წვდომის მენიუ

ნოემბერი 05, 2013

კომისია MTC-ის საქმის შესწავლას აგრძელებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (ყოფილი სამხრეთ ოსეთი) რუსული მობილური ოპერატორის (MTC) უკანონო ფუნქციონირების გამოსავლენად რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგი ჩაატარა.

რადიომონიტორინგი კიდევ ერთხელ 2013 წლის 1 ნოემბერს ჩატარდა და შიდა ქართლის რეგიონის სოფლების ერგნეთის, დიცის, დვანის, ნიქოზის, არბოს, მერეთის და თერგისის მიმდაბერე ტერიტორიებზე რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება შემოწმდა.

მონიტორინგის შედეგად ზემოთხსენებულ დასახლებულ პუნქტებში რუსეთის ფედერაციის ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორის ფუნქციონირება (ქვეყნის მობილური კოდით MCC 250 და მობილურის ქსელის კოდით MNC 30) დადასტურდა. გარდა ამისა, დასტურდება ქ. ცხინვალსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საბაზო სადგურების განთავსების ფაქტი. თუმცა  მობილური ოპერატორის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აგრძელებს მუშაობას, რათა გამოვლენილ იქნას საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევი კონკრეტული სუბიექტი, რათა განხორციელდეს კანონით გათვალისწინებული სანქციები.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები