წვდომის მენიუ

შპს „სფერო ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-26-18 / 185

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2026 17:13

მიღების თარიღი აპრილი 30, 2026

შპს „სფერო ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე


ავტორიზებული პირი: შპს „სფერო ტვ“

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის,

451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 70-ე მუხლის მე-6 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების  ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“   საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „შპს „სფერო ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2026 წლის 19 მარტის გ-26-18/123 გადაწყვეტილების დარღვევა.

წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათები (N 26-10-821, 02.04.2026 და N 26-10-933, 22.04.2026), კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-936 22.04.2026).

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 30 აპრილი, 15:00 საათი.

I.       აღწერილობითი ნაწილი

1.    საქართველოს    კომუნიკაციების    ეროვნული    კომისიის    (შემდგომში-კომისია)    აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათების (N 26-10-821,  02.04.2026 და N26-10-933,  22.04.2026), ასევე  კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 26-10-936 22.04.2026) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  საქმიანობის  მარეგულირებელი  წესების“  36-ე  მუხლის  მე-14  პუნქტის შესაბამისად,  კომისიაში  დაიწყო  მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს  „სფერო ტვ“- სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღევის გამო.

2.    კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათებიდან ირკვევა, რომ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს, შპს „სფერო ტვ“-ს არ წარმოუდგენია 2025 წლის დეკემბრის, 2026 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეების რეგულირების ყოველწლიური  საფასურის  გაანგარიშებები,  1.9  ფორმა.  აღნიშნული  ფორმა ივსება    ყოველთვიურად,  არაუგვიანეს საანგარიშო   თვის   მომდევნო თვის  20  რიცხვისა. ასევე,  შპს „სფერო ტვ“-ის არ აქვს წარმოდგენილი 2025 წლის მეოთხე კვარტლის (ოქტომბერი, ნოემბერი და დეკემბრის თვეები) და 2026 წლის პირველი კვარტლის (იანვარი, თებერვალი, მარტის თვეები) სტატისტიკური ანგარიშგების შემდეგი ფორმები: ფორმა 1.5 (მაუწყებლის დაფინანსების წყაროები); ფორმა 1.6  (მაუწყებლისთვის  გაწეული  სასყიდლიანი  და  უფასო მომსახურება); ფორმა 1.7. (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული დაფინანსება (რეკლამის ან ტელეშოფინგის განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე). აღნიშული ფორმები ივსება კვარტალში ერთხელ, შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა.

3.    ამასთან, კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ „შპს „სფერო ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2026 წლის 19 მარტის N გ-26-18/123 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს „სფერო ტვ“- ის მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს „სფერო ტვ“-ს დაევალა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ხოლო, მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ინფორმაცია შპს „სფერო ტვ“-ს კომისიაში დღემდე არ წარმოუდგენია.

4.    „შპს  „სფერო ტვ“-სთვის  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2026 წლის 19 მარტის N გ-26-18/123 გადაწყვეტილება, ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის თანახმად, ძალაში შევიდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე - 2026 წლის 23 მარტს (იხ. ბმული: https://comcom.ge/ge/legal-acts/solutions/2026--26-18-123.page).

5.  შპს „სფერო ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2026 წლის 30 აპრილი, 15:00 საათი. აღნიშნულის თაობაზე შპს „სფერო ტვ“ გაეგზავნა შეტყობინება (Nგ-26-03/2765 24/04/2026) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული   მტკიცებულებებისა   და   შუამდგომლობების  წარმოდგენის,  აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

6.   კომისიის   2026    წლის   30    აპრილის   სხდომაზე   არ  გამოცხადდა  შპს   „სფერო  ტვ-ის წარმომადგენელი და არც შუამდგომლობა წარმოუდგენია სხდომის სხვა დროისთვის გადადების თაობაზე. ვინაიდან, კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული     ქმედებით,     ასევე,     ავტომატური     საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც და იმის გათვალისწინებით, რომ შპს „სფერო ტვ“-ს შეტყობინება გაეგზავნა კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილ მისამართზე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, კომისიის მიერ შესრულდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე.

II.       მარეგულირებელი კანონმდებლობა

7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

8.    „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-2  მუხლის  „ტ“  ქვეპუნქტის  თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

9.    „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-12  მუხლის  მე-5  პუნქტის  თანახმად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები. რეგულირების  საფასურის ოდენობაა მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლების მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებელთა შემოსავლიდან ნაზარდი  ჯამით  წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად    მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;

10.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

11.  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის  გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

12.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ავტორიზაციის შესახებ; გ) მედიამომსახურების მიმწოდებელ და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელ სუბიექტებში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%- ის ან 5%-ზე მეტის ფლობის შესახებ. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა.

13.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისია ადგენს მედიამომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმასა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმას. მედიამომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმაში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მედიამომსახურების მიმწოდებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის  ან  ნებისმიერი  სხვა  პირის  მიერ  განხორციელებული  შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ამ ანგარიშგების ფორმაში გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე ინფორმაცია მედიამომსახურების მიმწოდებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მისი მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმაში ასახული უნდა იყოს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების, მიღებული შემოსავლების, მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მონაცემები და კომისიის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. მედიამომსახურების მიმწოდებელი, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი კვარტლის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას შესაბამისი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა.

14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;

15.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს  დარღვევის  აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის    ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს;

16. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია  ვალდებულია მედიამომსახურებისა  და  ვიდეოგაზიარების  პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს დააკისროს ჯარიმა, თუ მათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრეს გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულეს კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მათ აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინეს ახალი დარღვევა.

17.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 500 ლარისა.

18.  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  76-ე  მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

19.  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით.“ ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად  ჩაითვლება  ადრესატის  მიერ  მისი  მიღების, როგორც  პირდაპირ,  აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“

III.       სამოტივაციო ნაწილი

1.    შესწავლილი მტკიცებულებები

20.  კომისიის  აპარატის   ადმინისტრაციის   მოხსენებითი   ბარათი      (N26-10-821,   02.04.2026) თანდართული დოკუმენტაციით;

21.  კომისიის   აპარატის  ადმინისტრაციის  სამსახურებრივი  ბარათი    (N26-10-933, 22.04.2026) თანდართული დოკუმენტაციით;

22.  კომისიის   აპარატის   იურიდიული   დეპარტამენტის   მოხსენებითი   ბარათი   (N   26-10-936 22.04.2026);

23. „შპს  „სფერო  ტვ“-სთვის  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების  თაობაზე“ კომისიის 2026 წლის 19 მარტის Nგ-26-18/123 გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების ვებგვერდზე გამოქვეყნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე ბმული: https://comcom.ge/ge/legal-acts/solutions/2026--26-18-123.page;

24.  2026 წლის 19 მარტის N გ-26-18/123 გადაწყვეტილების შპს  „სფერო ტვ“-სთვის ელექტრონული გზავნილით გაგზავნისა და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

25. „შპს  „სფერო  ტვ“-სთვის  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების  თაობაზე“ კომისიის 2025 წლის 4 სექტემბრის Nგ-25-18/458 გადაწყვეტილება;

26.  მონაცემები შპს „სფერო ტვ“-ის შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან;

27.  შპს „სფერო ტვ“-სთვის გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-26-03/2765 24/04/2026) კომისიის  2026 წლის 30 აპრილის სხდომაზე მოწვევის შესახებ და აღნიშნული შეტყობინების გაგზავნისა და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

28.  კომისიის   აპარატის   იურიდიული   დეპარტამენტის   სამსახურებრივი   ბარათი   (N26-10-960, 24.04.2026);

29.  კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N26-10-972, 27.04.2026).

2.    დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

30. შპს „სფერო ტვ“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია (ავტორიზაციის თარიღი: 11/08/2022; მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა).

მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „სფერო ტვ“ შესახებ.

31. შპს „სფერო ტვ“-ს არ აქვს წარმოდგენილი 2025 წლის დეკემბრის, 2026 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების

1.9 ფორმა. ასევე,  შპს „სფერო ტვ“-ის არ აქვს წარმოდგენილი 2025 წლის მეოთხე კვარტლის (ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეები) და 2026 წლის პირველი კვარტლის (იანვრის, თებერვლის და მარტის თვეები) სტატისტიკური ანგარიშგების შემდეგი ფორმები: ფორმა 1.5 (მაუწყებლის დაფინანსების წყაროები); ფორმა  1.6  (მაუწყებლისთვის  გაწეული  სასყიდლიანი  და  უფასო მომსახურება); ფორმა 1.7. (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული დაფინანსება (რეკლამის ან ტელეშოფინგის განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე).

მტკიცებულება:   კომისიის   აპარატის   ადმინისტრაციის   მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათები (N 26-10-821,  02.04.2026 და N 26-10-933,  22.04.2026).

32. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „სფერო ტვ“-ის მიმართ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების 1.9 ფორმის წარმოუდგენლობის გამო გამოყენებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე - წერილობითი გაფრთხილება. კერძოდ, „შპს „სფერო ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2025 წლის 4 სექტემბრის Nგ-25-18/458 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თანახმად, შპს „სფერო ტვ“-ის მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო.

მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „სფერო ტვ“-ს შესახებ; კომისიის 2025 წლის 4 სექტემბრის N გ-25-18/458 გადაწყვეტილება.

33.  კომისიის 2026 წლის 19 მარტის N გ-26-18/123 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს „სფერო ტვ“- ის მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო. ხოლო, ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს „სფერო ტვ“-ს დაევალა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. გადაწყვეტილება ძალაში შევიდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე - 2026 წლის 23 მარტს (იხ. ბმული: https://comcom.ge/ge/legal-acts/solutions/2026--26-18-123.page). ამდენად, შპს „სფერო ტვ“-ს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ინფორმაცია უნდა წარმოედგინა არაუგვიანეს 2026 წლის 6 აპრილისა.

შპს „სფერო ტვ“-ის წინამდებარე გადაწყვტილების მიღების მომენტისათვის არ აქვს წარმოდგენილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია, ამდენად არ აქვს შესრულებული „შპს „სფერო ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“კომისიის 2026 წლის 19 მარტის N გ-26-18/123 გადაწყვეტილება.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-936 22.04.2026); კომისიის 2026 წლის 19 მარტის N გ-26-18/123 გადაწყვეტილება;

34.  შპს „სფერო ტვ“-ის  წლიური შემოსავლის 0.5%  ვერ დგინდება (2025 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით წარმოდგენილია ნულოვანი გაანგარიშების ფორმები, ხოლო 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის მარტის თვის ჩათვლით წარმოდგენილი არ არის).

მტკიცებულება:  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციის  სამსახურებრივი  ბარათი  (N26-10-972,

27.04.2026).

3.    სამართლებრივი შეფასება

35.  საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შპს „სფერო ტვ“, როგორც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამდენად, კომპანია ვალდებული იყო ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის ფორმა 1.9-ის საშუალებით, წარმოედგინა კომისიისთვის ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის   თაობაზე და ჩაერიცხა კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური. ასევე, შეევსო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონულად კომისიაში წარმოედგინა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

36.  განსახილვე შემთხვევაში დგინდება, რომ შპს „სფერო ტვ“ არ აქვს წარმოდგენილი 2025 წლის დეკემბრის,  2026  წლის  იანვრის, თებერვლისა  და  მარტის  თვეების  რეგულირების ყოველწლიური   საფასურის  გაანგარიშებები,  1.9  ფორმა. შესაბამისად,    დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის 451 მუხლის მე-12 პუნქტის  „ა“  ქვეპუნქტი,  „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2011  წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილება.

37.  ასევე,  შპს „სფერო ტვ“-ის არ აქვს წარმოდგენილი 2025 წლის მეოთხე კვარტლის (ოქტომბერი, ნოემბერი და დეკემბრის თვეები) და 2026 წლის პირველი კვარტლის (იანვარი, თებერვალი და მარტის თვეები) სტატისტიკური ანგარიშგების შემდეგი ფორმები: ფორმა 1.5 (მაუწყებლის დაფინანსების  წყაროები); ფორმა  1.6  (მაუწყებლისთვის  გაწეული  სასყიდლიანი  და  უფასო მომსახურება); ფორმა 1.7. (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული დაფინანსება (რეკლამის ან ტელეშოფინგის განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე). შესაბამისად, დარღვეულია     „მაუწყებლობის     შესახებ“ საქართველოს კანონის  451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 70-ე მუხლის მე-6 პუნქტი, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება.

38. ასევე, დგინდება, რომ შპს „სფერო ტვ“-ს არ შეუსრულებია „შპს „სფერო ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2026 წლის 19 მარტის Nგ-26-18/123 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, არ აქვს წარმოდგენილი      „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული   ინფორმაცია.   შესაბამსიად,   შპს   „სფერო   ტვ“-ის   მიერ   დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე 2 პუნქტები და „შპს „სფერო ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თოაბაზე“ კომისიის 2026 წლის 19 მარტის N გ-26-18/123 გადაწყვეტილება.

39.  ყოველივე   ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე,   შპს   „სფერო   ტვ“-ის   მიერ   დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 70-ე მუხლის მე-6 პუნქტი, „საქართველოს    კომუნიკაციების   ეროვნული  კომისიის  2011  წლის  N144/22 გადაწყვეტილების  ნაწილობრივ   ძალადაკარგულად  ცნობისა   და  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების  დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2016 წლის   11 თებერვლის   N95/19 გადაწყვეტილება, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილება და „შპს „სფერო ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2026 წლის 19 მარტის გ-26-18/123 გადაწყვეტილება.

4.    პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

40.  შპს „სფერო ტვ“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების (ფორმა  1.5  (მაუწყებლის  დაფინანსების წყაროები); ფორმა  1.6  (მაუწყებლისთვის  გაწეული  სასყიდლიანი  და  უფასო მომსახურება); ფორმა 1.7. (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული დაფინანსება (რეკლამის ან ტელეშოფინგის განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე)) წარმოუდგენლობისათვის, კომპანიას, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის   მე-12  პუნქტის   „ა“  ქვეპუნქტის,  70-ე მუხლის  მე-6  პუნქტის, „საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის  N144/22 გადაწყვეტილების   ნაწილობრივ   ძალადაკარგულად  ცნობისა   და  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების  დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2016 წლის   11 თებერვლის   N95/19 გადაწყვეტილების დარღვევისათვის ადმინისტრაციული    პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კომპანიის აღნიშნულ დარღვევას შეესატყვისება წერილობითი გაფრთხილება.

41. ამასთან,   გამომდინარე   იქიდან,   რომ   „შპს   „სფერო   ტვ”-სთვის   ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის  დაკისრების  თაობაზე“  კომისიის  2026  წლის  19  მარტის  Nგ-26-18/123 გადაწყვეტილებით შპს „სფერო ტვ“-ის მიცემული ჰქონდა წერილობითი    გაფრთხილება და გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა დარღვევა და არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე კომისიის 2025 წლის 4 სექტემბრის N გ-25-18/458 გადაწყვეტილებით გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა მსგავსი/ანალოგიური დარღვევა, კომპანიას, ამავე კანონის   მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის,   61-ე   მუხლის  პირველი    და   მე-2    პუნქტების, „საქართველოს    კომუნიკაციების   ეროვნული  კომისიის  2011  წლის  N144/22 გადაწყვეტილების   ნაწილობრივ   ძალადაკარგულად  ცნობისა   და  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების  დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2016 წლის   11 თებერვლის   N95/19 გადაწყვეტილების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „შპს „სფერო ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2026 წლის 19 მარტის გ-26-18/123 გადაწყვეტილების დარღვევისათვის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 72-ე მუხლის   პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა დაეკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა. ვინაიდან, კომისიაში დაცული ინფორმაციის თანახმად, კომპანიას არ უფიქსირდება შემოსავლები (2025 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით წარმოდგენილია ნულოვანი გაანგარიშების ფორმები, ხოლო 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის მარტის თვის ჩათვლით წარმოდგენილი არ არის), შპს „სფერო ტვ“-ის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 2500 ლარი.

42. საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  მე-6  მუხლის  პირველი  ნაწილის თანახმად, თუ  ადმინისტრაციულ    ორგანოს    რომელიმე    საკითხის    გადასაწყვეტად    მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთანავე, ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას დაცული უნდა იქნას საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი  ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი  და დამამძიმებელი გარემოებანი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, ორგანოს, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით.

43.  ამასთანავე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის მე-2  ნაწილის  შესაბამისად, თუ  პირმა  ჩაიდინა  რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს, მას ადმინისტრაციული სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო მძიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის. შესაბამისად, შპს „სფერო ტვ“-ის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 70-ე მუხლის მე-6 პუნქტის, „საქართველოს   კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების  ნაწილობრივ  ძალადაკარგულად ცნობისა  და სტატისტიკური  ანგარიშგების  ფორმების   დამტკიცების   შესახებ“   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2016 წლის   11 თებერვლის   N95/19 გადაწყვეტილების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „შპს „სფერო ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2026 წლის 19 მარტის გ-26-18/123 გადაწყვეტილების  დარღვევის  გამო  უნდა  დაეკისროს  პასუხისმგებლობა  იმ  ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო მძიმე დარღვევისათვის. შესაბამისად, შპს „სფერო ტვ“-ის უნდა დაეკისროს ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით.

44.  ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს 2025 წლის დეკემბრის, 2026 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, 1.9 ფორმის, ასევე,   2025 წლის მეოთხე კვარტლის (ოქტომბერი, ნოემბერი და დეკემბრის თვეები) და 2026 წლის პირველი კვარტლის (იანვარი, თებერვალი და მარტის თვეები) სტატისტიკური ანგარიშგების   შემდეგი   ფორმების   (ფორმა   1.5   (მაუწყებლის   დაფინანსების     წყაროები); ფორმა  1.6  (მაუწყებლისთვის  გაწეული  სასყიდლიანი  და  უფასო მომსახურება); ფორმა 1.7. (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული დაფინანსება (რეკლამის ან ტელეშოფინგის განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე)) კომისიაში წარმოდგენა, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

45.  ასევე,  სამართალდარღვევის  აღმოფხვრის  მიზნით,  შპს  „სფერო  ტვ“-ის  უნდა  დაევალოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

IV.       სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის,   95-ე,   96-ე,   97-ე,   98- ე   და   99-ე  მუხლების,   „მაუწყებლობის   შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის,   451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,   70-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების,   71-ე   მუხლის   პირველი   და   მე-3   პუნქტის,   72-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტებისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“  კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის№12 დადგენილების  შესაბამისად, კომისიამ ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.    შპს  „სფერო  ტვ“-ის  დაეკისროს  ჯარიმა 2500   ლარის   ოდენობით  „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 70-ე მუხლის მე-6 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის   2011 წლის  N144/22 გადაწყვეტილების   ნაწილობრივ   ძალადაკარგულად  ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების  დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2016 წლის   11 თებერვლის   N95/19 გადაწყვეტილების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „შპს „სფერო ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2026 წლის 19 მარტის გ-26-18/123 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2.    შპს „სფერო ტვ“-ის  დაევალოს:

ა) 2025 წლის დეკემბრის, 2026 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეების რეგულირების ყოველწლიური   საფასურის   გაანგარიშებები,   1.9   ფორმის,   ასევე,       2025   წლის   მეოთხე კვარტლისა და 2026 წლის პირველი კვარტლის (2025 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2026 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვეები) სტატისტიკური ანგარიშგების შემდეგი ფორმების: ფორმა 1.5 (მაუწყებლის დაფინანსების  წყაროები); ფორმა   1.6 (მაუწყებლისთვის გაწეული სასყიდლიანი და უფასო მომსახურება); ფორმა 1.7. (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ  გაწეული  დაფინანსება (რეკლამის ან  ტელეშოფინგის  განთავსებით,  სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე) კომისიაში წარმოდგენა, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

3.    შპს „სფერო ტვ“-იმ უზრუნველყოს:

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი  პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი   რეკვიზიტების   მიხედვით:   ხაზინის   ერთიანი   ანგარიში,   ანგარიშის   ნომერი   - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251;

ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

4.    დაევალოს  კომისიის   აპარატის   ადმინისტრაციას   (ბ. გასვიანი)  წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „სფერო ტვ“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5.    გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   კომისიის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

6.  გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   თბილისის   საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „სფერო ტვ“- ისთვის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.    დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ.გოშუა) შპს „სფერო ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

8.    კონტროლი  გადაწყვეტილების  სარეზოლუციო  ნაწილის  მე-2  პუნქტების  „ბ“  ქვეპუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი.ბუთბაია);

9.    გადაწყვეტილების   შესრულებაზე   კონტროლი   (გარდა   გადაწყვეტილების   სარეზოლუციო ნაწილის მე-7 და მე-8 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები