წვდომის მენიუ

ოქტომბერი 28, 2013

რადიომაუწყებლობის კონკურსების მოსამზადებელი სხდომა

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებული კონკურსების მოსამზადებელი სხდომა გაიმართა, სადაც კონკურსში მონაწილე პირების დალუქული დოკუმენტაცია გაიხსა.

კომისიამ 13 ახალი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით კონკურსი 2013 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა. კომისიაში განაცხადი მხოლოდ რვა სამაუწყებლო ლიცენზიაზე შემოვიდა. კონკურსანტთა სია ასე გამოიყურება:

შპს „სამაუწყებლო სახლი“ - ქ. ბათუმი - კერძო მაუწყებლობა; სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;

შპს „სამაუწყებლო სახლი“ - ქ. ქუთაისი - კერძო მაუწყებლობა; სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;

შპს „რადიო საქართველო“ - ქ. გორი - კერძო მაუწყებლობა; სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;

შპს „რადიო საქართველო“ - ქ. გორი - კერძო მაუწყებლობა; საერთო რადიომაუწყებლობა;

შპს „რადიო საქართველო“ - ქ. ყვარელი - კერძო მაუწყებლობა; სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;

შპს „რადიო საქართველო“ - ქ. ყვარელი - კერძო მაუწყებლობა; საერთო რადიომაუწყებლობა;

შპს „ევროპა პლუს თბილისი“ - ქ. ახალციხე - კერძო მაუწყებლობა; საერთო რადიომაუწყებლობა;

შპს „ევროპა პლუს თბილისი“- ქ. თელავი - კერძო მაუწყებლობა; საერთო რადიომაუწყებლობა;

როგორც ზემოთ უკვე იხილეთ, ცხრა რადიოსამაუწყებლო ლიცენზიის მისაღებად განაცხადი სამმა კომპანიამ წარმოადგინა კომისიაში, ესენია შპს „ევროპა პლუს თბილისი“, შპს „რადიო საქართველო“ და შპს „სამაუწყებლო სახლი“. სამივე კომპანიის მიერ წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაციის გახსნის და შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ დოკუმენტაცია არასრულად იყო წარმოდგენილი, ამიტომ სამივე კომპანიას ხარვეზების აღმოსაფხვრელად დამატებით ხუდღიანი ვადა განესაზღვრათ.

რადიომაუწყებლობის კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც ყველა კონკურსანტს და დაინტერესებულ პირს საკუთარი მოსაზრებების და პოზიციების დაფიქსირების საშუალება მიეცემა, 2013 წლის 25 ნოემბრის 13:00 საათზე გაიმართება. უშუალოდ საკონკურსო სხდომა კი, სადაც გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდება, 2013 წლის 29 ნოემბერს 13:00 საათზე ჩატარდება.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები