წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის 23 აპრილის № გ-26-7/180 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

ნომერი: გ-26-19 / 194

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2026 15:38

მიღების თარიღი აპრილი 30, 2026

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის 23 აპრილის გ-26-7/180 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

განმცხადებელი: შპს „RMG Gold“

კომისიის სხდომის თარიღი: 30.04.2026

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ  2026 წლის 23 აპრილს მიღებულ  იქნა  № გ-26-7/180 გადაწყვეტილება, შპს „RMG Gold“-სთვის (რეგისტრირებულია ბოლნისის რაიონის სასამართლოს მიერ 1995 წლის 16 აგვისტოს რეგ. № 23/4-6; ს.კ. № 225359947) ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში  ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისიის 2026 წლის 23 აპრილის № გ-26-7/180 გადაწყვეტილებაში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების პირველ პუნქტში სიხშირეების - 150.050 მჰც და 170.050 მჰც ნაცვლად უნდა ეწეროს სიხშირეები - 150.500 მჰც და 170.500 მჰც.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისთვის იმავე წესით, რომელიც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისათვის ან გაცნობისათვის.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  59-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გასწორდეს კომისიის 2026 წლის 23 აპრილის № გ-26-7/180 დაშვებული ტექნიკური შეცდომა და გადაწყვეტილების პირველ პუნქტში „სიხშირეები - 150.050 მჰც და 170.050 მჰც“-ის ნაცვლად ჩაიწეროს „სიხშირეები - 150.500 მჰც და 170.500 მჰც“.

2. დაევალოს  კომისიის    აპარატის  ადმინისტრაციას  გადაწყვეტილების  შპს  „RMG  Gold“-სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების შპს „RMG Gold“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

5. კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

გოგა  გულორდავა       თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე          წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

ივანე მახარაძე           წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები