“TV3”-ს რადიოსარელეო სიხშირეები სჭირდება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს “TV3”-ის განცხადების საფუძველზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონი გამოაცხადა.
კომპანიას, თბილისის ტერიტორიაზე, მთაწმინდის ანძის მიმართულებით რადიოსიხშირული სპექტრი მობილური ჩართვებისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სჭირდება.
აუქციონი კომისიაში 2013 წლის 25 ნომბერს 13:00 საათზე გაიმართება. საბუთების მიღება კი 2013 წლის 11 ნოემბრის 17:00 საათამდე იწარმოებს. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი საფასური 1 915 ლარით და 8 თეთრით განისაზღვრა. აუქციონზე ერთი ბიჯის ოდენობამ 96 ლარი შეადგინა.
გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.