ნოემბერი 20, 2023 22:17

საჯარო გაცნობისათვის, საჯარო კონსულტაციების დაწყების, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე „ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღებისა და ,,მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

ცნობა  №  23-14

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე, 1061 და 1065 მუხლების, ამავე კოდექსის VII და IX თავების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ (დანართი N3) მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 მუხლების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 09 ნოემბრის Nგ-23-23/517 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღებისა და ,,მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, ასევე, კომისიის 2023 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2023 წლის 28 დეკემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები, მოსაზრებები, შენიშვნები, განცხადებები ან/და წინადადებები (შემდგომში - კომენტარები) კომისიის მიერ მომზადებულ გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით, 2023 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.

კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე:  თბილისი,  ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე  post@comcom.ge.

ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

კომისიიდან საკონტაქტო პირი - გიორგი ქავთარაძე - (+995) 322 79-00-70- ელექტრონული ფოსტა:

gkavtaradze@comcom.ge

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები