ნოემბერი 19, 2019 9:43

M2M/IoT მომსახურებებისთვის ნუმერაციის რესურსის ცალკე გამოყოფის ან/და მისი გაზრდის საჭიროების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების დოკუმენტის საჯარო განხილვა

კომუნიკაციების კომისიამ 2019 წლის 30 სექტემბერს გამოაქვეყნა საკონსულტაციო დოკუმენტი: „M2M/IoT მომსახურებებისთვის ნუმერაციის რესურსის ცალკე გამოყოფის ან/და მისი გაზრდის საჭიროების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციები“.

დოკუმენტის გამოქვეყნების მიზანს წარმოადგენდა საქართველოში M2M (Machine-to-Machine – “მოწყობილობებს შორის კავშირი”) და IoT (Internet of Things – “საგანთა ინტერნეტი”) მომსახურებებისთვის ნუმერაციის რესურსის ცალკე გამოყოფის ან/და მისი გაზრდის საჭიროების შესახებ გაკეთებული შეფასებების გაზიარება დაინტერესებული მხარეებისთვის და მათი მოსაზრებების მიღება. დოკუმენტში დასმულ კითხვებზე პასუხების მიღების ვადა იყო 2019 წლის 22 ოქტომბერი.

დოკუმენტს გამოეხმაურა მხოლოდ სს „სილქნეტი“. გთავაზობთ კომპანიის მიერ წამოწეულ საკითხებსა და კომუნიკაციების კომისიის პოზიციას.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები