ნუმერაციის რესურსი 118 09 შპს ”09.tech”-ს გადაეცა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე ნუმერაციის რესურსთან, 118 09-სთან დაკავშირებით ორი გადაწყვეტილება მიიღო.
პირველის გადაწყვეტილებით სს ”ინფოჯორჯია XXI”-მ, რომელიც ნუმერაციის რესურსს 118 09 - სატელეფონო საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების განხორციელების მიზნით ფლობდა, ნუმერაციის რესურსი დათმო.
კომისიის მეორე გადაწყვეტილებით კი, შპს ”09.tech”-ს ნუმერაციის რესურსი 118 09, სატელეფონო საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების განსახორციელებლად მიენიჭა.
ნუმერაციის რესურსი - 118 09-ის გამოყენებით საზოგადოება იგივე მომსახურებას მიიღებს, თუმცა მომსახურების გამწევი იურიდიული პირი ნაცვლად სს ”ინფოჯორჯია XXI”-სა შპს ”09.tech” იქნება.
კომისიის გადაწყვეტილებით შპს ”09.tech” ვალდებული ხდება სატელეფონო საინფორმაციო-საცნობარო მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო ენაზე. კომპანია უნდა ფლობდეს შესაბამის საინფორმაციო ბაზას და მომსახურების საფასური უნდა იყოს გამჭვირვალე და ხარჯზე ორიენტირებული.
კომისიის ამ ორივე გადაწყვეტილების ვრცელი ვერსიები, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.