შპს „ელკო ნავიგატორმა“ თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზია აიღო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე, შპს „ელკო ნავიგატორმა“ თანამგზავრული სისიტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია აიღო.
ლიცენზიის სახეა – კერძო მაუწყებლობა, სახეობა – საერთო ტელემაუწყებლობა, გეოგრაფიული არეალი – საქართველო, მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში – 12 საათი.
გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.