ნოემბერი 03, 2020 14:03

მაუწყებლებს - მეორე ტურის მიმდინარეობისას პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამების განთავსების თაობაზე

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნდა არჩევნების წინასწარი შედეგები, რომლის შესაბამისადაც რიგ მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 761 მუხლის 21-ე ნაწილის თანახმად, წინასაარჩევნო რეკლამების განთავსებისათვის მოქმედებს არჩევნების პირველი ტურისათვის გამოქვეყნებული ტარიფები. შესაბამისი ტარიფის შეცვლა დასაშვებია პირველი ტურის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. ახალი ტარიფი ეგზავნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით. ეს ტარიფი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. წინასაარჩევნო რეკლამებს მაუწყებლები გადასცემენ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან. ამავე მუხლის 22-ე ნაწილის შესაბამისად, იმ საარჩევნო ოლქში (ოლქებში), სადაც არჩევნების მეორე ტური ტარდება, უფასო საეთერო დრო ნაწილდება მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებს შორის იმ პროპორციით, რომლითაც არიან წარმოდგენილი ეს საარჩევნო სუბიექტები შესაბამის საარჩევნო ოლქში (ოლქებში) მეორე ტურში მონაწილეობისათვის.

გთხოვთ, ზემოაღნიშნული გაითვალისწინოთ თქვენს საქმიანობაში.

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები