კარლო კვიტაიშვილმა სასამართლოს მიმართა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოქმედმა თავმჯდომარემ, კარლო კვიტაიშვილმა სასამართლოს მიმართა.
კარლო კვიტაიშვილი საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 1 ნოემბრის იმ დადგენილებას ასაჩივრებს სასამართლოში, რომლითაც ის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, კარლო კვიტაიშვილის სარჩელი წარმოებაში უკვე მიიღო და უახლეს დღეებში სასამართლო პროცესი ჩაინიშნება.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც აცნობა.