კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას აკაკი სიხარულიძე შეასრულებს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას, კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე შეუდგება.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქრთველოს კანონში შესული ცვლილებების თანახმად, რომელიც ძალაში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე ფიცის დადების მომენტიდან, კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის ან არყოფნის ან მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევში კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას კომისიის უხუცესი წევრი ასრულებს, ამ შემთხვევაში ბატონი აკაკი სიხარულიძე.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა კარლო კვიტაიშვილის თანამდებობიდან იმპჩმენტის წესით გათავისუფლების შესახებ დადგენილება 2013 წლის 1 ნოემბერს მიიღო. საგულისხმოა რომ, კარლო კვიტაიშვილმა საქართველოს პარლამენტის დადგენილება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოს კარლო კვიტაიშვილის სარჩელი წარმოებაში მიიღო.