მობილურ ქსელში პორტირების მონაცემები
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მობილურ ქსელში პორტირების მონაცემებს აქვეყნებს. 2011 წლის 15 თებერვლიდან 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით სააბონენტო ნომრის პორტირებით მობილური ქსელის 121 183 აბონენტმა ისარგებლა.
ბოლო მონაცემებით, მობილურ ქსელში პორტირების ლიდერი კვლავ „მობიტელი“ იგივე „ბილაინია“. პორტირების შედეგად "მობიტელმა" 29 969 აბონენტი შეიძინა, ხოლო 23 894 აბონენტი დაკარგა.
მეორე ადგილზე მოზიდული აბონენტების მიხედვით კომპანია „ჯეოსელია“. „ჯეოსელის“ ქსელში სხვა მობილური ოპერატორებიდან 46 718 აბონენტი გადმოვიდა, „ჯეოსელიდან“ კი კონკურენტ კომპანიებში 44 011 გადაპორტირდა.
„სილქნეტმა“ პორტირებით 85 მომხმარებელი შეიძინა და 38 დაკარგა.
ამჟამინდელი მდგომარეობით, კომპანია „მაგთიკომმა“ პორტირების შედეგად უფრო მეტი აბონენტი დაკარგა ვიდრე მოიზიდა. „მაგთიკომში“ სხვა მობილური ოპერატორებიდან 44 411 აბონენტი გადმოპორტირდა, ხოლო „მაგთიკომიდან“ სხვა ქსელში 53 240 გადავიდა.