რადიომაუწყებლობის კონკურსების მოსამზადებელი სხდომა
დღეს, 28 ოქტომბერს, 13:00 საათზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რადიომაუწყებლობის კონკურსების მოსამზადებელი სხდომა გაიმართება, სადაც კონკურსში მონაწილე პირების დალუქული დოკუმენტაცია გაიხსნება.
კომისიამ 13 ახალი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით კონკურსი 2013 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა. განაცხადი მხოლოდ ცხრა სამაუწყებლო ლიცენზიაზე შემოვიდა. რადიომაუწყებლობის კონკურსში მონაწილეთა სია ასე გამოიყურება:
შპს „სამაუწყებლო სახლი“ - ქ. ბათუმი - კერძო მაუწყებლობა; სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;
შპს „სამაუწყებლო სახლი“ - ქ. ქუთაისი - კერძო მაუწყებლობა; სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;
შპს „რადიო საქართველო“ - ქ. გორი - კერძო მაუწყებლობა; სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;
შპს „რადიო საქართველო“ - ქ. გორი - კერძო მაუწყებლობა; საერთო რადიომაუწყებლობა;
შპს „რადიო საქართველო“ - ქ. ყვარელი - კერძო მაუწყებლობა; სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა; (მეორე განაცხადიც იგივეზეა აქ შემოტანილი)
შპს „ევროპა პლუს თბილისი“ - ქ. ახალციხე - კერძო მაუწყებლობა; საერთო რადიომაუწყებლობა;
შპს „ევროპა პლუს თბილისი“-ქ. გორი - კერძო მაუწყებლობა; საერთო რადიომაუწყებლობა;
შპს „ევროპა პლუს თბილისი“- ქ. თელავი - კერძო მაუწყებლობა; საერთო რადიომაუწყებლობა;