მაისი 07, 2020 21:22

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის ცვლილების პროექტი

კომუნიკაციების კომისია აქვეყნებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის ცვლილების პროექტს. როგორც ცნობილია აღნიშნული რეგლამენტი ადგენს მომხმარებლისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების წესებსა და პირობებს, განსაზღვრავს მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლის უფლებებსა და ვალდებულებებს. ცვლილებების მიზანს წარმოადგენს ევროკავშირის კანონმდებლობასთან (კერძოდ უნივერსალური სერვისების დირექტივასთან) ქართული მარეგულირებელი ჩარჩოს შესაბამისობაში მოყვანა და ასევე ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების ახალი, გაუმჯობესებული წესების განსაზღვრა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დამატებითი მექანიზმების შემუშავება. აღნიშნული, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი მომსახურების მიწოდებას და მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას.

საკონსულტაციო პროცესი გაგრძელდება 2 კვირა. მოსაზრებებისა და კომენტარების კომუნიკაციების კომისიაში წარმოდგენის ბოლო ვადაა 22 მაისი, 18:00 საათი. მოსაზრებების/კომენტარების წარდგენა ხდება ელექტრონულად post@comcom.ge ელ.ფოსტის მისამართზე გამოგზავნით.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები