები, დამაკნინებელი  მათ  შორის.  არც  ამ  გამოქვეყნებულ  აუდიოჩანაწერს  ახლავს  მითითებაიმაზე, რომ მომჩივანი არ აკეთებს კომენტარს, რომ საზოგადოებას მიაწოდოს სწორი, ზუსტი ინფორმაცია და საზოგადოება ფაქტების დამახინჯებით არ შეიყვანოს შეცდომაში.

16. კომისიის  2026 წლის 23 აპრილის    მოსამზადებელ სხდომაზე    გამოცხადდა შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია ,,მეგა-ტვ“-ის წარმომადგენელი ნ. თოშხუა, რომელმაც მხარი დაუჭირა ,,მეგა ტვ“-ის მიერ წარმოდგენილ წერილობით პოზიციას და აღნიშნა, რომ საჩივარი არ უნდა იქნეს განსახილველად მიღებული, ვინაიდან მაუწყებელს არ დაურღვევია კანონი.

17.  2026 წლის 30 აპრილს, კომისიაში შემოვიდა კ. ნურალიძის წარმომადგენლის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-6/4504, 30.04.2026) საჩივრის უკან გამოხმობის თაობაზე მაუწყებელთან მორიგების გამო.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

18. „მაუწყებლობის  შესახებ"  საქართველოს  კანონის  მე-5  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, „მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობას არეგულირებს კომისია“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება „მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „მედიამომსახურების ან/და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“.

19. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ,,მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს კომისიას“, ხოლო მე-7 პუნქტის   შესაბამისად, ,,საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს“.

20.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა. კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-5 მუხლის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული მხარე არის ,,ნებისმიერი პირი, რომელსაც ეხება ან რომელიც ნახსენებია პროგრამაში ან მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებაში“.

21. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია მაუწყებლებსა და მომხმარებლებს შორის დავებს  განიხილავს  ამ  წესების  შესაბამისად და  „მაუწყებლობის  შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით, ხოლო, მე-4 პუნქტის თანახმად, კომისია სადავო საკითხებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების  ფარგლებში. განცხადება დავის განხილვის შესახებ მიიღება, თუ მისი მოთხოვნა არ სცილდება კომისიის უფლებამოსილებების ფარგლებს.

22. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,   მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ დავის მორიგებით დამთავრება. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით დაამტკიცოს მორიგება ან არ დაეთანხმოს მორიგებას და მიიღოს სხვა გადაწყვეტილება, თუ მხარეთა მორიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. განმცხადებელი/საჩივრის ავტორი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე. მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის/საჩივრის ავტორის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

23. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება.

III. სამოტივაციო ნაწილი

24. კომისიამ დაადგინა, რომ მომჩივანი კახა ნურალიძემ უკან გაიხმო საჩივარი. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განმცხადებელი/საჩივრის ავტორი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. აღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა შეწყდეს შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის მიმართ კ. ნურალიძის საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის, 95-ე-98-ე მუხლების და VII თავის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შეწყდეს  შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის(244959826)    მიმართ    კ. ნურალიძის საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.

2. გადაწყვეტილება  ძალაში  შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.

3. გადაწყვეტილება      შეიძლება      გასაჩივრდეს      თბილისის      საქალაქო      სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა  კოლეგიაში  (მისამართი:  ქ.  თბილისი,  დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

4. დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების მხარეებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5.  გადაწყვეტილების

შესრულებაზე

კონტროლი

დაევალოს

კომისიის

აპარატის

ადმინისტრაციას

(ბ. გასვიანი).

 

 

 

 

გოგა  გულორდავა   თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე      წევრი

ნათია კუკულაძე      წევრი

ივანე მახარაძე          წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები