შპს „მაგთიკომმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო
დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „მაგთიკომმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო.
კომპანიას ნუმერაციის რესურსი – 93880-93889, სულ ათი სააბონენტო ნომერი, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებით (დამატებული ღირებულების) არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად გამოეყო. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონაა საქართველოს მთელი ტერიტორია.
გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.