წვდომის მენიუ

იანვარი 14, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აუქციონი გაიმართა

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი ჩატარდა.

აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ შპს „TV 7“-მა მიიღო, რომელმაც  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია 7 142.56 ლარად შეიძინა. კომპანიამ რადიოსიხშირული სპექტრი ქალაქ თბილისში ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის და მობილური ჩართვებისთვის უნდა გამოიყენოს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აუქციონი, შპს „TV 7“-ის განცხადების საფუძველზე, 2012 წლის 14 დეკემბერს გამოაცხადა, საბუთების მიღება კი 2012 წლის 31 დეკემბრის 17:00 საათამდე მიმდინარეობდა.

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები