წვდომის მენიუ

იანვარი 03, 2013

შპს „მზერა ტივი“–მ თანამგზავრული სისტემებით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე ტელეკომპანია „მზერა ტივი“–მ თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.

ტელევიზიას ამიერიდან საშუალება აქვს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმაუწყებლოს. შპს „მზერა ტივი“–ს კუთვნილი ლიცენზიის სახეა კერძო მაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობა – საერთო ტელემაუწყებლობა, მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა – 16 საათი.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები