საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აუქციონი ჩატარდა
დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი ჩატარდა.
აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ შპს „TV 3”-მა მიიღო, რომელმაც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია 3,114.40 ლარად შეიძინა. გამარჯვებულმა კომპანიამ რადიოსიხშირული სპექტრი მობილური ჩართვებისთვის უნდა გამოიყენოს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აუქციონი, შპს „TV 3”-ის განცხადების საფუძველზე, 2012 წლის 7 დეკემბერს გამოაცხადა, საბუთების მიღება კი 2012 წლის 24 დეკემბრის 17:00 საათამდე მიმდინარეობდა.