წვდომის მენიუ

დეკემბერი 28, 2012

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ოდიშის“ განცხადების საფუძველზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა.

კომპანიას წერტილი მრავალწერტილი არქიტექტურით უსადენო ქსელის ასაგებად რადისიხშირული სპეტქრი ესაჭიროება.

ლიცენზიის საწყისი ღირებულება 8 977.50 ლარს შეადგენს. აუქციონზე ერთი ბიჯი 448 ლარი იქნება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველთა საბუთების მიღება 2013 წლის 14 იანვრის, 17:00 საათამდე იწარმოებს. აუქციონი კი 2013 წლის 28 იანვრის, 13:00 საათზე გაიმართება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები